Skip to content

მე – კირჩხიბი

February 27, 2011

21 ივნისი - 22 ივლისი

მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-  ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან  ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც  განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ  ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი  არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი  ხდებიან.

კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად  ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე  დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ  თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ  შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო  კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის  დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად,  იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად  მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს.

მეოცნებე და გულღია ხასიათისაა. კირჩხიბი ყველაზე გამოუცნობია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთ ნატიფი ნერვული სისტემა და კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ.ხშირად იბადებიან ჰიპნოტიზიორებად ან მედიკოსებად. ცხოვრობენ მხოლოდ მათთვის გასაგები კანონებით. მათთვის უცხოა ლოგიკა. ის, რაც სხვისთვის უმნიშვნელოა მათთვის შეიძლება ტრაგედიად იქცეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად გამაღიზიანებლად მოქმედებენ სხვებზე და ქმნიან კომფლიკტურ სიტუაციებს. კირჩხიბს უყვარს ბუნება. მიუხედავად ზემოთ თქმულისა , მას შესანიშნავი თვისებებიც აქვს-ნატიფი ინტუიცია, მოთმინების უნარი, მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ. ეს არის მოაზროვნის, ნიჭიერი მეცნიერის, მუსიკოსის და კეთილსინდისიერი მუშაკის ტიპი.
ისინი სენტიმენტალურნი და თავგანწირულნი არიან. ქმრების ერთგული მეგობარნი. ჩინებული დედები, მოვალეობის გრძნობა მათთვის უპირველესია.
ნიშანთა ურთიერთობა; განსაკუთრებით ხლსაყრელია კავშირი კუროსთან, ღრიანკალთან, ქალწულთან და თევზთან. არასასურველი კავშირია- სასწორსა და თხის რქასთან.

მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი „ნიუ–იორკი“. კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.
კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.
კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს“ სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.
კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას.

კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.
იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.
დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.

მათ ძალიან მოსწონთ როდესაც აქებენ, მაგრამ თუ ეს ქება-დიდება უხვია , კარგავენ ზომიერების გრძნობას, ხდებიან აბეზარნი, ავლენენ ეგოცენტრიზმს.
ისინი ჩვეულებრივ ისწრაფვიან დასახული მიზნისაკენ და ძირითადად წარმატებებსაც აღწევენ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული და უჭირთ განშორება. საქმეში ისინი ორგანიზებულნი არიან, თავის თავს უყენებენ კონკრეტულ ამოცანებს და ახორციელებენ კიდეც. პასუხისმგებლობას და მოვალეობის გრძნობას ეს ადამიანები იყენებენ ყველაზე უკეთ იმ პროფესიაში, რომელშიც საჭიროა შემსრულებლის ნიჭი: სოციალურ საქმიანობაში, სწავლებაში, მედიცინაში, ბიზნესში.

კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს.

უარყოფითი თვისებები:

კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მხსვრერპო ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გგუნება–განწყობის სიდინჯეც.
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიცრუის მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.

დადებითი თვისებები:

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.

კირჩხიბო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:

  • გამუდმებით რატომ იტყუები და ხალხი შეცდომაში რატომ შეგყავს? – არ ვიცოდი ამას თუ ვაკეთებდი ხოლმე,ალბათ ჩემდა უნებურად🙂
  • როცა დაკუთარი სახლი, იდეალური საყვარელი, ცოლი ან ქმარი გყავს, რატომღა განაგრძობ სასიყვარული თავგადასავლების ძებნას?  – მიყვარს თავგადასავლები და ალბათ იმიტომ )
  • როდის იპოვი შენს მარცხში შენს ცოდვას? – ყოველთვის ვპოულობ,თუნდაც არ ვაღიარო (ნუ ძირითადად არ ვაღიარებ ხოლმე🙂 )
  • როდის ჩადებ შენს ძალებს სულიერ ცხოვრებაში? – არ ვიცი.
  • რატომ ხართ ასეთი უკარება? – ყველას სიახლოვე,ალბათ კოშმარი იქნებოდა.
  • რატომ გინდა სხვა იტანჯოს, როცა შენ ცუდ გუნებაზე ხარ? – არ ვიცი,ასეთი ბუნება მაქვს : | არადა არ მინდა,ხოლმე პირიქით ვცდილობ მათ ხასიათზე გადავიდე.
  • დაბოლოს, ვარსკვლავებმა რად შეგქმნა ასეთ მერყევ, მაგრამ იდეალურ საყვარლად, მეუღლედ? – ავდგეთ და ვარსკვლავებს ვკითხოთ🙂 აბა მე რავიცი..

ჩემი დაბადების დღე 7 ივლისია,შესაბამისად ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ.ასტროლოგიის მჯერა-მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ხშირად ისეთ რაღაცას გადავაწყდები,ხოლმე უმეტესად დამთხვევებს ვგულისხმობ,თუნდაც კირჩხიბის და ჩემს ხასიათში,ეს ყველაფერი მართლაც,რომ უცნაურია,თუმცა ფაქტია.. ასე,რომ დაე იცნობდეთ ჩემს ხასიათს.. ალი და კვალი კირჩიბი !🙂

18 Comments leave one →
  1. misanthrope permalink
    February 27, 2011 23:47

    მე მორიელს მასწავლე ეგ პირდაპირ როგორ ჩავრთო soundcloud ზე გეუბნები შემოვალ კიდე პასუხს თუ დამახვედრებ🙂

    • February 28, 2011 23:02

      როგორ და ფლეირზე “Share”-ს რომ დააწვები,ფანჯარას რომ ამოაგდებს ქვემოთ “Embed Code”-ს გასწვრივ ეწერება “Customize player”,დააწვება ამას და აღნიშნავ პწიჩკით “Play automatically” სულ ესაა🙂
      მორიელი და კირჩხიბი უგებენ თურმე ერთმანეთს სხვათაშორის😀

  2. March 1, 2011 22:21

    ეეე კიჩხრიბ მიყვარხააარ❤

  3. March 2, 2011 12:52

    მეც მორიელი. ^_^ ვუგებთ, ე. :დდ

  4. March 3, 2011 15:50

    აა, ვერ მივხვდი..
    შენ დაწერე, თუ სადმე იყო ესენი?
    ძალიან სრულყოფილი და კარგი პოსტია.
    მართლა ძალიან კირჩხიბი ხარ.😀

    • March 3, 2011 16:12

      ინტერნეტშიც საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ჰოროსკოპებზე და წიგნებშიც🙂 და შევეცადე ყველაზე მთავარი დამეწერა..
      ხო,მეც ასე ვთვლი😀

  5. April 16, 2011 17:44

    აა გამარჯობა კირჩხიბო, როგორც იქნა ერთი კირჩხიბი გიპოვე, ისე სულ რაღაც ორი დღით “ავცდით”, მე 5 ივლისს დავიბადე😀 არ ვიცი სხვა ნიშნებიც ამდენ საერთოს პოულობენ თუ არა თავიანთ ჰოროსკოპთან მაგრამ მე პირადად აბსოლიტურად ყველაფერი მემთხვევა, შენი არ იყოს მეც “ალი კვალი კირჩხიბი ვარ”, ასე რომ ვიცნობთ თითქმის ერთმანეთს😀 კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს ბლოგზე🙂

    • April 16, 2011 20:06

      გამრაჯობა.. გამარჯობაა..😀 მეც მიხარია,რომ მიპოვე❤ კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემს ბლოგზე და ჩემი შენსაზე!😀

  6. April 16, 2011 23:39

    თენქ იუ, თენქ იუ😀

  7. May 16, 2011 20:39

    ჩემი დაა კირხიბი.. ხანდახან მაგრად ვჩხუბობთ :დ :დ

    • May 16, 2011 21:45

      არადა კირჩხიბებს ძალიან ბევრის მოთმენა შეგვიძლიაა🙂

  8. sopho permalink
    May 20, 2012 00:20

    მე ვამაყობ რომ კირჩხიბი ვარ! – ყველაზე ღრმა და მგრძნობიარე ნიშანი.. )

  9. December 4, 2012 16:16

    KIRCHXIBI ♥♥

  10. Anna permalink
    June 27, 2014 14:46

    mec egre var… sxvata shoris 7 ivliss maqvs dabadebis dge mecc :dd

  11. Sofia permalink
    November 28, 2014 19:41

    მე კიდე 12 ივლისს ვარ დაბადებული..😉 ამ პოსტს 100% ით ვეთანხმები🙂 ზუსტად ეგეთი ვარ🙂 მაგრამ მორიელი და კირჩხიბი უგებს ერთმანეთსო ეეგ უკვეე ჩემ შემთხვევაში არაა ეგრე🙂 მორიელმაა ისეთი შურისძიება დამატეხა თავს თქვენგან მოწონებული :)…

  12. June 17, 2015 14:50

    სასწორი გოგო ვარ და კირჩხიბი მიყვარს o.O❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: