შიგთავსზე გადასვლა

მე გრინჩიანელი ვარ!

დეკემბერი 28, 2011

აბა ახალი წელი მოდისო და განწყობა გვჭირდებაო.ყველაფერი უნდა გავანათოთ საშობაო ნათურებით და აუცილებლად უნდა მოთოვოსო,სახლი უნდა მოვრთოთო და ბუხარზე წითელი წინდები ჩამოვკიდოთო,ზედ სახელები მივაწეროთ სანტა ნიკს,რომ არ აერიოს ჩვენი საჩუქრებიო.. ჩემთანაც თითქმის ასე ხდება,ხოლმე უბრალოდ წინდას უკვე დიდი ხანია აღარ ვკიდებ ბუხარზე სანტას საჩუქრის მოლოდინში.. რატომ? როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვარ? მოდით მაშინ გიამბოთ..

სამი წლის რომ ვიყავი ოჯახში მითხრეს,რომ ღამით,როცა მე დავიძინებდი ჩემს საყვარელ ნაძვისხესთან,სანტა ნიკი აუცილებლად დამიტოვებდა საჩუქარს,რომლის ნახვასაც მე დილით შევძლებდი.მაშინ დედას ვთხოვე ღამით კარი არ ჩაეკეტა,იმიტომ რომ ჩვენს სახლს ბუხარი არ ჰქონდა და სანტა ხომ უნდა შემოსულიყო საიდანღაც.მაშინ მამამ მითხრა,რომ სანტას ყველა სახლის გასაღები ჰქონდა და რომ,არც ჩვენი იყო გამონაკლისი.. მე კიდევ მახსოვს პირველად იმ წელს შემორჩა ჩემს მეხსიერებას საზიზღარი გრინჩი და თავს ვიიმედებდი,რომ ამ შემთხვევაში ჩემი ნაძვისხეც და საჩუქრებიც მას გადაურჩებოდა..

რა არის გასაკვირი იმაში,რომ იმ ღამით ვერა და ვერ დავიძინე.მეჩვენებოდა დიდი,თეთრწვერა და ღიპიანი ბაბუა,როგორ იპარებოდა ჩემს სახლში და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ალაგებდა.იმ ღამით საშინელი ქარი ქროდა,ვფიქრობდი სანტას რამე არ მოუვიდეს და საჩუქარი სულაც არ მინდა-მეთქი..

თუმცა,დილით საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დამხვდა.დამხვდა,მაგრამ ამ საჩუქარს დედას და მამას სურნელი ასდიოდა.პატარა შკატულკა იყო,მოცეკვავე ბალერინათი,რომელიც დღემდე ჩემს საყვარელ მუსიკას უკრავდა.. მაგრამ ეს სწორედ ის შკატულკა იყო,რომელიც საგულდაგულოდ დამალული,დედას ბრჭყვიალა ნივთების შესანახ თაროში ვიპოვე წინა ღამით,სულ ეს იყო..

არაფერი მითქვას,საჩუქარიც დიდი სიხარულით მივიღე,მაგრამ იმ დღის შემდეგ ყოველ ახალ წელს სახლში გრინჩს ველი ხოლმე,ჩემს საყვარელ გრინჩს,რომელსაც საკუთარი ხელით გავატანდი საჩუქრებს,ოღონდ მცოდნოდა რომ ბედნიერი იქნებოდა..

სანტა ნიკი და მე კიდევ სწორედ ამ დღის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს..

ქვეყნად ბევრი სანტა მყავს,რომლებიც საჩუქრებს ჩემთვის არ იშურებენ,მაგრამ  მას შემდეგ ვოცნებობ ვიყო სინდი,რომელმაც გრინჩს შობა შეაყვარა.. და ყველას ერთად გავაგებინოთ,რომ მთავარი ახალ წელს ეს ბუთხუზა ბაბუა და მისი ჩუმად ნაჩუქარი საჩუქრები კი არა გაჩუქებული სითბოა,რომელსაც ყველა გრინჩიანელს და არ მხოლოდ მათ დიდი სიხარულით გჩუქნით!

და თქვენ ვის მხარეს ხართ გრინჩის თუ სანტასი?

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ,მხიარულებით და საჩუქრებით სავსეს ნაძვის ხის ქვეშ,იქნებ ცოტა გრინჩთანაც გამატანოთ.. )

34 Comments leave one →
  1. დეკემბერი 28, 2011 15:27

    რ სანტიმენტალური პოსტია 🙂

    მე სანტა კი მიყვარს, მაგრამ არც გრინჩს ვემტერები. :გაიგე ახლა, ვისკენ ვყოფილვარ: 😦

    • დეკემბერი 28, 2011 15:38

      აამმ. 🙂 მოლი,მე ვფიქრობ იშვიათი გამონაკლისი ხარ..
      თუმცა,ბოლოს გრინჩმაც თქვა უარი სანტას მტრობაზე,ასევე მეც.. უბრალოდ ერთმანეთს ვერ ვუგებთ(ჩვენ ორნი სანტას),თორემ მარტივია და გასაგები შენსავით უყვარდეს ადამიანს ორივე.. 🙂
      ესე იგი გამოდის,გრინჩისთვის საჩუქარსაც გაიმეტებ შენი ლამაზი ნაძვის ხის ძირიდან,მოლი..
      🙂

  2. დეკემბერი 28, 2011 16:21

    რა თქმა უნდა, გავიმეტებ 🙂 მობრძანდეს და საკუთარი ხელით ავარჩევინებ ნებისმიერს.

  3. დეკემბერი 28, 2011 16:23

    ან შენ მოდი და რაც მოგეწონება, აურჩიე და წაუღე. თან, მოლიმ გამომატანაო, უთხარი.

    • დეკემბერი 28, 2011 17:27

      ააჰ მოლიი. ❤ სწორედ ამიტომაც ხარ ყველასთვის ასეთი საყვარელი!.. 🙂 ძალიან გაუხარდება გრინჩს..

  4. სანდრო permalink
    დეკემბერი 28, 2011 17:55

    მეც ძალიან ტრაგიკულად მახსოვს მე-6 კლასში სანტას ნაჩუქარი კუბიკ-რუბიკი რომ დამხვდა ნაძვის ხის ქვეშ, სხვა საჩუქრებთან ერთად, რომელიც უკვე შემთხვევით ნანახი მქონდა მშობლების ოთახში 😦 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 18:02

      ოუ. 😦 რა მოულოდნელი და არა სასიამოვნო გრძნობაა არა?
      🙂 მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მწარედ გადავიტანდი.ბავშვობიდან ვერ ვეგუები ტყუილებს..

  5. aNo permalink
    დეკემბერი 28, 2011 20:02

    მახსოვს საკმაოდ მოზრდილი ვიყავი იმისთვის რომ თეთრწვერა ბაბუის დამეჯერებინა,მაგრამ მაინც მჯეროდა,სანამ დედაჩემმა არმითხრა რომ უკვე დიდი ვიყავი,და რომ არანაირი სანტა კლაუსი არ არსებობდა,მაშინ ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი და კარგა ხანს ვტიროდი:დ))) ძალიან დამწყდა გული,და სიმართლე გითხრა ადრე უფრო ჯადოსნური და ლამაზი მეჩვენებოდა ახალი წელიც)

    • დეკემბერი 28, 2011 21:10

      მე უფრო ადვილად გადამიტანიაშ მაშინ,საერთოდ არ ვაპირებ საკუთარი შვილი მოვატყუო,რომ სანტა ნიკი არსებობს.. 🙂 საჩუქრები ისედაც არ მოაკლდება..

  6. დეკემბერი 28, 2011 20:13

    მე მიყვარს ჩემი დედიკო და მამიკო სანტა 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 21:11

      მეეც ძალიან მიყვარს ჩემი სანტები! 🙂 რაა წითელი ფორმა ტუ არ აცვიათ და ღიპები არ აქვთ ვერ არიან სანტები თუ რაა? 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 21:51

      ხოო 🙂 მე უღიპოებიც მომოწონს 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 22:32

      ჰაჰ. 🙂 ეგრეა,ნამდვილად.

  7. დეკემბერი 28, 2011 20:24

    მწვანე გრინჩი ისე “საყვარლად” მახსოვს ბავშვობიდან, როგორ არ ვიქნები მის მხარეს 🙂 სანტაც მიყვარს. მართალია ძალიან სწრაფად “ტრანსფორმირდა” ოჯახის წევრებად, მაგრამ ერთ დღეს ისევ დაბრუნდება 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 21:14

      მეც ეგგ არ მიკვირს? რატომ არ უნდაუყვარდეს ყველას ეს “საზიზღარი” არსება და უყვარდეთ თეთწვერა მოხუცი. 😦
      🙂 საჩუქრები გროვდება გრინჩისთვის! ვაშაა..!

  8. დეკემბერი 28, 2011 21:38

    me mexute klasshi chemma klaselma mitxra da mas mere davshordit me da tovlis papa! 😀 grinchisadmi cota shereuli grdznobebi maqvs! 😛 tan miyvars tan ara! sindi kide mezizgeboda mteli mag filmis yureba! :S

    • დეკემბერი 28, 2011 22:34

      უჰ,ცუდი შენი თანაკლასელი. 🙂 როცა გჯერა,მწარეა აღმოჩენა,რომ ტყუილად გჯეროდა.. 😦
      და გრინჩზე რატოომ? 😦 ეწყინება,მაგრამ მაინც გაიგებს ვიცი. 🙂

    • დეკემბერი 29, 2011 14:44

      ratom da ase male gadatqva shobis arsiyvaruli! 😀 mogalate eg! 😛 mara mtavaria karg miznebisken wavida! 😀 sindize azrs ver shemacvlevinebt mapatiet! ar momwons sastikad! ❤ sul damaviwyda beeednier shobas, axal da mtlianad wels gisurveb! ❤

    • დეკემბერი 29, 2011 16:07

      დიდი მადლობა ჩემო კარგო,შენც ასევე! ❤ 🙂 მრავალ შობა-ახალ წელს ჯანმრთელად და ბედნიერად! ❤
      ჰოდა,ბოლოს ხომ მაინც გადაწონა მისმა "კეთილმა გულმა" ყველაფერი სხვა დანარჩენი. 🙂 კარგია გრიჩნი,კარგი დამიჯერე. 🙂 და სინდიზე მაშინ ვჩუმდები.. 🙂

    • დეკემბერი 29, 2011 19:44

      <3<3 mtavaria happy end! :*

    • დეკემბერი 30, 2011 00:23

      და ბედნიერი შობის ღამე! ❤

  9. tsotnee permalink
    დეკემბერი 28, 2011 22:25

    გრინჩი! ❤ მე ორივე მომწონს, მაგრამ გრინჩი მაინც გამორჩეულია. "მთავარი ახალ წელს ეს ბუთხუზა ბაბუა და მისი ჩუმად ნაჩუქარი საჩუქრები კი არა გაჩუქებული სითბოა,რომელსაც ყველა გრინჩიანელს და არ მხოლოდ მათ დიდი სიხარულით გჩუქნით!" – განსაკუთრებით გეთანხმები და მადლობა. 🙂 🙂 🙂

    • დეკემბერი 28, 2011 22:35

      აჰა კიდევ ერთი გრინჩიანელიც! 🙂
      გაიხარე! 🙂

  10. დეკემბერი 28, 2011 23:33

    გამწყობა მინდა!
    კარგი ხარ ❤

    • დეკემბერი 29, 2011 13:14

      არც მე არ მაქვს მაინც და მაინც გადასარევი განწყობა.. )) მაგრამ მაინც ვცდილობ,აბა ახალი წელი განწყობის გარეშე რა არის? :>
      ❤ აუცილებლად მოვა,თუნდაც იმ წამს 2012 წლის პირველი წუთები,რომ იქნება. 🙂

  11. დეკემბერი 29, 2011 14:35

    იასნად გრიჩნი უფრო მაგარი როჟაა, ვიდრე სანტა. :დ

  12. დეკემბერი 30, 2011 17:43

    საღოლ,კარგი პოსტია.
    რაც შეეხება ახალ წელს,აქ გამირთულდება პასუხის გაცემა 🙂
    ბავშვობაში სანტასი მჯეროდა და ყოველი ახალი წელი მიხაროდა,მერე როცა გავიგე რომ არ არსებობდა,გული კი დამწყდა,მაგრამ მშობლებს ვწერდი წერილს და ეგენი ვაქციე “სანტად”.თუმცა 1 რამ კი ნამდვილად შეიცვალა,რომ გავიგე სანტა არ არსებობსო,საახალწლო განწობაც იმდენად აღარ მქონდა ხოლმე.და ხანდახან იმ დროს ვნატრობ როდესაც ბავშვი ვიყავი და სანტასი მჯეროდა.კარგი და სასიამოვნო მოგონებაა ჩემთვის.

    • დეკემბერი 30, 2011 18:32

      მართლაც არის რაღაც განსაკუთრებული იმაში,რომ სანტასი გჯერა. 🙂
      საერთოდ,როცა რაღაც გჯერა უკვე კარგია.. და მე რეალური სანტები მირჩევნია მაგალითად,მგონი შენთვისაც ასე უნდა იყოს.. 🙂

  13. დეკემბერი 31, 2011 12:18

    საყვარელი გრინჩი 🙂
    მე 2 ვე ძალიან მიყვარს, ნიკიც და გრინჩიც

    • დეკემბერი 31, 2011 14:39

      უკვე იმდენი საჩუქარი (სითბო) შევაგროვე გრინჩისთვის,რომ ყველაზე მაგარი ახალი წელი თენდება მისთვის დღეს! ❤
      რა კარგები ხართ! 🙂

  14. იანვარი 3, 2012 12:18

    მეც პატარამ წავასწარი დედაჩემს რომ ინახავდა თაროზე საჩუქრებს, მეთქი აააა, გამოგიჭირე, აბა ეს რა არის, დედამ კიდე: არაფერი, მოგეჩვენაო.. მას მერე მიხვდი რომ მშობლები მჩუქნიდნენ, ეხლა უკვე გავიზარდე და საჩუქრებიც შემცირდა, ჩემი თავის სანტა მევე ვარ, მაგრამ მიყვარს ახალი წელი და შობა, სწორედ იმიტომ რომ ხალხი ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნის ^^
    მუსიკა კარგია ^^ ❤

    • იანვარი 3, 2012 13:42

      მე სწორედ ამიტომ მიყვარს ქევან. 🙂 ოო,ყველამ თითქმის ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაში გავიგეთ,რომ არ არსებობბთ თურმე.. 🙂
      მადლობ. ❤

  15. marikaza permalink
    იანვარი 2, 2013 18:36

    მეც გრინჩიანელი ვარ 🙂

დატოვე კომენტარი