შიგთავსზე გადასვლა

მე ვეცადე..

დეკემბერი 23, 2011

 

ამონარიდები ჩემი დღიურიდან:

“..ცხოვრებაში ოცნებები არ ხდება,მაგრამ ადამიანმა აუცილებელია მათით იცხოვროს.. ბედისწერა არსებობს,მაგრამ მე მაინც უნდა შევეცადო შევიქმნა საკუთარი მომავალი და მიუხედავად იმისა,რომ სინამდვილეში მთელი სამყარო ამაში კი არ დამეხმარება არამედ პირიქით,ხელს შემიშლის მე აუცილებლად ჩემსას ვეცდები და ბოლოს ვიტყვი,რომ მე ვეცადე.. მნიშვნელობა,არ აქვს როგორი იქნება ფრაზის დასასრული.”

“ცხოვრება ჩვეული ტემპით მიდის.იცი ბედნიერი ვარ,ხოლმე როცა ამ ფრაზის დაწერა მიწევს,რადგან ყოველ სიახლეს იქნება ეს კარგი თუ ცუდი,ჩემს ცხოვრებაში ემოციები შემოაქვს და ყველაზე მეტად ეს ემოციები მაწუხებს..”

 

“..რომ ყოველ დღე სხვადასხვა შეხედულებებით ვიღვიძებთ,ისევე როგორც ყოველ ახალ დღეს სულ სხვანაირი მზე ანათებს ხოლმე ღრუბლებიდან,მე ასე მჯერა..”

“არ ვიცი აღვნიშნე თუ არა,როგორ გავამდიდრე პირადი ლიტერატურა ზაფხულში,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ მიყვარს წიგნები. ❤ და ყოველ ახალ დამთავრებულ წიგნზე კიდევ უფრო მიყვარდება.. კითხვა იმ სამყაროს გაწვდის,რომელიც გჭირდება და არც მე ვარ გამონაკლისი..”

“მინდა მოკლედ ვთქვა,რომ მე კარგად ვარ.ყოველ შემთხვევაში ერთ დღეს ასე ვიძახი,მეორე დღეს ისე.. და ბოლოს იმედია მივხვდები,რომ ესაა ცხოვრება,ხან ასეთი და ხან – ისეთი..”

 

“არ ვიცი ეს,როგორ ხდება.. მგონი უემოციო,კი არა პირიქით ახლა ვხვდები,რა არის ემოციები.. ან არ ვიცი.ძალიან დაბნეული ვარ,ეს მხოლოდ ასაკის ბრალია? ნეტავ..

მე უბრალოდ სიმშვიდე მინდა.. ეს ყველაზე კარგი რამ არის ამ ქვენად..

არ ვიცი,რატომ დავცინოდი აქამდე ლამაზმანებს,რომლებიც იძახდნენ „ვუსურვებ მშვიდობას მსოფლიოს“.. ჰაჰ,ნახე მხიარულიც კი ვარ..

ყველაფერი კარგად იქნება! აი ასე უბრალოდ..”

ვწერ,იმიტომ რომ წერა მიყვარს! და მაპატიეთ თუკი ეს სიტყვები ცუდად გაიჟღერებს,მაგრამ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ისაა,ვის მოსწონს და ვის არა ჩემი ნაწერი.. უბრალოდ ყოველთვის გააკეთეთ ის რაც ბედნიერს გაგხდით,ცხოვრება ისედაც არაფრით გვანებივრებს..

არ აქვს მნიშვნელობა,ვინ რა მიზნით ცხოვრობს ამ ქვეყნად.საკუთარ ცხოვრებას უპატრონეთ,სხვისას უკვე ჰყავს პატრონი..

ბედნიერებას გისურვებთ და საკუთარ თავთან მაინც,გულახდილობას!

15 Comments leave one →
  1. დეკემბერი 23, 2011 22:29

    გულწრფელი ჩანაწერებია 🙂 მეთბილა ძალიან.

    • დეკემბერი 24, 2011 13:29

      მადლობ მოლი. 🙂
      შენი ახალი ავატარი,არ შემიძლია არ აღვნიშნო. 🙂 ისევ ქუდი,მხოლოდ საახალწლო განწყობით,მომწონს!

  2. დეკემბერი 24, 2011 11:23

    რა კარგება.. ძალიან მშურს ადამიანების რომელსაც შეუძLიათ ასეთი დღიური აწარმოონ 🙂 ვცადე და არასდროს გამომივიდა : ) აი ცემი online- დღიურიც კი ძლივს მიმიხედია…

    • დეკემბერი 24, 2011 13:31

      მადლობ ჭიამაია. 🙂
      თავიდან მეც მავიწყდებოდა ხოლმე წერა,მაგრამ მივეჩვიე შემდეგ მითუმეტეს,როცა ძალიან მინდოდა დამეწერა.ყოველ დღე ნამდვილად ვერ ვწერ ხოლმე,მაგრამ ხშირად კვირას ვაჯამებ ან თვეს.. )) მთავარია ემოციები ფურცლებზე რჩება.
      აუცილებლად წერე,თუკი გინდა.. და ნახავ მალე ვეღარც შეწყვეტ. ) დღეებში ჩავარდნებს არ მიაქციო ყურადღება. 🙂

  3. დეკემბერი 24, 2011 16:08

    ცოტათი მეც მშურს მათი, ვინც დღიურს აწარმოებს… ან ზოგადად წერს… 🙂
    …მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ოცნებები ხდება 😉

    • დეკემბერი 24, 2011 19:44

      ალბათ მეც მინდა,რომ მჯეროდეს. 🙂

  4. დეკემბერი 24, 2011 18:04

    ძალიან კარგი იყო.. ცოტა მეცნო სიტუაცია. ეჰ დღიურის წერა მომენატრა! <3<3

    • დეკემბერი 24, 2011 19:44

      მერე განაგრძე! ❤

    • დეკემბერი 24, 2011 20:06

      დღიურის მაგივრობას ახლა ბლოგი მიწევს! ❤

    • დეკემბერი 24, 2011 22:37

      ჰოო,ასეც შეიძლება ითქვას. 🙂 მე ამდენად ღიად და ყველაფერს ბლოგზე ვერ ვწერ,იქ უფრო გაშლილი და ფართო ველია..

  5. დეკემბერი 24, 2011 20:11

    ჩემი დღიური ჩემი საუკეთესო მეგობარია 🙂
    არცერთი დღე არ გადის ისე ,რომ თუნდაც ერთი სიტყვა არ ჩავწერო მასში. იქ არ ვწერ ლამაზად,ა რ ვწერ მხატვრულად,არ ვუკვირდები გრამარიკულ შეცდომებს,უბრალოდ ჩემი ემოცია გადამაქვს მთლიანად,რაც ბლოგზე შეუძლებელია 🙂

    • დეკემბერი 24, 2011 22:38

      მეც იგივეს ვაკეთებ აბსოლიტურად. 🙂 რაც არ უნდა მხატვრულად და ა.შ. ჟღერდეს ჩემი ჩანაწერები,ყველა ჩანაწერია ასეთია და უბრალოდ ასეთი ენით ვწერ,არ ვცდილობ მათ შელამაზებას.. ))

  6. დეკემბერი 27, 2011 00:23

    ძალიან გულწრფელი ხარ 🙂 შენ ხარ შენ და აქ მთავრდება ყველაფერი 🙂

    • დეკემბერი 27, 2011 14:15

      მართლაც რომ,იქ მთავრდება ყველაფერი.. 🙂

  7. მარტი 18, 2013 21:56

    ra kargi xar shen gogoni:*

დატოვე კომენტარი