შიგთავსზე გადასვლა

წერილი (III) – ჩემს ოცნებებს

თებერვალი 24, 2011

წერილი (I) – საუკეთესო მეგობარს

წერილი (II) – “მას”

წერილები გრძელდება..

ჩემო არარსებულო ოცნებებო!

ბავშვობაში სულ ჩემს ირგვლივ იყავით.კარგი წლები იყო,როცა ვოცნებობდი.. დილა იწყებოდა ოცნებით და მთავრდებოდა – ოცნებით.. არ იყო ცუდი ეს ყოველივე.. თითქოს მერე რაღაც შეიცვალა,არ ვიცი რა მოვლენამ განაპირობა რომ თქვენი აღარ მჯერა.. აღარ მჯერა არა,უფრო სწორედ აღარ ვფიქრობ თქვენზე.. იშვიათად ხართ ჩემი სტუმრები,მარტო დამტოვეთ იმ რეალობაში,რომელიც არც თუ ისე კარგია..

ადამიანი მხოლოდ  “იქ”,მე რომ  “მეორმოცე ღრუბელს” ვუწოდებ,სწორედ იქაა ბედნიერი! თქვენი თავი იმ თბილმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს,რომლებიც ახლა ჩემს ირგვლივ არიან ❤ ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი! როცა ირგვლივ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გყავს,იმდენად ბედნიერი ხარ რომ ოცნებები აღარაფერში გჭირდება! არ ვიცი რაზე უნდა ვიოცნებო სხვაზე,როცა ისედაც ბედნიერი ვარ.მე მიყვარს ჩემი მეგობრები და მათაც ვუყვარვარ! თუმცა თუკი ჩემთან ისევ გაჩნდებოდით,ამ ოცნებაში აუცილებლად დანარჩენებიც იქნებოდნენ! შეიძლება მთელი მსოფლიოც კი ❤ ყველა ერთად და მშვიდად.

იეფ!

არ მჭირდება ოქროს კოშკები,არ მჭირდებით თქვენ.. რადგან ყველანი წარმავალი ვართ,ამ ცხოვრების რაღაც აუხდენელის მოლოდინში გალევას არ ვაპირებ! ერთხელ უკვე დავწერე ოცნების მოყვარულ ზარმაც ადამიანებზე და აღვნიშნე კიდეც,რომ ვაპირებდი ცხოვრება ოცნებაზე უკეთესი შემექმნა და დღემდე ამ მიზნით ვიღვიძებ და ვიძინებ..

თქვენ ადამიანს წამით ხდით ბედნიერს,იმ წამით როდესაც ვოცნებობთ.. მწვერვალზე ასვლა და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოსვლა,ისევ ასვლა და – ჩამოსვლა.. მე ასე ცხოვრება არ შემიძლია,თქვენ რომ ხდებოდეთ ხოლმე იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.. მაგრამ ოცნებები,ხომ მათ გქვიათ,რომელთაც ახდენა არასდროს გიწერიათ,მე კიდევ როცა რაღაც მინდა მას აუცილებლად ვაღწევ! ალბათ,სწორედ ამიტომ ვერ ჩერდებით ჩემთან,თქვენ ხომ ჩემს ხელში ყოველთვის რეალობად იქცევით..

ოპტიმისტი ვარ,მაგრამ არა მეოცნებე!

იმიტომ არ ხართ ჩემს ირგვლივ,ჩემს გონებაში რომ ხდებით!

ხდებით იმიტომ,რომ არაფერს ვოცნებობ იმაზე,მეტს ვიდრე მჭირდება!

და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიყვარს “მეორმოცე ღრუბელი”,რომ იქ ყოველთვის ბედნიერებაა და მე მჯერა,რომ დედამიწა სწორედ იმ ქვეყნის ჯოჯოხეთია და რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც იმ ღრუბელზე ყოველი თქვენგანი მოხვდება და დარწმუნდება,რომ ოცნებები მხოლოდ იმისთვის არსებობთ,რომ ახდეთ..

9 Comments leave one →
  1. თებერვალი 27, 2011 20:46

    ოდესმე ყველა ოცნება ახდება…:)

  2. მარტი 3, 2011 15:56

    თქვი, რაც უნდა გეთქვა.
    არცერთი ზედმეტი სიტყვა, წინადადება..
    ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწები..
    რა საინეტერსოა იცი?
    აი, წაიკითხე პირველი და ბოლო პოსტი, გაგეცინება.

    • მარტი 3, 2011 16:32

      მადლობ მაცო )) ძალიან სასიამოვნოა ამის გაგონება )

  3. მარტი 7, 2011 17:15

    Mallorie S ვეთანხმები.. დიდიხანია შენთან არ ვყოფილვარ და ეხლა რო წავიკითხე ეს პოსტი <33 მმ ძან ვისიამოვნე..
    ასეთი განწყობით გააგრძელე ცხოვრება და არ შეგეშინდეს სირთულეების :*

    • მარტი 7, 2011 20:05

      ვაიმე,მაიგრინსან ❤ რამდენიხანია არ გამოჩენილხარ ) როგორ მიყვარს შენი ბლოგი,ახლა ვნახე დაბრუნებულხარ,რა კარგია ❤
      დიდი მადლობა,აუცილებლად :*

  4. მაისი 7, 2011 12:37

    რა თბილი იყო… ^^

Trackbacks

  1. წერილი (IV) – მშობლებს « ♥ Wizard of Oz ♥
  2. წერილი (V) – ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობ. | ♥ Wizard of Oz ♥

დატოვე კომენტარი