Skip to content

გამონაკლისები

January 29, 2012

– გადადე ეგ წიგნი ცოტა ხნით გვერდზე და დამელაპარაკე.

– ვთვლიდი,რომ გამონაკლისი იყავი,იმ ამპარტავანი სქესიდან,რომელიც საკუთარ თავს “ძლიერ სქესს” უწოდებს.. ვინ არ შემცდარა.

– ასე თავად “სუსტმა სქესმა” გადაწყვიტა,მეტი არაფერი.. მოიცა,თვლიდი? ახლა რა შეიცვალა?

– ის,რომ წიგნს “ეგ წიგნი” უწოდე..

– ოჰ,მაპატიეთ თქვენო “უწიგნესობავ”,ვერ მოვასწარი წამეკითხა სათაური და მით უმეტეს ავტორი.აბა,რას კითხულობ?

– “დეიდა ტულას.”

– ისე მეუბნები,თითქოს აჰა და იმდენჯერ მაქვს წაკითხული,სათაური რაა რო,მთლიანი წიგნი ზეპირად ვიცი..

– რა გინდა,რომ გითხრა? ვინ არის ავტორი,მოგიყვე მისი ცხოვრება არამც თუ მხოლოდ მთავარი პერსონაჟისა,არამედ მთლიანად  რა ხდება ნაწარმოებში და ბოლოს შენი არაშესაფერისი შეხედულებები ვისმინო,მხოლოდ იმიტომ რომ გინდა ჩემთან ილაპარაკო.ამ დროს კი ყველაზე მთავარი გავიწყდება,დროს მაკარგვინებ! შენ და უნამუნო,რომ შეგადარონ რას ფიქრობ,რომელთან საუბარს ავირჩევდი?

– მგონი,რომ პასუხიც არ უნდა გაინტერესებდეს მაინც და მაინც.. ასე,რომ.. კითხვა განაგრძე.

– ხომ ვთქვი გამონაკლისად გთვლიდი-მეთქი..

– რამდენჯერ უნდა გაიმეორე ერთი და იგივე,მაინც არაფერს მეუბნება ეგ ფრაზა.იქნებ დაკარგოთ თქვენი დროის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე წუთი და განავრცოთ.

– საერთოდ,თქვენ მამაკაცები ყველაფერს გარდა სპორტისა და გართობისა,პრიმიტიულად უდგებით.. აი თუნდაც დიალოგს ქალთან და ურთიერთობებს.

– რაღა უნდა ელაპარაკო ქალს,რომელიც ზრდილობიანად ცდილობს მოგიცილოს თავიდან?!

– ნუ მაწყვეტინებ! თავად მთხოვე გავრცობა.. მოკლედ,არც ერთი თქვენგანი ცდილობს ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგეს საკითხს.გამონაკლისში კი სწორედ იმას ვგულისხმობდი,რომ იქნებ არსებობენ განსხვავებულებიც..

– და მხოლოდ იმიტომ,აღარ ვარ გამონაკლისი,რომ უნამუნო არ წამიკითხავს?

– რა თქმა უნდა,არა.საუბრის ტონად სარკაზმი აირჩიე და პლიუს ამას საუბარი ვერ წარმართე,ამის გაკეთება მე მაიძულე.გამონაკლისები,ხომ ფაქტს ამტკიცებენ,შენ უბრალოდ ვერ დაამტკიცე..

– რომ ყველა მამაკაცი ერთნაირი არ არის..

– აი ამ წამს,ისევ გამონაკლისად მეჩვენები!

– ვერაფერი გავიგე.შენი უმეტესად არ მესმის,მაგრამ მაინც მინდა გელაპარაკო და ნებისმიერ წიგნს მოვიხსენიებ “მაგ წიგნად” და ნებისმიერ ავტორთან საუბარს,შენთან ლაპარაკს ვამჯობინებ.

– ბანალური ხარ..

– და გამონაკლისი!

– ეს მხოლოდ იმიტომ,რომ თავად თვლი ასე.

– თავად მითხარი ეს.. მე მხოლოდ დაგეთანხმე.

–  ხომ იცი,ხშირად ენაზე მეტს თვალები ლაპარაკობენ..

– იქნებ,ის დღეც დადგეს,მეც რომ ვისწავლი შენი თვალებიდან კითხვას.

– მხოლოდ მაშინ,როცა აღარ გეყვარები..

– საერთოდ,მე პირიქით ვიცოდი,რომ მაშინაა ზედმეტი სიტყვები,როცა უყვართ.ახლა არ მითხრა,რომ არ მიყვარხარ.. ვერაფერს ვკითხულობ,შენგან განსხვავებით.აჰ.. ეს პასუხი იყო.. რომ,შენ არ გიყვარვარ.ამას ისიც ამტკიცებს,რომ არ გინდა რამდენიმე წუთი დამითმო.მაგრამ,მე მაინც პირიქით ვიცი და ჩვენ როგორც არ უნდა ვფიქრობდეთ,გამოდის ერთ შემთხვევაში მე არ მიყვარხარ,მეორეში – შენ.

– სულელი ხარ.ახლა იმ ერთადერთ საკითხზე ლაპარაკობ,რომელზე დავაც კიდევ უფრო დიდი სისულელეა.

– და მაინც,შენ წიგნი გადადე და ჩვენ ვილაპარაკეთ.

– დავამტკიცე?

– კი,გამონაკლისო..

5 Comments leave one →
  1. January 29, 2012 18:54

    მე ასეთი დიალოგისთვის ნერვები არ მეყოფოდა🙂

  2. goesandcomes permalink
    January 30, 2012 22:25

    ❤ love it.

  3. Sofo permalink
    January 31, 2012 21:32

    miyvars aseti da kide ufro kargi dialogebi❤

  4. October 21, 2012 15:53

    mshvenieria gamagizianebelic sainteresoc🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: