Skip to content

მშრალ ტუჩებზე შერჩენილი აუსრულებელი ოცნებები

November 22, 2011

მრავალი მათგანი გააჩნდა.იზრდებოდა და სურვილების რაოდენობაც მასთან ერთად განიცდიდა ცვლილებას.

ერთხელ ერთი მათგანი აუხდა,მეორედ – მეორე.

თუმცა ყოველ ახალ დღეს,კიდევ ერთი ემატებოდა გრძელ სიას და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.

ბოლოს აღმოჩნდა,რომ მთელი ცხოვრება ისე დაასრულა მაინც დარჩა აუსრულებელი ოცნებები..

 

ის რაღა ოცნებაა,რომელიც ხდება.

ოცნება,ხომ აურსულებელი სურვილია.. ემოციებით შეპყრობილი ადამიანის მიზანი,ჰყავდეს.. ჰქონდეს.. რაღაც ან ვიღაც; იყოს სადმე ან ნახოს,რაღაც.. განსხვავებულები და ერთნაირები,უცნაურები და წარმოუდგენლები,საინტერესო და გაურკვეველი.. როგორ მათგანს აღარ შეხვდებით.თუმცა სულ ყველას ერთი აერთიანებთ,ისინი ადამიანის სურვილებს წარმოადგენენ,რომელთაც ახდენა არ უწერიათ..

მას კი სჯეროდა,რომ “ადრე თუ გვიან”.. განსაკუთრებით ამ ფრაზის სჯეროდა.. რომ  ოცნებებს უწერიათ საბოლოოდ ახდენა თუ გულით გინდა.მაგრამ,ეს ხომ მხოლოდ იმედია,რომელიც ოცნების ახდენასავით დიდი კითხვის ქვეშ ძლივს ღაფავს სულს..

წლები გავიდა.. წლებმა ჩაიარეს.. წლები გაფრინდნენ..

სურვილები ახდნენ.. სურვილები ახდნენ.. სურვილები ახდნენ! მაგრამ,ოცნებები..

თურმე არცერთი მათგანი ახდა.. მხოლოდ მშრალ ტუჩებზე შერჩა სამარადისოდ აუხდენელი..

გაყინულ სხეულს დაეფინა ლურჯ ფერად ირგვლივ.გაქრა ყოველი წითელი ფერი სხეულზე.ძარღვებში სისხლი ჯერ გამუქდა,შემდეგ გაშავდა და ბოლოს სულ ცისფრად იქცა.. სციოდა სულს,სხეული  ვერ გრძნობდა..

ციოდა ისე,როგორც ზამთრის მიწურულს იცის ხოლმე,როცა ბუნება გაზაფხულის მოლოდინშია..

ნელ-ნელა სიცივე სითბომ ჩაანაცვლა,ლურჯი ფერი ვარდისფერმა შეცვალა.. გალურჯებულ ტუჩებს სიცოცხლის ფერი მიენიჭა და ნელი,ფრთხილი მოძრაობით დაიჩურჩულეს:

“- ვიდრე ოცნებები ჯერ კიდევ დამრჩა აუხდენელი,მე ისევ ვცოცხლობ..”

 

8 Comments leave one →
  1. November 23, 2011 10:48

    კარგი პოსტებით დაიწყო დილა❤

  2. November 25, 2011 15:11

    მართალია ის რაღა ოცნებაა რომელიც ახდა, ეგ უფრო მიზანია🙂

  3. laudlaugh permalink
    November 27, 2011 19:52

    http://laudlaugh.wordpress.com/

  4. December 15, 2011 01:25

    au magaria ra, rogor momwons musika da posti ertad ^^ yoveltvis kargad urchev musikas nawers

  5. January 9, 2012 00:53

    ასე, ასე გააგრძელეეე❤

  6. Sofo permalink
    January 9, 2012 12:55

    kargia… chemi motxrobebic naxe))

Trackbacks

  1. მშრალ ტუჩებზე შერჩენილი აუსრულებელი ოცნებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: