Skip to content

პლატონური გრძნობა

July 23, 2012

 ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი,სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.

მე-40 გვერდზე კისრის ტკივილს გეძნობ და იძულები ხდები ფორმა იცვალო; მე-80 გვერდის შემდეგ ყოველ წუთში გინდება თვალები წამით დახუჭო,რადგან ასოები უკვე ერთმანეთში ირევა და თეთრი ფურცელი ჭრელდება; 120 გვერდის შემდეგ მკლავები გეღლება,600 გვერდი საკმაოდ მძიმე მასას ჰქმნის.თითებს და სახსრებს იტკიებ; მაგრამ ეს პერსონაჟი… გინდა რეალური იყოს,გინდა შენი ცხოვრების ერთ-ერთი თანამგზავრი გახდეს.. დაუფიქრებლად ჩაანაცვლებდი მისით სხვა რომელიმეს.მერე რა,რომ ურწმუნოა და ამ ქვეყნად არაფრის სჯერა.. ყველაფერს გააკეთებდი,რომ მასაც ისევე შეჰყვარებოდი,როგორ შენ ამ 248 გერდში შეგიყვარდა.ნეტა,როგორია დასასრული.. ეჭვიანობ ქალზე,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩანდა,მაგრამ ვიდრე ის ყურადრებას არ აქცევდა შენც თვალთახედვიდან გეპარებოდა..

მაგრამ უკვე დასაწყისშივე იცოდი,რომ მას შენგან განსხვავებით მთავარი როლი ჰქონდა.ალბათ გრძნობდი კიდეც,რომ შენთვის სასურველს  ის მიიღებდა.. პირველივე ფურცლებიდან შეეგუე ამას,მაგრამ ბოლოში მაინც იტირე..

თითქოს გტკივა ყოველი ტკივილი,რომელიც მან განიცადა.იმ წუთიდან აგრესიული ხარ მის მიმართ,ვინც მას გაკიცხავს.. აუგად მოიხსენიებს.და თქვენ ფიქრობთ,რომ ეს სიყვარული არ არის.. მე რეალურად არსებულს შემიყვარდა – არ არსებული,ავტორის მიერ შექმნილი.. სულ არ მეჯავრება,მაინც ჯიუტად მიყვარს.. იქნებ,რომ არ არსებობს იმიტომაც შევძელი მისი შეყვარება.რეალურად სხვისი კი ვერა.. ვინ იცის.რამდენიმე ასეულ გვერდში შემიყვარდა იგი,რამდენიმე ასეულ დღეში კი – არავინ.ესეც ცხოვრების ვოდევილი.. მაგრამ,ერთი პატარა “ეჰმ”..

მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს..

თუმცა..

სიცოცხლე ხომ იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ვნებათა კრებული.

და ბოლოს,როგორც სხვა დანარჩენ დროს.. ეს,ხომ ცხოვრებაა..

ვინ შეძლებდა ცხოვრებას ,დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი,რისი დავიწყებაც არ სურს?

20 Comments leave one →
  1. July 23, 2012 19:51

    ტრიუმფალური თაღი ჩემი საყვარელი რემარკია. ყველას მირჩევნია.

    • July 24, 2012 12:06

      მეც ასევე🙂

    • August 12, 2012 13:19

      მე ახლა ვიწყებ მის გაცნობას და ვნახოთ..🙂

  2. July 23, 2012 21:08

    რემარკიც მიყვარს, ტრიუმფალური თაღიც და რემარკის “ტრიუმფალური თაღიც”… ოღონდ ჟოან მადუს დღემდე ვერ ვიტან🙂

    • August 12, 2012 13:17

      რატომ ვერ იტან ჟოანს?🙂

    • August 12, 2012 13:28

      “ჩემი” რავიკი რომ “ანერვიულა”, ვერ ვაპატიე :))

  3. July 24, 2012 02:22

    მეც შეყვარებული ვარ რავიკზე,მაგრამ ჟოანი მაღიზიანებს🙂

    • August 12, 2012 13:21

      ალბათ მესმის რატომაც,მაგრამ შეიძლება არც რადგან მე არ მაღიზიანებს..🙂

  4. July 24, 2012 20:52

    ახლა დავიწყე ტრიუმფალური თაღის კითხვა :))
    რემარკის “სამი მეგობრის” წაკითხვის შემდეგ რემარკი რომ უყურადღებოდ წამეკითხა სირცხვილი იქნებოდა :))

    • August 12, 2012 13:20

      სამი მეგობარი წასაკითხ წიგნთა სიაშია.🙂

  5. July 27, 2012 23:14

    “ტრიუმფალურ თაღს” ვაღმერთებ, რავიკი მიყვარს, აი ჟოანი კი დღემდე ნერვებს მიშლის.
    წიგნში განსაკუთრებულად ის მომენტი მიყვარს , როცა საავადმყოფოში ერთმანეთს სხვადასხვა ენებზე ესაუბრებიან.

    • August 12, 2012 13:18

      მგონი ყველას აღიზიანებს ჟოანი ჩემს გარდა?🙂

  6. August 17, 2012 19:36

    იდეალურს გავს შეიძლება არის კიდეც!!

    • September 21, 2012 23:29

      მგონი,რომ არის.🙂 წიგნებში მაინც არსებობენ იდეალურები..

  7. August 19, 2012 16:52

    ჟოანიც მიყავრს….რავიკი ჩემი სულის ნაწილია….რა საოცარი რამაა❤ შემიძლია ამ რომანით ვიცხოვრო :*

  8. September 10, 2012 01:20

    ჩემი რავიკი<3

  9. September 14, 2012 01:38

    როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა❤

  10. marikaza permalink
    January 2, 2013 18:13

    მეც მასე ვარ, ვგიჟდები რემარკზე, მის “ტრიუმფალურ თაღზე” და “სამ მეგობარზე”, ეს ის წიგნებია ყველაზე ურჩსაც რომ კითხვას შეაყვარებს, დიდია, ძალზედ დიდი🙂

  11. May 12, 2014 17:59

    უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა.. მინდა გითხრა კარგია , მაგარია , მაგრამ ეს არაა საკმარისიი❤ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით და აიი არ ვიციი❤ არ ვიციი რა დავწეროო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: