Skip to content

დღე, როცა გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის ცხოვრება

March 30, 2016

“რა? ვინ ცხოვრობს სხვისთვის?” ალბათ ის კითხვაა, რომელიც მაშინვე მოგდით გონებაში, როცა პოსტის სათაური ამოიკითხეთ. პასუხი მარტივი და გასაგებია: “ყველა!” ნუ, თითქმის..
საქმე რაშია, თუ რას ეხება ან რაზეა, როგორც არ უნდა იყოს სწორი, რა მნიშვნელობა აქვს მართლაც და მართლაც ან იმას ეს უკანასკნელი ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე თუ ეს ბოლო დეფისით თუ არა, მოკლედ, ცოტა რომ დაფიქრდე, პუნქტუაცია და ორთოგრაფია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. აი, შენ კი, უდავოდ, უნდა შეეშვა სხვისი შთაბეჭილებებისთვის ცხოვრებას, დღის ბოლოს თუ არა, ცხოვრების ბოლოს ერთადერთი ადამიანის შთაბეჭდილებებია მნიშვნელოვანი და ეს ადამიანი შენ ხარ. ყველაფერი მხოლოდ ვიზუალური, ზედაპირული მხარეა, რეალურად კი, არანაირი მნიშვნელობა აქვს. ეს მათი საქმეა. შეიძლება, შენ 70 კილო ხარ და აუცილებლად ვიღაცაზე პუტკუნა, მის გვერდით კი უშნოც კი ხდები. ვიღაც 100 კილოა და მის გვერდით ნამდვილი ჯოლი ხარ, კი ანჯელინა ან იქნებ, სულაც, ბელუჩი მოგწონს, მონიკა და ჯოლის რომ შეგადარე დიდად ვერ შთაგაგონე, რა მშვენიერი არსება ხარ, თავად შენ, ჯოლისა და ბელუჩის გარეშე, მიუხედავად რიცხვებისა, რომლებსაც სამყარო გახვევს. მიუხედავად იარლიყებისა, რომელსაც ჩვენ გაკრავთ.

image

ადამიანები უამრავ ნაკლიანი ყველაზე შთამბეჭდავი არსებები ვართ. და მე საკმაოდ მაღიზიანებენ პერფექციონიზმით შეპყრობილი ტიპები, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი, პირდაპირ რომ გითხრათ, მთელი ჩემი არსებობა და ჯერ კიდევ ვერ დამიღწევია თავი ბოლომდე.. და მცდელობა! ეს არის, ჯერ ვერ დამდგარ შედეგზე, ბევრად მნიშვნელოვანი.
ჩემი ყველაზე ცნობილი იარლიყი –  “უკარებაა”. დიდი ისტორია სულაც არ არის, უბრალოდ ბუნებაა, რომელიც თან დამყვა, ზედმეტ შეხებებს ვერიდები, კი ბატონო, არა მხოლოდ ფიზიკურს. აგიხსნიდი, შენს აზრს რომ ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ვიდრე ერთმანეთს ზედმეტად არ ვეხებით ყველაფერი რიგზეა და მე შენ მომწონხარ კიდეც.
მეორე, მგონი – “უხასიათო” იგივე “განწყობის ადამიანი”. გაგიკვირდება და სია უსასრულოდ გაგრძელდება, ყველა იმ ადამიანს რომ ჰკითხო ჩემზე, ვისაც ერთხელ მაინც შევხვედრივარ. მოდი, დავიკიდოთ, ჯივზ!

დღე, როცა საკუთარი თავისთვის ცხოვრება დავიწყე? დღე, როცა პირველად არ ავხსენი საკუთარი ქმედება. ყველაფერს აქვს მიზეზი და თუ ადამიანები ამას თავისით ვერ ხდებიან, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. თუ რაღაცას ვერ მივუხვდი ადამიანს, ეს ჩემი პრობლემაა და არა – მისი. ასეთი მარტივია.
ვიღაცამ ის აზრიც მომაწოდა, პირიქით, აუხსნელობა ართულებს ცხოვრებასო. სინამდვილეში, მაინც არავის აინტერესებს შენი მოტივები, არამედ შედეგი, რომელიც ქმედებით დადგა. ასე რომ, დაიკიდე ჯივზ!
დღე, როდესაც საკუთარი თავისთვის ცხოვრება გადავწყვიტე? როცა ყველა იარლიყი სხეულიდან ჩამივიგლიჯე. არა, რა თქმა უნდა, სხვების თვალში, მაგრამ – საკუთარში. ვიღაც ყოველთვის იფიქრებს, ჩემზე როგორც უკარებაზე, მაგრამ ჩემი თანამონაწილეობა ამ ფიქრში საჭირო სულაც არ არის. საპასუხო ქმედება? – არც ეგ! ფიქრი ამაზე? – იმის გარდა, რომ არ ღირს, არანაირად!
უაჰ, რამდენი ძახილის ნიშანიაა, ისე, პუნქტუაციაზე შესაძლებელია შევცდი კიდეც და შეცდომების აღიარება ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მე ხომ კარგისა და ცუდი თვისებების შეკვრა ვარ. და თუ იარლიყი უნდა მომეწებოს, მხოლოდ ერთი სახის – ადამიანი.
ინდივიდი ვარ და მაქვს რამდენიმე თვისება, რომლებიც სხვებისგან განმასხვავებს, ამას გარდა იშვიათია. მე განსხვავებული ვარ, ეს კარგია და არა ცუდი. შენი ნაკლი სხვის თვალში, აქციე იარაღად და დაიცავი საკუთარი თავი! ჯანსაღი თვითშეფასება არის იარაღი, რომელიც იარლიყებს ანადგურებს! ის, ვინც ადამიანებს ხედავს, როგორც პროდუქტს, თავადვე აფასებს თავს პროდუქტად. დაიკიდე, ჯივზ! ეს შენ არ გეხება, რას შეჭამდი ამ საღამოს ვახშმად? რამე ისეთი, პაემნისთვის გამზადებულ კაბაში რომ კვლავაც ჩაეტიო, საკუთარი თავისთვის და არა მისთვის, რა თქმა უნდა, ეს კაბა ხომ შენი დიდი ხნის ოცნებაა! მერე კი, ამაყად გააბიჯე სახლიდან და პერსონალური საპნის ბუშტიდან, როგორც ყველასგან განსხვავებულმა პიროვნებამ და როცა ჩურჩულს გაიგონებ, რომ შენი ოცნების კაბა “სულ ცოტათი პატარაა”, საყვარელი სიმღერა ჩართე გონებაში, რომელიც სულ ცოტათი ხმამაღლაა.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: