Skip to content

გალაკტიონი ოლიას.

April 7, 2012

ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ…
ასე აღარ შემიძლია.
როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება.
მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი.არაფერს იგი არ ჰგავს.
სახსნელი გზა არსადაა,პირდაპირ.ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!..
ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?
დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე…
მაშინ შემიყვარებდნენ.
მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია,“Мы ещё повоюем”.
შენ ის მითხარი,გიყვარვარ ძველებურად?
მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით  მიყვარხარ!
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს  დავცილდებით როდისმე,
რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს.შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ?მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ,რისთვის გიყვარვარ…
ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ,ოლკინ, მე რომ მოვკვდე?მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი.
მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ?მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით…
მოკვდა გალონი ძაღლივით.რას იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ?ჩემო ძვირფასო,ერთადერთო მეგობარო,
ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო,ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ…
დეე, ნუ გეყვარები,
მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე.
გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი,
შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი.გალონმა შენ ბევრი გაწყენინა,
მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.
სხვა, როგორ იმგზავრე? გზაში ეშმაკობდი, არა?
ოლკინ, ჭკვიანად  იყავი და უბრალოდ ნურავის დაენდობი,
ხომ იცი, რა საზიზღარი  ქმნილებაა ადამიანი – ზოგიერთი.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ  ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა,
ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ…მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით..

გალაკტიონი

31 აგვისტო
(1914 წ. ქუთაისი)

პასუხი:
კარგად დაიხსომეოლია შენი სიყვარულით არასდროს დაიღლება.”

4 Comments leave one →
  1. April 7, 2012 22:51

    გალაკტიონი, გალაკტიონი❤

  2. April 7, 2012 23:37

    როგორი საყვარელიააააააა

  3. April 9, 2012 12:54

    ნამდვილი ადამიანია!
    ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი.

  4. November 3, 2012 02:31

    სხვა სამყაროა გალაკტიონი…
    სხვა გალაკტიკაა გალაკტიონი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: