შიგთავსზე გადასვლა

მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ.

მარტი 3, 2011

მაცომ თეგ თამაში წამოიწყო – მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ.მოკლედ,თამაში

გრრრ..

იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი საყვარელი ფერები ჩვენს ხასითს დავუკავშიროთ.ახლა რაც შემეხება მე,ბავშვობიდან მუქი ფერები მიყვარდა,თუმცა არც ღია ფერებს ვიწუნებდი არასდროს.მიუხედავად იმისა,რომ გოგო ვარ არასდროს მყვარებია ვარდისფერი,ყოველთვის უპირატესობას ცისფერ ფერს ვანიჭებდი და დიდი ხნის განმავლობაში ჩემი საყვარელი ფერი იყო.მაგრამ ყოველთვის მიყვარდა შავი ფერი,ასევე –  თეთრი და წითელი.დღესდღეობით ყველა სხვა დანარჩენი ფერი ჩემთვის არც თუ ისე საყვარელია.

აი ჩემი ხასიათი კი,ფერებისგან განსხვავებით უფრო რთული საკითხია..  მგონი ჩემი  ყველაზე ცუდი თვისება სიჯიუტეა.ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი ვარ,ჩემთვის აუცილებელია მივიღო ის რაც მინდა,მაგრამ ამისთვის ყველაფერზე შეიძლება არ წავიდე.. არა ვერ წავიდე,უბრალოდ არა!სიჯიუტით ორივე მშობელს ვგავარ და ხშირად წამომაძახებენ ხოლმე,რომ ვერ მივხვდები რა ცუდი თვისებაა ვიდრე ჩემზე უფრო ჯიუტი შვილი არ მეყოლება. ) სხვათაშორის არ ვიცი რამე კავშირშია თუ არა ჩემი ცისფერი ფერის სიყვარული იმასთან,რომ შვილი ბიჭი მინდა და არა გოგო.ჰომ,ვიცი შორს წავედი მაგრამ ვფიქრობ ესეც ფერის ბრალია!

საშინლად ვერ ვიტან კატებს (მათ სილამაზეს ვაფასებ <3) და მიყვარს ძაღლები,რადგან ამ ორ ცხოველს შორისაც ერთი დიდი სხვაობაა.კატები – აფერისტები,უყვართ ზედმეტი პრანჭვა და ბრჭყალების დამალვა,ძაღლები – ერთგულები,თუკი არ მოსწონხართ ეგრევე დაგამჩნდებათ მათი ნაკბენი და თუ მოეწონეთ მაშინ  ჩავთვალოთ გადარჩენილხართ! ვფიქრობ მეც სწორედ ასეთი ვარ.ვაღიარებ ხანდახან კატასაც ვემსგავსები ხოლმე,ვერ ვიტან ასეთ საკუთარ თავს.. 🙂

ჩემს ყველაზე კარგ თვისებად კომუნიკაბელურობას და მოთმინების უნარს მივიჩნევ,ასევე მიზანსწრაფულობასაც.ალბათ ისიც კარგია,რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრის და ღიად საუბარი შემიძლია,რადგან მივიჩნევ რომ ჩემში ბევრი ცუდი არაფერი დევს და დასამალიც არაფერი მაქვს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ თავზე დიდი წარმოდგენა ამქვს,ეს უბრალოდ ჩემს კიდევ ერთ თვისებას გულღიობას უსმევს ხაზს.უცხოსაც კი შემიძლია ძალიან ახლობელივით ვესაუბრო,არ ვიცი რატომ,უბრალოდ შემიძლია.

ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს,როცა ადამიანს ჩემზე არასწორი შთაბეჭდილება ექმნება.უმეტესობა ვერ ანსხვავებს კატას და ძაღლს და რატომღაც ყოველთვის ყველას კატა ვგონივარ.. ასეთიც ვარ ხოლმე,მაგრამ მაშინ როცა არა! არავინ არ უნდა დამაბრალოს კატობა ^_^  ჩემზე ეს საშინლად მოქმედებს.. როცა ვღიზიანდები ლაპარაკის სურვილს ვკარგავ,მაგრამ მაინც ყოველთვის ბოლომდე მზად ვარ დავიცვა საკუთარი თავი და პოზიცია.

საერთოდ თავს პოზიტიურ ადამიანად მივიჩნევ,რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო ყველანაირად ვცდილობ მოსაუბრემ ეს ვერ შეამჩნიოს.არ მიყვარს საკუთარი დარდის სხვაზე თავს მოხვევა,მაგრამ ყოველთვის საოცრად  მსიამოვნებს ხოლმე როცა სხვები ჩემს უხასიათობას უთქმელად ამჩნევენ და ცდილობენ ხასიათი გამომიკეთონ ❤

გემოვნებას რაც შეეხება ხასიათს გააჩნია ხოლმე.თუკი კარგ ხასიათზე ვარ მიყვარს ყველაფერი ფერადი და მრავალფეროვანი,სწრაფი მუსიკა,კომედიური ჟანრის ფილმების ყურება,სიმღერა,დაკვრა,ცეკვა და ყველაფერი დადებითი მუხტის მატარებელი.. ამ დროს ყოველთვის ვლაპარაკობ ბევრს,იმდენად ბევრს რომ ხშირად შენიშვნებსაც ვიღებ ხოლმე..
მაგრამ თუ ხასიათი არ მაქვს ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებთ,ამ დროს მიყვარს მარტო ყოფნა,მშვიდი მუსიკის მოსმენა,სიბნელე და ყველაფერი მელანქოლიური.ამ დროს აუტანელი ვარ..

შეიძლება ითქვას,რომ უფრო მეტად ერთფეროვნება მიყვარს.. მაგრამ ბოლომდე ასეც არ არის.. ვფიქრობ ყველაფერი მაინც რაღაცაზეა დამოკიდებული.კიდევ ბევრი,ძალიან ბევრი შემიძლია დავწერო საკუთარ თავზე,მაგრამ სჯობს თავი აღარ შეგაწყინოთ.. ეს ჩემი საყვარელი ფერები და ესეც ჩემი ხასიათი..
სულ ეს არის,თავად განსაჯეთ!

თამაშში კი ვთაგავ იასამნისფერ ბლოგერს – ძალიან საინტერესოა რატომ უყვარს იასამნისფერი ასე ძალიან  🙂

და ორივე ალუბალს 🙂 – ჩერი ❤ და ალუბალი ❤.

13 Comments leave one →
  1. მარტი 3, 2011 18:54

    მე კატაც მიყვარხარ და ძაღლიც, იმიტომ რომ ხანდახან საჭიროა ცხოვრებაში ბრჭყალების გამოჩენა 😉
    პ.ს. ვეცდები დავწერო ჩემზე და ფერებზე ❤

    • მარტი 3, 2011 20:59

      რავიცი კატა რაღაცნაირია რაა.. :\
      აბა შენ იცი ❤

  2. მარტი 3, 2011 20:54

    აი, ეს მინდოდა..
    დიდი და ლამაზი პოსტი..
    სიჯიუტე, სიჯიუტე.. ეგ თუ დაგვღუპავს, ეჰ.. : დ

    • მარტი 3, 2011 21:00

      შევეცადე 😀
      სიჯიუტეს რა ვუყოთ რავიცი ეჰ :შ

  3. მარტი 5, 2011 21:16

    როგორ მიყვარს ფერები. ბევრი ფერი ერთად. ^^

    • მარტი 5, 2011 21:19

      მარი,მოდი შენც დაწერე ერთი პოსტი )) :*

  4. მარტი 6, 2011 20:52

    რა კარგია. აუცილებლად დავწერ ♥

  5. მარტი 7, 2011 15:47

    მეტ-ნაკლებად ყველა ფერი მიყვარს. შავიც კი.

    და კატები მიყვარს კიდევ 🙂

    • მარტი 7, 2011 20:03

      ლამაზი ცხოველია,მაგრამ.. მაგრამ.. 🙂

  6. მარტი 7, 2011 20:19

    დავწერე მე. ^^
    არ არსებობს ერთი ფერი რომელსაც გამოვარჩევ. მიყვარს ფერები

  7. მარტი 7, 2011 20:32

    ხო,ახლა ვაპირებდი ზუსტად წაკითხვას ❤

  8. Jazzmena permalink
    მარტი 8, 2011 20:11

    smokie momewona … 😉 postis wakitxva mezareba… mere wavikitxav… 😉

Trackbacks

  1. სანამ ცოცხალი ვარ… « Phantom

დატოვე კომენტარი