შიგთავსზე გადასვლა

უკვდავი შავ – თეთრი ხელოვნება.

იანვარი 22, 2012

ასე მხოლოდ იმ ფილმებს და მათ თანმხლებ მუსიკას ვეძახი,რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს და რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით ვუცქერ და ვუსმენ.გასული საუკუნის კლასიკური ქმნილებები,შეუდარებლად ერწყმის ერთმანეთს,ფილმი და მუსიკა თითქოს განუყოფელია და ასეც უნდა იყოს,სხვა შემთხვევაში ისინიც ისევე მიეცემოდნენ “უინტერესო ხელოვნების განსასვენებელს მათივე საუკუნეში”,როგორც არა ერთი მათი თანამედროვე.

კადრი ფილმიდან "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" (1931).

აღარ აღვნიშნავ როგორ მიყვარს ჩარლი ჩაპლინი.ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ეს შესანიშნავად იცის.დანამდვილებით არ ვიცი მისი პიროვნების თუ მისი ფილმების გამო მიყვარს ასე ძალიან.უკვდავი შავ-თეთრი ხელოვნებაა ყოველი მისი ფილმი და მუსიკა ამ ფილმებიდან ლაპარაკობს ყველაფერზე რასაც სიტყვები ასე კარგად ვერ იტყოდნენ.

სხვათაშორის,რამდენიმე დღის წინ თანამედროვე ფილმი “არტისტი” (2011) ვნახე და დავრწმუნდი,რომ ეს ფილმი ნამდვილად იმსახურებდა აღებულ რამდენიმე ოქროს გლობუსს,მათ შორის ერთ-ერთს სწორედ მუსიკალური გაფორმებისთვის.ამაში თავად შეგიძლიათ ახლავე დარწმუნდეთ უბრალოდ მუსიკას უსმინეთ,რომელიც ამ პოსტის კითხვისას ჟღერს ჩემს ბლოგზე.. ფილმში ვითარება 1927-1931 წლების შუალედში,ჰოლივუდში ხდება.იგი ორი სხვადასხვა თაობის მსახიობზე მოგვითხრობს და ასახავს მსახიობის პროფესიის ამა თუ იმ პლიუსს და მინუსს.ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად ნახოთ იგი და თავად შეაფასოთ.დაბრუნდეთ “ჩარლის ეპოქაში” და ისიამოვნოთ ხარისხიანი მუსიკით.

კადრი ფილმიდან "არტისტი" (2011).

უკვდავი ლეგენდაა”კასაბლანკა” (1942).პოსტის დასაწერად კიდევ ერთხელ ვუყურე და მივხვდი,რომ ეს საჭიროების გარეშეც უნდა გამეკეთებინა.აქ უკვე კლასიკურ მუსიკას ჯაზისა და ბლუზის რიტმი ენაცვლება.ალაპარაკდნენ გმირებიც,თუმცა არანაკლებ მშვენიერია ყოველივე.წლების გასვლასთან ერთად ერთიანად მრავალფეროვანია შავ-თეთრი ქმნილებები.

და მე თუ მკითხავთ ლამაზი მუსიკა ყველაფერს ალამაზებს.იქნება ეს ფილმი,თეატრი თუ თქვენი განწყობა.

კადრი ფილმიდან "კასაბლანკა" (1942).

1961 წელს,უკვე ფილმიც ფერადია,პერსონაჟებიც გაუთავებლად საუბრობენ და ნაკლებია მუსიკა.მაგრამ ხელოვნების ქმნილებებს ეს სულაც არ აკნინებს,არამედ პირიქით.მაგალითად,როგორც “საუზმე ტიფანისთან”-ში,ოდრის “Moon River” მგონი ყველას უყვარს,ან თუნდაც ფილმის მთავარი მუსიკალური თემა.. თუკი მუსიკა ახერხებს ჩაწვდეს თქვენს შინაგანს,მაშინ იგი ერთიც საკმარისია და დაე დანარჩენი სიტყვებმა ილაპარაკონ..

თუკი თვლით,რომ შავ-თეთრი ფილმები მოძველდა,მაშინ უბრალოდ რამოდენიმე მათგანს მაინც უყურეთ და ფარწმუნდებით,რომ ისინი უფრო მეტად მრავალფერია,ვიდრე თანამედროვე პირდაპირი მნიშვნელობით,ფერადი ფილმები.

კადრი ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან" (1961).

20 Comments leave one →
  1. იანვარი 22, 2012 21:49

    არ მოძველებულა არანაირად. ძველია და აღარ ვარგაო – ღრმა სისულელეა. ჩარლიც უკვდავი და უბერებელია, კასაბლანკაც, ტიფანიც, შერბურის ქოლგებიც, რომაული არდადეგებიც და საერთოდ, ასეთ ფილმებზე დრო თუ მოქმედებს, მხოლოდ სასიკეთოდ.

  2. იანვარი 22, 2012 23:00

    დიუჟარდენი მაგარია… მაგრამ მეეჭვება ეგ ფილმი ვნახო.

    დანარჩენებში გეთანხმები. 🙂

    • იანვარი 23, 2012 20:21

      ჰო. 🙂
      არადა,მართლა არ არის ისეთი ფილმი,ერთხელ ნახვაც რომ არ ღირდეს. 🙂

  3. იანვარი 23, 2012 10:10

    “კასაბლანკა” ჩემი ფავორიტია, რამდენჯერ მაქვს ნანახი არც კი ვიცი.
    ჩარლი ჩაპლინის ფილმების გახსენებაზეც კი ცრემლი მადგება ხოლმე, ბავშვობაში ყოველთვის ვტიროდი და იმიტომ (ამაზე “ჭირვეულის მორჯულება” მახსენდება ჩელენტანო, რომ ქვითინებს) 🙂
    მუსიკალური გაფორმება მართლაც ძალიან დიდ როლს თამაშობს.

    • იანვარი 23, 2012 20:23

      მეც დაახლოებით იგივე ემოციებით ვამთავრებდი მისი ფილმების ყურებას,ბავშვობაში,ახლა ღიმი არ მშორდება ხოლმე სახეზე. 🙂

  4. იანვარი 23, 2012 15:58

    სულაც არ მგონია, რომ მოძველდა. სიამოვნებით ვუყურებ ძველ ფილმებს 🙂 “არტისტზე” ჯერ ვერაფერს ვიტყვი – არ მინახავს.

    • იანვარი 23, 2012 20:24

      მეც ასე ვარ. 🙂 უი რა ცუდია,რომ ჯერ არავის გნახავთ..

  5. tsotnee permalink
    იანვარი 23, 2012 18:01

    ხო “არტისტი” არც მე მინახავს! დანარჩენები მართლაც მაგარია! ❤

    • იანვარი 23, 2012 20:25

      ნახე,ცოტნე.. არ მგონია ინანო. 🙂

  6. იანვარი 23, 2012 20:22

    ჩარლი მეც ძალიან მიყვარს 🙂 საერთოდ მუნჯური კინო ძალიან მიყვარს….
    ეხლა ამ პოსტს რო გადავაწყდი გამეცინა იმიტო, რომ დღეს გადავიღე ჩემი ბლოგისთვი მუნჯი კინო 😀

    • იანვარი 23, 2012 20:26

      მშვენიერია,ახლავე ვნახავ! 🙂 და კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე. 🙂 კინოს მოყვარული მეც გახლავარ,განსაკუთრებით მუნჯურის. 🙂

  7. tsotnee permalink
    იანვარი 23, 2012 22:09

    ამ შაბათ-კვირას ვნახავ! 🙂

    • იანვარი 23, 2012 22:30

      ვაიჰ. 🙂 და იმედია არ მეტყვი,რატომ დამაკარგვინე საათნახევარზე მეტიო.. არა,ნამდვილად არ მეტყვი..
      🙂

  8. იანვარი 24, 2012 14:21

    მაგარია, ზუსტად დღეს ვნახე ამ ფილმის ტრეილერი და ძალიან მომინდა ნახვა : )
    სასიამოვნო დამთხვევაა

    • იანვარი 24, 2012 20:22

      ააჰ,მართლაც რომ.

    • თებერვალი 2, 2012 10:32

      ვნახე არტისტი და ძალიან მომეწონა.
      მუსიკა საუკეთესოა, გეთანხმები. მსახიობებიც მშვენივრად ართმევენ თავს როლებს
      ზოგჯერ მეჩვენებოდა, ის წარწერები, რომლებსიც მხოლოდ საჭირო მომენტებში ერთვოდა, სულ არ იყო ”საჭირო”, იმდენად კარგად გამოხატავდნენ ემოციებს და სათქმელს.
      “შაიზმე ტიფანისთან” არ მინახავს, ჩემდა სამწუხაროდ… გამოვასწორებ

    • თებერვალი 2, 2012 21:31

      როგორ მიხარია თუკი მოგეწონა ჭიამაია. )) ჰო შეეიძლება ეგრეც ითქვას,მსახიობები ისედაც ძალიან კარგად ართმევდნენ თავს,გამოეხატათ ჟესტიკულაციით სათქმელი.

  9. იანვარი 24, 2012 15:56

    <3mm

    • იანვარი 24, 2012 20:23

      ვერც წარმომედგინა,რომ არ გყვარებოდა. :*

დატოვე კომენტარი