Skip to content

მომენტები

December 21, 2015

არის მომენტები, რომლებიც განსაკუთრებით მაგრძნობინებენ თავს ადამიანად და ისინი აუცილებლად პეპლების გადაფრენა მთელს სხეულში ან ტანზე ბურძგლებად გამოყრილი აუტანელი ემოცია შეიძლება სულაც არ იყოს. როგორც იმ დღეს, სხვის ლოდინში სვიტერის მკლავები რომ დავაგრძელე, სიცივისგან თავის დასაცავად. ველოდებოდი ერთიანად გათოშილი და თავს ადამიანად ვგრძნობდი.
image

ქუჩის კუთხიდან რომ შემოუხვია, წამწამებმა თავისით დაიწყეს განუწყვეტლივ ფართხალი, გეგონება ზაფხულის მზემ შემოანათა საღამოს ქალაქშიო. თითებით მაგრად ჩამოქაჩული ტოტები ერთიანად ავუშვი, მომენტალურად ვიგრძენი სისხლის ადუღება, სხეულის გათბობა. უცნაურია, ამ უსასრულო სამყაროში შენსავით სასაცილო ადამიანი იყოს საკმარისი.

თავიანთი სახელები ხომ ისედაც ჰქვიათ, ჩვენც ხომ ვარქმევთ საზიაროს – მეგობარს ან კიდევ სხვას, რამდენადაც ვცდილობთ დანარჩენებს ჩამოვშორდეთ, თავი შორს დავიჭიროთ. მე და შენ სახელები განგვასხვავებს, თუმცა, სადაც არ უნდა გავიქცეთ, ბოლოს მაინც საკუთარ თავებში ანუ ადამიანებში შევრბივართ და ვიდებთ ბინას. საითაც არ უნდა გადავუხვიოთ, მხოლოდ ერთი ადამიანიდან – მეორეში. ყველაფერი ჩვენით იწყება და მთავრდება, ამიტომ აღარ მეჩვენება სასაცილოდ, რომ არა მხოლოდ ჩემი სული, სხეულიც ერთბაშად დაჰყვება სხვა ადამიანს.
სული მეწურება, ახლოს მოვიდეს და სითბო რომელიც თავად აღძრა თავზე დავაბერტყო, თითქოს ცის საფარის ერთიანად მობოჭვა და მის თავზე ვარსკვლავების დაყრა შემეძლოს.
ის კი ჯერ კიდევ ალბათ ხუთი ან ექვსი ნაბიჯით შორსაა, რამდენი რამის გაფიქრება შემიძლია მოვასწრო მის ექვს ნაბიჯში, არც თუ ისე ბევრის, დასანანია, როცა ადამიანს დიდი ნაბიჯები აქვს, შენსკენ მომავალი თუ ჩქარობს – პირიქით.
ოთხ ნაბიჯში მის უნაკლო სახეზე მეფიქრება, ვგულისხმობ, აქა-იქ მიმოფანტულ მქრქალ ჭორფლებს, ხშირ დაქერაო წარბებს დასკუპებულს უზარმაზარ შავ თვალებზე, ჩაღრმავებულ ლოყებსა და ყინვისაგან დახეთქილ, დაწითლებულ ტუჩებს. ღიმილის დროს განსაკუთრებით რომ უნდა წვავდეს და უკვე მესამე ნაბიჯია ყურებამდე მაგრად ჭიმავს, თან ჩემზე მომაგრებულ სიმებს და თავისკენ მექაჩება. ზედმეტად აღელვებული ვარ იმისთვის, რომ ადგილიდან დავიძრა. ფეხის წვერებზე შეუჩერებლივ ვირწევი, ხელებს პალტოს ჯიბეებს მოუხრელად ვუხახუნებ. შინაგანი სიმხურვალე, გარემოს სიცივესთან წინააღმდეგობაში მოსული, სხეულის შიშველ ნაწილებს მიცვარავს. ნაბიჯების დასრულებისთანავე სხეულით მეკვრის, ყინვასავით ვდნები მის თბილ ლოყაზე და სადღაც მეშინია, მისთვის უსიამოვნო არ იყოს.
– ისევ იმაზე ფიქრობ, რომ სასაცილოები ვართ?
– იმაზე ვფიქრობდი, სად მთავრდება ცა. ხელს მაგრად ჩავჭიდებდი მის ბოლოებს და..
– ადამიანებს ვარსკვლავებს დააბერტყავდი. – ხელზე ისე ვეჭიდები, თითქოს უკანასკნელი ადამიანი იყოს დედამიწაზე და მეშინია არ დამეკარგოს. თუმც ეს ქუჩები მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენი მოგონებების სახლებია ღია ცის ქვეშ. ნატერფალი სამუდამოდ დარჩება ადგილებზე, თუნდაც კიდევ მილიონმა ადამიანმა გადაუაროს, გათელოს დაუფიქრებლად. აქ მოსული, ყოველ პარასკევ საღამოს, მხოლოდ ორის ტერფებს ვამჩნევ, ჩემსაზე სწრაფად ვდგები და ველოდები, როდის მოვა თავის ცარიელ ნატერფალს, ჩემს ცარიელ დღეს შეავსებს.
ჩემ სულისშემხუთავ სიყვარულზე საუბარი ახალისებს, კიდევ შუქნიშანზე ფერების მონაცვლეობა, ჩამოცვენილ ფოთლებზე სიარულისას მათი მსხვრევის ხმა, ბეღურები დილით ჩვენი ფანჯრის რაფაზე და..

“შენი სახის ყურება, როცა ჩვენს კუთხეში შემოვუხვევ და მელოდები, ტერფებზე რწევით, წამწამების ხამხამით, ფიქრით იმაზე, მესიამოვნება თუ არა, როგორ დამადნები გათოშილი ლოყაზე..”

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: