შიგთავსზე გადასვლა

ნავმაქია

აპრილი 9, 2012

– რატომ ხარ მოწყენილი?

– მეშინია..

– რისი გეშინია?

– ცხოვრების.

– ეს გასაგებია..

***

– რატომ ხარ მოწყენილი?

– მეშინია..

– რისი გეშინია?

– მომავლის.

– ეს ბუნებრივიცაა..

***

– რატომ ხარ მოწყენილი?

– მეშინია..

– რისი გეშინია?

– იმის,რომ მთელს ცხოვრებას მარტო გავატარებ და მარტოც გარდავიცვლები..

– მაგის ვის არ ეშინია?!

***

– რატომ ხარ მოწყენილი?

– მაწუხებს..

– რა გაწუხებს?

– სამყაროს უსამართლობა.

– ეგ ვის არ აწუხებს.. იყავი ძლიერი!

– ასე ადვილია იყო მამაცი?

– არა.მაგრამ უფრო ძნელი რაღაცის შიშით ცხოვრებაა.

***

– ისევ მოწყენილი ხარ?

– არა,ვისწავლე..

– რა ისწავლე?

– შიშთან ერთად ცხოვრება.

*ნავმაქია – ბრძოლა (საზღვაო).

No comments yet

დატოვე კომენტარი