Skip to content

წითელი პუანტები

January 5, 2012

ალბერტ ჰოლი ორკესტრის საოცრად ხმამაღალმა გუგუნმა გამოაფხიზლა.დარბაზმა აპლოდისმენტით გადაფარა ვიოლინოსა და როიალის შეხმატკბილებული საუბარი და წამში სიჩუმემ გააყრუა არემარე.სცენაზე ის იდგა,წითელი პუანტებით.შეშფოთებას.. არა,უფრო სევდას გამოხატავდა მისი მზერა.დახმარებას ითხოვდა.არავინ,აღმოჩნდა რომ დახმარებოდა და ეს საშინელი პუანტები გაეხადათ მისთვის.. ერთი წრე,მეორე,მესამე და სისწრაფესთან ერთად დარბაზი უფრო და უფრო უმატებდა ტაშის ცემას.

დაიღალა.

“- ჯულიენ.. ჯულიენ.. ვინმემ.. მომაშორეთ ეს პუანტები!”

– ცეკვა! ცეკვა! – გუგუნებდა ჰოლი. – შენ პრიმა ხარ.ვიკი შენ პრიმა ხარ.იცეკვე,უნდა იცეკვო.ცეკვა,ხომ შენი ცხოვრებაა.ასე თავად აირჩიე! ხოდა იცეკვე,გააკეთე ის რასაც დარბაზი შენგან მოითხოვს.შენ დათმე ჯულიენი.. ის აქ არ არის! არავინ იზამს ამას.არავინ გაგხდის წითელ პუანტებს!

გადაეშვა.უსასრულობაში გადაეშვა.შორს ჰოლისგან,ადამიანებისგან,წითელი პუანტებისგან და ცხოვრებისგან – ცეკვისგან.თასმები თავისით შეიხსნა და თავისუფლება იგრძნო.

დაისვენა.

– საოცარია,საოცარი! მან სასწაული მოახდინა..

ასეთი შთაბეჭდილების მიღწევა,მხოლოდ სულისა და სხეულის დიდი აგონიისას არის შესაძლებელი.როცა ჰკითხეს რატომ ცეკვავო,უპასუხა რომ დანამდვილებით არ იცოდა,მაგრამ მისთვის აუცილებელი იყო ეცეკვა.ახლა მის მაგივრად სხვამ უპასუხა..

– მას მეტი უნდოდა,უფრო მეტი ვიდრე ცეკვა.მას სურდა შეექმნა რაღაც  გრანდიოზული სულ მცირესგან – პრიმა ბალერინა საკუთარი თავისგან.მაგრამ დაავიწყდა ეკითხა ცხოვრებისთვის – რა უნდოდა ცხოვრებას მისგან?..

მწუხარება გაივლის,მერწმუნეთ.ცხოვრება კი ძალიან უმნიშვნელოა.ამის შემდეგ თქვენ იცეკვებთ,როგორც არავინ სხვა.

გარდაიცვალა.

პ.ს.

– ერთ დღეს,როცა უკვე საკმაოდ მოხუცი ვიქნები,მინდა ახალგაზრდა გოგონამ მკითხოს,როდის ვიყავი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი.. და მე ვუპასუხებ.იცი ჩემო ძვირფასო,ზუსტად არ  მახსოვს ადგილი,მაგრამ ახლოს სადღაც ხმელთაშუაზღვასთან.ვიქტორია პეიჯთან ერთად ვიყავი.”რა?”- გაიკვირვებს იგი,”თქვენ ცნობილ,საოცარ მოცეკვავეს გულისხმობთ,პრიმა ბალერინას?” – მე სიამაყით დავუქნევ თავს და დავადასტურებ,დიახ ჩემო გოგონა,მახსოვს ის შენსავით ახალგაზრდა იყო და ჩვენ ერთმანეთი.. ძალიან გვიყვარდა.

ჯულიენი.

28 Comments leave one →
  1. January 5, 2012 11:20

    რა ლამაზია . . . ყოჩაღ, ანა🙂

  2. goesandcomes permalink
    January 5, 2012 13:01

    ნოუ ქომენთ🙂

    • January 5, 2012 15:08

      ჰაჰ.🙂

    • January 26, 2012 12:16

      +1, არ ვიცი რა დავწერო.. სიტყვები არ მყოფნის..
      :აქუნდაიყოსრაფაელოსსურათი:

    • January 27, 2012 00:29

      ქეთიი. :*

  3. January 6, 2012 11:56

    ყოჩაღ!

  4. January 6, 2012 23:36

    wow.
    ძალიან კარგია❤

  5. January 7, 2012 01:09

    ადრე როგორ არ ვიცოდი ეს ბლოგი.. კეტილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზე !❤ ოო რა კარგი აურაა❤ შემოგივლი ხოლმე❤

  6. January 7, 2012 17:17

    აან,რა კარგია❤

  7. January 10, 2012 00:10

    მომეწონა ძალიან ))
    მეგობრის თხოვნით მეც უნდა დავწერო ამ სახელწოდების პოსტი )) იმედია ცუდი არ გამოვა.

    • January 13, 2012 23:40

      დარწმუნებული ვარ კარგი გამოვა.❤

  8. January 13, 2012 11:20

    ანნა, რა თქმა უნდა, ფანტასტიურია. დიდად ვისიამოვნე. ყოჩაღ! = )

  9. January 14, 2012 16:37

    am musikas ra kvia an vin ukravs?

  10. January 14, 2012 16:37

    amas twilightSHI edwardi ukravss:( chemi robii.. da rogor gadmovwero viisiaa??

  11. სანდრო permalink
    January 16, 2012 16:45

    ძალიან ლამაზია, თან მუსიკაც მოუხდა🙂

  12. January 24, 2012 00:53

    აქამდე არ ვიცოდი შენი ბლოგი ამიერიდან ხშირად შემოგივლი და ყველა შენს პოსტს წავიკითხავ გავეცნიბი დიდი სიმოვნებით :***** სასიამოვნო და მყუდრო გარემოა კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე ანუ შენს ოჯახში :*****

    • January 24, 2012 20:26

      მობრძანდი,მიხარია. :* მეც შემოგივლი ახლავე..

  13. July 24, 2012 20:10

    კარგია რომ გამახსენე, მუსიკა❤ დედა, როგორ მშვენივრად ვარ ახლა… ვენტილატორი მაგრილებს, არ მშია, არ მცხელა, არც მწყურია, მუსიკას ვუსმენ ღვთაებრივს და ვარ არაჩვეულებრივ ბლოგზე… სამოთხეა რა🙂 რამე ხომ არ დამემართა ა?

    • July 24, 2012 21:25

      ვაიმე,რა სჯობს მაგას ქევან!🙂 გადასარევია,მშურს..

  14. February 25, 2013 15:35

    არაჩვეულებრივია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: