Skip to content

ფერადი ფილები

April 19, 2012

– წითელი.. შავი.. თეთრი.წითელი.. შავი.. აი,ისევ თეთრი! ლამაზი ფილებია,ფერებიც ერთმანეთს ეხამება.მაგრამ,დააკვირდი? შავები უფრო პატარაა თეთრზეც და წითელზეც.ჩემი ფეხის ტერფები ზუსტად ეტევა მათზე,როცა წითელზე და თეთრზე კიდევ რჩება ადგილი..
– კარგია,თუკი უკვირდები.შენს ირგვლივ ყველაფერს უნდა უკვირდებოდე და მიხვდები,რამდენად უბრალოა სამყარო.თუნდაც ეს ფილები,თუნდაც შენი ცხოვრება.მხოლოდ თვალებით შეხედვა რა ხეირია,თუკი არ ეძებე მასში კარგი და ცუდი; წითელი და შავი.
– რატომ დააკლეს შავი ფერისას სიგრძე? უბრალო ამბავია,სულ რაღაც 2-3 სანტიმეტრი..
– ყველაფერი ერთნაირი მოსაბეზრებელია,წითელი და თეთრიც კმარა.
– კარგი,კარგი.დამღალა ამ ფილებმა.
– იქნებ მეც?
– იქნებ შენც..
– არაუშავს,ყველაფერი კარგად იქნება,რადგან ერთნაირები ვართ.
– მაგიტომაც არ იქნება,ყველაფერი კარგად..
– ხშირად,იმისკენ მივილტვით რაც გვაკლია.თითქოს ვეძებთ რაღაცას,რაც ცარიელს შეავსებს.მაგრამ ამ დროს გვეპარება მომენტი,რომელიც დაგვარწმუნებდა,რომ სწორედ ის გვჭირდება რაც ჩვენნაირია.რადგან საერთო ენის გარეშე ყველაფერი კამათით და უთანხმოებით სრულდება,რაც მოკლედ რომ ვთქვათ დამღლელია..
– ეგეც მოსაბეზრებელია.
– აბა რა გინდა? თუკი ყველაფერი მოსაბეზრებელია და აზრი არაფერს აქვს.რა ადვილად ვცდებით რეალობას და უარს ვამბობთ იმაზე,რაც უბრძოლველად ისედაც ჩვენს გვერდითაა.მერე კი ისევ სხვადასხვა მიზეზი მოგყვავს,რატომ ვერ მივიღეთ რაც გვინდოდა.ალბათ მართლა არ აქვს ყველაფერში დასასრულის ძებნას აზრი.არის რაღაც რაც არასდროს სრულდება და მერეც გრძელდება..მნიშვნელოვანს ვკარგავთ და არასაჭირო რამეებს ვეპოტინებით.მერე საკუთარ თავზე ვბრაზობთ.კიდევ კარგი,რომ ამას ძალიან გვიან ვხვდებით ხოლმე,ესეც ალბათ შეღავათია საკუთარი თავისგან.
– კარგი რა.ამას ისევ ფილებზე დაკვირვება სჯობს,ბევრად მარტივია და თანაც გასართობი.ცხოვრებაზე დაკვირვება და სწავლა ჩემი საქმე არ არის.. ნახე,ერთ ფილა გაბზარულა..


2 Comments leave one →
  1. April 30, 2012 22:04

    ძალიან ლამაზია , ანა🙂
    უბრალო საგნებიტ რომ აჩვენებ შენს სათქმელს🙂

    • May 1, 2012 22:53

      მიხარია თაია,თუკი მოსაბეზრებელი არ გამოდის ასე.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: