Skip to content

”მბრწყინავი დი”

July 13, 2011

პრინცი ჩარლზი დიდი ხნის განმავლობაში არჩევდა მეუღლეს.ის უკვე 32 წლის იყო.იგი არასდროს განიცდიდა მეგობარი გოგონების ნაკლებობას – დაიანას და სარა მისი მეგობარ გოგონათაგან ერთ-ერთი იყო,მაგრამ ვერ აერჩია ვისზე დაქორწინებულიყო. ჩარლზი მომავალი ბრიტანეთის მეფე იყო,ამიტომ მას კარგად უნდა ამოერჩია. ყველა ლამაზი ქალი ვერ იქნება კარგი დედოფალი. სამეფო ოჯახში ცხოვრება ძალიან რთულია – ისინი დიდი დროს სახალხოდ ატარებენ. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგი ოჯახიდან და ჩარლზი მისი პირველი სიყვარული უნდა ყოფილიყო.

1981 წლის თებერვალში გავრცელდა სიახლე,რომ პრინცი ჩარლზი ქორწინდებოდა – ლედი დაიანა სპენსერზე.ფოტოები ჟურნალებში მას აჩვენებდა როგორც ლამაზ,თავისუფალ გოგონას დამატკბობელი ღიმილით,მალე კი ჟურნალისტებმა მას ”მბრწყინავი  დი” უწოდეს.დაიანა იყო პირველი ინგლისელი გოგონა,რომელიც 500 წლის განმავლობაში ქორწინდებოდა უელსის პრინცზე.პრინცმა ჩარლზმა კი საიდუმლოდ განაცხადა,რომ ”სპენსერები იყვნენ უფრო მეფურები,ვიდრე სამეფო ოჯახი” ეს ნიშნავდა,რომ პრინცი ჩარლზი და დაიანა ერთად თავს მშვენივრად გრძნობდნენ.ბრიტანეთის მოსახლეობამ უკვე წარმოიდგინა ზღაპრული ქორწილი.

დაიანა იზრდებოდა სამეფო ოჯახთან ერთად,მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ის არ იცნობდა ჩარლზს.სამეფო წრეში არის ძალიან ბევრი ოჯახი და ასევე ჩარლზი 12წლით უფროსი იყო დაიანაზე.ის უკვე ახალგაზრდა კაცი იყო,როცა დაიანა ჯერ კიდევ ბავშვი.როცა დაიანა იყო 16-ის,ისინი შეხვდენ აგარაკზე.ის მხოლოდ მოსწავლე იყო,ჩარლზი კი უფრო მეტად დაინტერესებული იყო თავის ძაღლით და სპორტით,ვიდრე დაიანათი.მაგრამ ამ დროის შემდეგ დაიანს ჩარლზის ფოტო საწოლთან ჰქონდა გაკრული.ისინი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს წვეულებებზე,მაგრამ 1980წლის ივლისში ჩარლზმა დაიანას ახალი თვალით შეხედა.

ჩარლზმა დაიანას გული გადაუშალა,ამის შემდეგ ის დაიანათი სერიოზულად დაინტერესდა.მან იგი მიიპატიჟა მუსიკის საღამოზე,ვახშმის შემდეგ ბუკინგების სასახლეში.თუმცა დიდი დრო მოსამზადებლად არ მიუცია,დაიანას მხოლოდ ოცი წუთი ჰქონდა,რათა თმა წესრიგში მოეყვანა და მოწესრიგებულიყო.

”-შეიძლება შენ მომავალი ინგლისის დედოფალი ხარ” უთხრა მეგობარმა დაიანას,რაზეც მას მხოლოდ გაეღიმა.

შემდეგ ჩარლზმა იგი მიიპატიჟა ბალმორალში, ”ბრაემას თამაშებზე” ,შოტლანდიურ სპორტზე რომელიც ყოველ სექტემბერს ტარდებოდა.დაიანას და – ჯეინი მაშინ დაქორწინდა დედოფლის პირად მდივანზე რობერტ  ფელოვერზე.მათ პატარა სახლი ჰქონდათ სამეფო ბაღში,ბალმორალთან და დაიანა აქ იყო მის დასთან და დისქმართან ერთად.პრინცი ჩარლზი ურეკავდა მას ყოველ დღე და ისინი ყოველდღე სეირნობდნენ ერთად.

აქამდე ვერავინ ხვდებოდა,რომ პრინცს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავდა,მაგრამ ერთ დღეს,როცა ჩარლზი და დაიანა  იყვნენ სათევზაოდ მდინარე დი-ზე.შეამჩნიეს,რომ მდინარის მეორე მხრიდან ვიღაც უთვალთვალებდათ.ეს იყო სამეფო ოჯახის ჟურნალისტი,რომელიც სიახლეებს აგროვებდა მათზე.დაიანა სწრაფად ამოეფარა ხეებს და გამოიყენა სარკე,რათა შეეხედა მისთვის.კიდევ ორი ჟურნალისტი სხვა მხარეს ჩქარობდა.ისინი იყვნენ აღელვებულები,ცდილობდნენ დაენახათ ახალი ქალი ჩარლზის ცხოვრებაში.

დაიანა ამ დღეს მათგან გაიქცა.მაგრამ ძალიან მალე ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ მისი სახელი და ეს იყო ყველა ჟურნალში. ახლა მისი ცხოვრება შეიცვალა.ხალხს უნდოდა სცოდნოდა ყველაფერი მის შესახებ და პაპარაცები მას ყველგან დაჰყვებოდნენ.ისისნი მას მის რეტრო მანქანასაც დაჰყვებოდნენ.ურეკავდნენ შუაღამისას და ელოდებოდნენ მის გარეთ გამოსვლას ”ახალგაზრდა ინგლისის სკოლიდან.”

როცა იგი ფოტოგრაფებს დათანხმდა,უსიამოვნება შეხვდა.სინათლე პირდაპირ მის ქვედაბოლოს ანათებდა და მისი გრძელი,მშვენიერი ფეხები მთლიანად ჩანდა.ეს იყო ძალიან ძნელი დრო  მშიშარა ახალგაზრდა გოგონასთვის,სამეფო ოჯახი კი მას არაფრით ეხმარებოდა.ჩარლზი უკმაყოფილო იყო ფოტოგრაფით.დაიანა მიხვდა,რომ პოპულარული და ცნობილი შეიძლენა იყო სრულიად მარტო.

როცა,საბოლოოდ პრინცმა ჩარლზმა მას ცოლობა სთხოვა,1981წლის თებერვალში,იგი დასთანხმდა.იმ საღამოს იგი თავის ბინაში ძალიან მხიატული დაბრუნდა,აქ მას მისი მეგობრები ელოდებოდნენ,მათ იცოდნენ რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი იყო!

ჩარლზმა მას დიდი ლურჯი,სამეფო საგვარეულო ბეჭედი აჩუქა.(რომელიც ახლა ქეით მიდლტონის ხელს ამშვენებს).ისინი ახლა მზად იყვნენ ფოტოგრაფებთან შესახხვედრად,ტელევიზია იღებდა მათ,ხოლო ხალხი აფასებდა.ბევჯერ მათ მოუწიათ გაეცათ პასუხი კითხვაზე:

”-შეყვარებული ხარ?”

”-რა თქმა უნდა!” – პასუხობდა დაიანა.

მაგრამ ჩარლზი არ იყო დარწმუნებული.მისი პასუხი ყოველთვის გულისხმობდა:

”- დიახ! მაგრამ ეს რამეს ნიშნავს?”

ხალხისთვის ეს ნამდვილი სიყვარული იყო.ეს ამაღელვებელი სიახლე იყო ბრიტანეთისთვის.ეს იყო ზღაპრის პრინცის და პრინცესას ისტორია,რომლებმაც შეიტანეს ახალი ფერები და ცხოვრება სამეფო ოჯახში.

12 Comments leave one →
  1. July 13, 2011 23:56

    vaimee, rogor ver vitan charliis, ai mezizgeba😀 ra saocari iyo ise❤

    • Di@ permalink
      July 14, 2011 02:23

      აი, მეც! უნამუსო და უმადური, დაუნახავი კაცი. ასეთი მაგარი ცოლი ჰყავდა და ვიღაც ძროხა დაისვა ხარჭად! ფუ, რა! კამილა – კაბილა.

    • July 14, 2011 14:11

      არც მე მიყვარს ეგ კაცი🙂

  2. July 13, 2011 23:56

    დაიანა❤❤
    როგორი ლამაზია

  3. July 13, 2011 23:59

    მე მომწონდა დიანა…

  4. July 14, 2011 00:02

    ძალიან ლამაზად წასაკითხი ისტორიაა. ყოჩაღ, ანა!!!
    სიმღერა საოცრად მოუხდა. *

  5. July 14, 2011 09:18

    ლამაზი პოსტია🙂 ვერც მე ვიტან ჩარლზს დიანას გამო…
    ის კი ყოველთვის ლამაზია….

  6. July 22, 2011 16:35

    ლედი დი…. დახვეწილი ქეითი…. მომემშვენიალურა!😀

  7. salo permalink
    September 20, 2011 17:25

    რა ლამაზი პოსტი იყო<3 მიყვარს ლედი დი❤ და სიმღერამ, ხომ საერთოდ დახატა რა პოსტი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: