Skip to content

წერილი (IV) – მშობლებს

March 15, 2011

წერილი (I) – საუკეთესო მეგობარს
წერილი (II) – “მას”
წერილი (III) – ჩემს ოცნებებს

შემდეგი წერილი მშობლებისთვისაა❤  იმ ორი ადამიანისთვის,რომელთა წინაც ვერასდროს ვერ ვიდგები..

“ვიცი ხშირად არ განებივრებთ თბილი სიტყვებით,მაგრამ ისიც ვიცი,რომ გრძნობთ რა ძლიერ მიყვარხართ.თქვენ მასწავლეთ,რომ სიყვარული არ გამოითქმის,ის უბრალოდ იგრძნობა❤ ამ ქვეყნად ერთადერთი და განუმეორებლები მყავხართ და ჩემთვის ნამდვილად ამართლებთ წოდებას “მშობლები” – მაშინაც კი,როცა მსაყვედურობთ თქვენს საყვედურებშიც კი სითბო და ის დიდი სიყვარული იგრძნობა,რასაც ალბათ ნებისმიერი მშობელი განიცდის შვილის მიმართ.

მამი❤ დღეს შენი დაბადების დღეა! მინდოდა ეს წერილი სწორედ ამ დღეს დამეწერა.. მინდა ძალიან,ძალიან დიდხანს მყავდე ამ ქვეყნად ჯანმრთელი და ბედნიერი.მინდა დიდხანს მსაყვედურობდე,როცა ვჯიუტდები და თქვენი მოსმენის ძალა არ მაქვს ხოლმე.მინდა ყოველთვის დავლეწოთ ტელევიზორის პულტი იმის გარჩევაში,თუ რატომაა რაგბი ფეხბურთზე უკეთესი სპორტი,არადა ხომ იცი არც ერთის გულშემატკივარი ვარ და არც მეორის,მაგრამ ძალიან მიყვარს როცა ერთად ვუყურებთ თამაშებს,ფილმებს და შემდეგ ყოველთვის ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე.. გიყვარს თქმა :”როგორ დაემგვანე ასე დედაშენსო” – არადა მშვენივრად იცი,რომ ხასიათით ზუსტად შენ ვარ! გულის სიღრმეში ალბათ,როგორ გიხარია.. ოჯახში ყოველთვის აზრი ორად იყოფა ხოლმე და “ორი ორზე ვართ” ყოველთვის მე და შენ და დედა და გვანცა..

“მამიკოს პატ.. არა,რა შეხედე ერთი დღითიდღე როგორ მაღლდება.. ჩემთვის მაინც ყოველთვის ჩემი პატარა გოგონა იქნები.”❤ – ჰო,ჰო ვიქნები! ჰო პატარა ვარ,მაგრამ ჩემი გული იმდენ სიყვარულს იტევს,რომ მეშინია მალე არ გავსკდე.. მთელი ქვეყანა,რომ მიყვარს ეგეც თქვენი ბრალია!

დე❤ ო,როგორ გვიყვარს მე და შენ ჯანსაღი კამათი❤ მე კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან! ყველაფერზე,რომ ვტირი ხოლმე სულ შენი ბრალია :შ შენ გგავარ მაგაში და ამბობენ გარეგნობითაცო❤ ხომ იცით,როგორი სამართლიანი შვილი გყავთ ხოდა თუკი მამას ხასიათი მოვპარე,შენგან – გარეგნობა წავიღე.. მაშინაც მიყვარხარ,ხოლმე დაბღვერილი რომ ვიყურები როცა რაღაცას მიკრძალავ.. მაშინაც,როცა მთელი კვირა ხმას არ გცემ იმის გამო,რომ რაღაც არ შემისრულე.. მაშინაც,როცა მიხსნი თუ რატომ აქვს გვანცას გვიანობამდე გარეთ ყოფნის უფლება,მე კიდევ – არა..

ყოველთვის და მიუხედავად ყველაფრისა,მე თქვენ მიყვარხართ!იმიტომ რომ არაფერი ვიქნებოდი,რომ არა თქვენ და რომ არა ის დღე როცა დაბადების დღეზე ერთამნეთი გაიცანით და შემდეგ გაიპარეთ! აი ხომ ხედავთ თქვენც იქცეოდით ხოლმე დაუფიქრებელად!

უბრალოდ დიდი მადლობა თქვენ,რომ ასეთი კარგები ხართ და დღეს,რომ მე ვარსებობ! ხომ იცით,როგორ მინდა თქვენი იმედები გავამართლო! ხოდა,თვენზე უკეთ ვინ იცის,რომ როცა რაღაც მინდაა და ვამბობ.. ჰო,ჰო!.. რა თქმა უნდა.. ადვილია თუ ძნელი იმას მე აუცილებლად ვიღებ და ვასრულებ!”

 

10 Comments leave one →
  1. March 16, 2011 17:36

    აი, ხშირად ეუბნებიან ბლოგერებს, რომ რა ლამაზად წერ, რა კარგად წერ.. რა თბილი პოსტია და ა.შ.
    იშვიათია ისეთი წერილების ნახვა, რომელებიც ერთდროულად ლამაზი წასაკითხიცაა, საინტერესოც და თბილიც.
    გუშინ საღამოს ოპერაში შევიჭყიტე ორი წუთი და წავიკითხე ეს პოსტი. მე ქრომს ვხმარობ, და ამიტომ ვერ დავტოვე კომენტარი.
    მოკლედ
    ძალიან, ძალიან ყოჩაღ.
    მთელი გულით გეუბნები, რომ შენი მშობლები შენით აუცილებლად ამაყობენ.
    პ.ს. სურათი რომ ვნახე, გავიფიქრე:- ვაიმე, ანა გადახატული დედამისია-მეთქი.

    • March 16, 2011 18:07

      მადლობ მაცო❤
      ჰო,ვფიქრობ დედას ვგავარ გარეგნობით ) მამასაც რაღაციც,მაგრამ უფრო დედას..
      აი ხასიათით ზუსტად მამა ვარ )

  2. March 17, 2011 20:52

    როგორც ყოველთვის მავიწყდება, რომ ერთი-ორი სიტყვა სიმღერაზეც ჩავაკვეტო.
    ჰოდა, ბევრი ლაყბობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და ლამაზი სიმღერა შეარჩიე.
    იცი, მიკვირს, აბსოლუტურად ყველა ის მელოდია გაქვს დადებული პოსტების ფონად, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

  3. March 18, 2011 18:50

    მართლა ძალიან თბილი სიტყვებია😉

  4. March 21, 2011 20:59

    სად დაიკარგე ამდენ ხნს??? :((((

    • March 21, 2011 22:12

      (( უფრო,უფრო დიდი ხნით დაბვბრუნდები ხოლმე❤❤

  5. tako permalink
    April 11, 2011 10:53

    vaime dzaan dzaan magri xar ici zalian vamayob ro kirchxivbi xar da simartle gitxra am nicshans amartleb 100 procentit magari xar martla agprtovalebuli vaar :*😀

    • April 11, 2011 18:27

      უი,ძალიან დიდი მადლობა❤ მიხარია,ასეთი წარმოდგენა თუ შეგექმნა ჩემზე😀 :*

Trackbacks

  1. წერილი (V) – ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობ. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: