Skip to content

ბრუნვადი პოსტი,ოღონდ არც სიყვარულია და არც ქარბორბალა

February 24, 2011

დაწყება ყველაზე ძნელია,თორემ მთავარია პირველი წინადადება დაწერო და მერე თავისით იწერება ხოლმე დანარჩენი.. მაგრამ საქმე ისაა,რომ არ ვიცი ახლა როგორ დავიწყო..

იყო და არა იყო რა.. – არა,არა.. ცუდია,რომ ზღაპრების ასაკიდან უკვე გამოვედი,თორემ ერთ ლამაზ ზღაპარს დავწერდი.. მიუხედავად იმისა,რომ ბედნიერება მხოლოდ ზღაპრებში არსებობს ხოლმე,მაინც გვიანია უკვე ჩემთვის..

აბა რა ვქნა,რამდენ ხანს შევძლებ უაზრო სიტყვები ვარახუნო და ჩამოვაყალიბო აზრს მოკლებული წინადადებები.. იქნებადა არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა.. ჰმ,არაა.. კომპლექსები არ ჩნდება,ისინი თავიდანვე თან გვსდევს ხოლმე,ნამდვილად.. ქუთუთოები მიმძიმდება,იმიტომ რომ სიცხე მაქვს,ვიცი რომ პოსტსაც ეტყობა,მაგრამ რა დავაშავე თუ ავღნიშნე,კიდევ უფრო ხომ არ გადაიხარა დედამიწა?!..

მე მართლა გითანაგრძნობთ,რომ ამ პოსტის კითხვისას თქვენი ქუთუთოებიც დამძიმდა...

არაა.. რეალობა ჩემთვის არ არსებობს! მე ისევ იქ ფრენა მირჩევნია – მეორმოცე ღრუბელზე და ბედნიერების ძიებაში გზააბნეული შეგიძლიათ მიწოდოთ.სად შემიძლია მე რეალობას თვალი გავუსწორო.. ისე ვიტყუები,თვითონ ვერ მისწორებს თორემ.. დიდი ღვარძლიანი ვინმეა,წესიერად ლაპარაკი არ იცის,ადვილად აალებადია და თუ მასთან ახლოს ასანთი გააჩხაკუნე იმ წამშივე ცეცხლი ედება,ირგვლივ გეხვევა და კარგად მეყოლე! ნუ რათქმაუნდა კარგად ვერ მეყოლები,მაგრამ რავიცი კარგი გამონათქვამია,ცინიკით თუ თანაგრძნობით ნათქვამი თავის დროზე არავინ იცის,მაგრამ ახლა ვიღას ახსოვს რა გრძნობაა – თანაგრძნობა.ყველას პირზე აკერია: “გითანაგრძნობ!”,მაგრამ ვაი რომ სიტყვა მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი..

ხო,რა შუაში იყო? ჰმ,როგორ თუ რა შუაში იყო.დასაწყისი-ზღაპარი-გლობალური დათბობა-რეალობა-კომპლექსები-თანაგრძნობა… მართლაც,რომ რა შუაშია ერთმანეთთან.. აკი გითხარით შემდეგ ყველაფერი თავისით იწერება-მეთქი,ხოდა თქვენ თვითონ განსაჯეთ.სულაც არ არის ეს უაზრო პოსტი,გეშლებათ!

ჰმ,ხომ ვთქვი ადამიანებმა არ იცით რა გრძნობააა თანაგრძნობა-მეთქი,სად გაიგეთ ახლა თქვენ,რომ სიცხე მაქვს და ვიდრე ამ მწარე წამალს ვწუწნიდი,რომ ყელის ტკივილი ცოტა გაყუჩებულიყო მთელი ჩემი ფიქრები ამ პოსტში ჩავაქსოვე..

ეეჰ,ასეთები ხართ ადამიანები! ბლოგსფერო კიდევ ვერტიკალური არ არის,მაგრამ პოსტებია ხოლმე ბრუნვადი იმიტომ,რომ ახლა ისევ იმ ადგილას ვარ,სადაც დავიწყე ანუ არ ვიცი როგორ დავამთავრო..

ჭირი –  იქა,ფქვილი – აქა..

ქატო…  –  არა,არაა.. ხომ შევთანხმდით,რომ ზღაპრების დრო წავიდა? თუ ვერ შევთანხმდით?

 

2 Comments leave one →
  1. February 24, 2011 16:45

    გულებიანი ანას გზა აბნეული პოსტი.. ^^
    ცუდია, ხშირად რომ ვეღარ იცლი ბლოგისთვის, ძალიან ცუდი..
    რამდენიმე დღის წინ წავიკითხე შენი ფეისბუქის სტატუსზე – სიცხე მაქვსო.. აღარ გაგიარა?
    რა ცუდია ეს ვირუსები, წამლები.. ცხელი ჩაი კარგია, ოღონდ არა დღეში 8 ჭიქა.. ^^
    წარმატებები.. გამოჯანმრთელებას გისურვებ..

    ორი შენიშვნა მექნება..
    “..ნუ რათქმაუნდა კარგად ვერ მეყოლები,..” – რა თქმა უნდა – ცალ-ცალკე იწერება..

    “..მაგრამ რა დავაშავე თუ ავღნიშნე,..” – აღნიშვნა, ანუ აღვნიშნე.. ^^

    • February 24, 2011 20:12

      მადლობ მაცო.. )) დამიწია უკვე სიცხემ და უკეთესად ვარ აშკარად : )

      შესწორებებისთვისაც მადლობ,ნამდვილად არ დავკვირვებივარ რას ვწერდი… მივაყოლე ერთმანეთს და თვალიც არ გადამივლია..

      ბლოგს რაც შეეხება,მართლაც ვეღარ ვხედავ მაგრამა მასაც თავისი მიზეზები აქვს,რა ვუყო.. შევეცდები,როგორმე მეტი ყურადღება დავუთმო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: