Skip to content

მონოლოგი

November 5, 2011

“როგორ გავხდი იდიოტი – ანუ როგორ შემიყვარდას მიხედვით..”

ვორნინგ! ჯერ მოიცადეთ,სიმღერის შესავალს ადროვეთ დამთავრდეს და კითხვას მერე შეუდექით!

“..როგორ არ მიყვარს,როცა ეს კითხვა ისმევა.სიყვარული არ არის ყველაფერი! მეტიც,ის არაფერია.. შემეძლო,მარტივად მეპასუხა რომ სიყვარული-სიყვარულია და იგი ზედმეტ საუბარს არ მოითხოოვს,მაგრამ არა.. მინდა ერთადერთხელ და საბოლოოდ მასზე საკუთარი აზრი გაგიზიაროთ.ეს უფრო გრძნობაა,რომელიც “ადამიანის შეცნობის სურვილი”-თ შეიძლება მოვიხსენიოთ.თუმცა თქვენც ხომ იცით,რომ ადამიანი ყოველთვის ანადგურებს იმას,რისი შეცნობაც სურს.ექიმი ყოველთვის ჰკვეთს გვამს,რათა გაარკვიოს რა იმალება მის შიგნით.სიყვარულში კი – ერთი ყოველთვის ექიმია,მეორე კი – გვამი..

ისე შემიყვარდა,რომ ეიფელის კოშკიდანაც კი ვისკუპე,მაგრამ რად გინდა მხოლოდ და მხოლოდ ყველა ძვალი დამემსხვრა და დამელეწა,ახლა გულთან ერთად ძვლებიც დალეწილი მაქვს და ასე ერთფეროვანი გავხდი.. რატომ ვისკუპე? ჩემმა ექიმმა,არ ხარ შენ ჩემი საყვარელი პაციენტიო.. ვიღაც ქერა,გრძელფეხება ყანჩაში გამცვალა.. მერე რა ჯანდაბად ვათენებდი ბიბლიოთეკაში და გადავიკითხე მთელი სამედიცინო ენციკლოპედია,მასთან სასაუბრო თემა,რომ გამომენახა და რად გინდა.. რაში მჭირდება შენთან იმ საკითხების გარჩევა,რასაც ისედაც ვარჩევ ჩემს კოლეგებთანო.. ახლა,ხომ მშვენივრად არჩევს უკანასკნელი მოდის სიახლეებს “ბარბისთან” ერთად.. არა იმ დონემდე მივედი,ღამით კითხვისგან სათვალეც კი დამჭირდა.. დავის დროზე უნდა მკეთებოდა,რომ კარგად დამენახა და გამერჩია სწორი რა იყო და რა არა.. ახლა “გენიოსი” ვარ და უერთიერთობებშიც მეტად გამოცდილი,მაგრამ რა თავში ვიხლი ამ ყოველივეს.. ერთი გრძელი ფეხები შველიდა თურმე ყველაფერს..

სიყვარული ფარსია! თამაში და თქვენ თურმე არასდროს გიყვარდებათ თქვენნაირი.. აუცილებელია ის ანტიშენ იყოს.საერთოდაც ჯანდაბაში გაუშვით ასეთი აზრის მქონე ადამიანები.. ამ ყოველივეს იმიტომ კი არ ვიძახი,რომ მე გვამი აღმოვჩნდი ან ცუდი ექიმი ავირჩიე.უბრალოდ ეს მართლაც ასეა.მეგონა იგი ყოველთვის მოითხოვდა რაღაცის დათმობას,მაგრამ თურმე არა..

და რაც შეეხება ცნობისმოყვარეობას.როცა შევიცნობთ,ვაცნობიერებთ რამდენად ერთფეროვანია ყველა ჩვენს ირგვლივ.არც ერთი განსახვავებული ფერი,შავ-თეთრი.. არადა ძალიან მიყვარს ეს ორი ფერი.. ამ დროს კი ყოველივეს ვაბრალებთ ასაკს,დროს.. ყველაფერს მხოლოდ საკუთარ თავს არა.. რაღაცამ იმოქმედა გრძნობაზე და ბუჰ,გაქრა.. აი სისულელე.ზედმეტი ფიქრი ადამიანს იდიოტს ხდის.გამძიმებს კიდევ უფრო.. სჯობს არ იფიქრო,სჯობს არ იმოქმედო.. არაფერი გააკეთო,პოპკორნი მოიმარჯვო და ფილმს უყურო,რომელიც რეალობაში,შენს თვალწინ ვითარდება.. ერთი მეორეს ატყუებს,მეორე – მესამეს ფატრავს.. მესამე – კვდება,ამიტომ მეოთხე ჩავთვალოთ გადარჩა.პირველი ამ დროს სხვაზე გადადის და ის იქით დატოვებს ხახამშრალს..

რას ერჩოდნენ საბრალო ჯორდანოს.. ყველაფერი ბრუნავს,მხოლოდ დედამიწა კი არა.

თქვენ გგონიათ ის ახლა ჩემთვის რამეს ნიშნავს? მე ის შევიცანი.მე მიზანს მივაღწიე! აი რა იყო მთავარი.. მე ვიცი რა უყვარს მას,რა მოსწონს,როდის რას ფიქრობს.რა მნიშვნელობა აქვს იმას რას ფიქრობს,მთავარია მე ვიცი.. და ახლა უკვე აღარაფერია ჩემთვის მასში საინტერესო.

The End

კარგით,კარგით.. თუ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა მის მიმართ,თქვენგან შორსაა მაშინ გილოცავთ,გყვარებიათ.. მაგრამ მაინც რამ შეგაყვარათ,თუ რაღაცამ არ დაგაინტერესათ..

მე და თქვენ ერთმანეთს ვერასდროს გავუგებთ.. და ჩემი არჩევანი მე არასდროს შემიყვარებს.. უინტერესო(სკენ) <—> საინტერესო(სკენ) მიილტვის და ხომ იცით ყველაფერი ბრუნავს..”

5 Comments leave one →
  1. November 6, 2011 16:56

    va ra magaia gavgijdi uazrod momewonaaa :))))))))) ar vicia seti banaluri sityvebit tu sheidzleba aseti magari naweris shepaseba magram me mapatie ubralod chemi azris admocema dzalian mominda ai dzaan magari gogo xarr xshirad vkitxulob shen postebs da dzalian momwosn magram dges yvel zgvars gadascdaa :*********** ai sruliad getanxebi yvelapershi titqos chemi zrebi gadmoeci :*********

    • November 6, 2011 18:20

      მიხარია,რომ მეთანხმები და კიდევ უფრო ის,რომ შენი სახით ასეთი კარგი მკითხველი ჰყავს ჩემს ბლოგს. :**

  2. November 11, 2011 23:01

    აი, რატომ მიყვარს ამ ბლოგზე შემოსვლა. არ მთრგუნავს🙂
    ექიმისა და პაციენტის ლავ სთორი🙂 რა რომანტიკულია . . . . მით უმეტეს როცა ამას დეტალებად გასდევს ეიფელის კოშკიდან გადმომხტარი ქალი და (ეს ჩემით მივამატე) ცხელი კროასანი კარტ-ნუართან ერთად😉

    • November 11, 2011 23:27

      მე კიდევ ასეთი კომენტარები მიყვარს.🙂 სწორედ ეს მინდა.მინდა ადვილად აღსაქმელი და უბრალო იყოს ყოველი ჩემი “ნაწერი”.. )) ეს ის სამყაროა,სადაც არანაირი ამბიცია გამაჩნია..🙂 უბრალოდ ვწერ.. )

Trackbacks

  1. მონოლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: