შიგთავსზე გადასვლა

არივედერჩი

ნოემბერი 13, 2011

“ისევე მოულოდნელად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან,როგორც შემოვიდა.. საპნის ბუშტივით ლამაზი და საოცარი იყო,მაგრამ უსუსურიც იმდენაც,რომ ასე მცირე დროში გასკდა და პატარა შხეფებად გაიფანტა.”

"არივედერჩი!"

ისევე გადამავიწყდი,როგორც ერთ დროს ის.შეიძლება უფრო ადვილადაც კი.. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო და ალბათ შეუცვლელიც მართლაც,რომ არავინაა ამ ქვეყნად.. რომ დავფიქრდი,უკვე “არივედერჩი”-ს თქმა უფრო მეტად მიადვილდება,ვიდრე გამარჯობის.შენ მასსავით გამორჩეული არასდროს ყოფილხარ და მხოლოდ ახლაღა ვხვდები,რომ ის ისევ ცხოვრობს ჩემში.შენ მომეხმარე დამევიწყებინა,მაგრამ ვერ გახდი მასზე მეტი.. ახლა ერთის მაგივრად ორი მოგონება მაწუხებს,მაგრამ არც იმდენად როგორც სულ პირველად.. მისგან განსხვავებით შენ თავისუფალი იყავი და ბოლომდე თავისუფლად დარჩი.შენ არ ყოფილხარ ყველაზე ძვირფასი,შენ ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყავი..

და ახლა მე.. თავისუფლად ვსუნთქავ.მიუხედავად ყველაფრისა ვისწავლე,რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში “ჩაივლიან” ხოლმე,ეს არ ნიშნავს რომ ისინი ქუჩაში გამვლელებივით ადვილად გვავიწყდებიან,მაგრამ არც დიდია განსხვავება.. თუმც ხშირად,ის რაც დაუძლეველი გვგონია,უბრალოდ არ გვინდა ხოლმე რომ დავძლიოთ და არა არ შეგვიძლია.შეგვიძლია,საკმარისია გვინდოდეს და სურვილი.. მონდომება,ეს მაინც არის ჩვენზე დამოკიდებული.

ყოველი დასასრული არ არის ბედნიერი.და ამასაც შევეჩვიე.. რა ცუდია,რომ ადამიანი ძნელად მაგრამ ბოლოს მაინც ეჩვევი ყოველივეს.არ მომწონს მე ასე,მაგრამ ჩემდა უნებურად აღარ მედარდება.

ყველგან იყავი,მაგრამ აღარსად ხარ..

რაღაცას წარმოადგენდი,მაგრამ აღარაფერი ხარ..

რამდენჯერ შეიძლება განმეორდეს ერთი და იგივე.მოსაბეზრებელია.. ძალიან.

ამის შემდეგ! აღარ გადავცვლი არცერთ გრძნობას მავნე გრძნობაზე; აღარც მეტს ვიტყვი ემოციებზე; ყოველ მოთამაშეს ცეცხლივით დავწვავ; სიტყვებს მოვიშველიებ,რომ კარგი კოცონი დაინთოს და საბოლოოდ  დავამთავრებ დავას შენთანაც და ამ სამყაროსთანაც..

რასაც ვეტრფოდი დამღუპველი აღმოჩნდა ჩემთვის.და გონებაში აირია სულ ყველაფერი.. დღე ჩამინაცვლა ღამემ,რადგან მხოლოდ მასთან ვპოვე სიმშვიდე; ფხიზელი გონება – მძინარეში გადავცვალე.უგუნურებამ საბოლოოდ იჩინა თავი და დაუსრულებელ სიტყვასთან მაიძულა მრავალწერტილის დასმა..

2 Comments leave one →
  1. ნოემბერი 21, 2011 00:40

    სევდიანია…

Trackbacks

  1. არივედერჩი

დატოვე კომენტარი