Skip to content

უბრალოდ მე,შენ და ის.

December 1, 2011

 

ზოგს ბითლზები უყვარს,ზოგს- ქოლდფლეი,ზოგსაც ორივე გვიყვარს ან ერთი ნაკლებად და მეორე მეტად..

რა დიდი მნიშვნელობა აქვს,იმას რომ ჩემი საყვარელი ფერი წითელია,შენი – სალათისფერი,მისი კიდევ – ფორთოხლისფერი;

ან იმას,ის რომ ხორცზე გიჟდება,შენ – რძის ნაწარმს ვერ იტან,მე – ვერც ერთს;

იგი ყოველთვის ადრე იღვიძებს დილით,შენ –  ყველაზე პუნქტუალური ადამიანი ხარ ამ ქვეყნად,მე – დილის ძილის მოყვარული  და ყოველთვის მეჩხუბებიან,როცა სამსახურში ვაგვიანებ,მაგრამ ჩემი მოკლე ქვედაბოლოთი მოხიბლული “შეფი” თითქმის ყოველთვის გაფრთხილებით შემოიფარგლება;

მისი საყვარელი ხილი ატამია,შენი – მწვანე ვაშლი,ჩემი – ბროწეული;

შენ ყოველთვის ფიქრობდი,რომ განათლებული ქალი ყველაზე მიმზიდველია ამ ქვეყნად,იგი – შენნაირებს მოსაწყენ ქალებად მიიჩნევდა,მე კიდევ- ჩერჩეტი ვარ;

იგი თითქმის არასდროს ცეკვავს,შენ – ცეკვას ვერ იტან,მე – ცეკვით ვცოცხლობ;

შენი საყვარელი სპორტის სახეობა ჩოგბურთია,ის – ფეხბურთის გულშემატკივარია,მე – საშინლად არასპორტული ვარ;

მე ნამცხვარს ყოველთვის კოვზით მივირთმევ,შენ – ჩანგალს ამჯობინებ,ის – უბრალოდ ტკბილეულობას ვერ იტანს;

შენ ბავშვობაში ძალით გატარებდნენ ფორტეპიანოზე,მას – ჩელოზე,მე კიდევ – ახლა ვნატრულობ,რომელიმე საკრავზე დაკვრა ვიცოდე;

იგი ყოველთვის აფიქსირებს საკუთარ ხმას არჩევნებზე,შენ – სამსახურში გაიძულებენ ამის გაკეთებას,მე – სულ არ ვიცი რა ჰქვია ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს;

ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს გარდა იმისა,რომ ის არსებები ვართ,რომლებიც ვსუნთქავთ,ჩანგლით მივირთმევთ სალათს და კოვზით წვნიანს,ორი ფეხით გადავადგილდებით და  არა ოთხით და ადამიანები გვქია! და უბრალოდ ის,რომ შენ ის გიყვარს,მას – მე ვუყვარვარ,მე კიდევ – არავინ..

 

15 Comments leave one →
  1. December 2, 2011 18:38

    გულებიანო ანა, როგორ მომნატრებია აქაურობა..
    სიმღერა, შენი პოსტები..
    სითბო… შენი წერის სტილი..
    რაღაცა შენია ეს ყველაფერი..
    ეს პოსტი რომ წავიკითხე… ვიგრძენი, რომ შენი იყო..

  2. December 3, 2011 09:43

    ეს სურათები ძალიან უხდება პოსტს🙂

  3. December 4, 2011 20:56

    შენ ბლოგერი ხარ, მე ბლოგერობას ვცდილობ, მას კი ბლოგერობა სურს❤

    • December 5, 2011 21:25

      რა სახსენებელია “მცდელობა”,შენ ბლოგერი ხარ – მეც ბლოგერი ვარ.🙂❤

  4. December 4, 2011 23:23

    • December 5, 2011 21:32

      როგორ მიხარია,ხოლმე შენი გამოჩენა,ნათია.❤

  5. December 5, 2011 22:41

    saocari postia ^^
    mixaria sheni postebi :*:*

  6. December 7, 2011 22:16

    კეთილი იყოს ჩემი პირველი (?) კომენტარი…
    მომეწონა და შემოვალ-ხოლმე კიდევ, თუ შეიძლება

    • December 8, 2011 22:53

      არა,არ არის პირველი..🙂
      მიხარია,მეც შემოგივლი ხოლმე აუცილებლად.

  7. December 19, 2011 00:28

    ყოჩაღი გოგო ხარ, ესეც ძალიან მომეწონა!!

Trackbacks

  1. უბრალოდ მე,შენ და ის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: