Skip to content

ადვილად მსხვრევადი ნივთები

January 17, 2012

ყველა ფანჯარა ჩალეწილია.. ყველა კარი ღიაა.. ქარი უდაბნოს ქვიშასავით ურევს ერთმანეთში აზრებს,მხოლოდ წვიმის იმედად ცოცხლობს მომაკვდავი განწყობა,რომელიც ნელ-ნელა ქაღალდივით იკუჭება და ყოველი ჩანაწერი მათთან ერთად ნაგვის ურნაში ცვივა.. მე კი ისე ვიმსხვრები,თითქოს ჩემი ძვლები შუშისგან იყოს დამზადებული.თითქოს უსულო საგანი ვიყო გრძნობების,ემოციებისა და სურვილების გარეშე.უშნო,ყველაზე უფერულ და მტვრიან ვიტრინაში დადებული,ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში,ზუსტად იქ სადაც ლამპიონის ნათურა გადამწვარია და არც არავინ აქცევს ამას ყურადღებას..

ასე ადვილად აღარ დავიმსხვრეოდი,მეორე შანსი რომ მქონდეს.. და შემდეგ თუნდაც მთელი სამყარო ამიმხედრდეს..

ამ კუთხის ხომ ყველას ეშინია,არც არაფერია იქ განსაკუთრებული,მაგრამ მაინც.. მბრწყინავ სიბნელეს,გამაყრუებელ სიჩუმეს და უსხეულო მოჩვენებებს ჩაუგდიათ ხელში,ოდესღაც..

ოდესღაც არსებული სინათლე ამ მიტოვებული გარემოსი.დრომ ჩამორეცხა მისი ფერადი კედლები და ქარებმა ჩალეწეს მისი პრიალა შუშები.მოჩვენებებმა კარის დაკეტვაზე უარი თქვეს,ის ყველასთვის ღია.. მაგრამ არავის აქვს იქ შესვლის სურვილი.

ყველაფერი ამ ქვეყნად წარმავალი წასვლით გულს გწყვეტს.შენს მიერ მოპოვებული დიდება ადრე თუ გვიან მათ მიერ იქნება მიტოვებული ბნელი ქუჩის კუთხეში,სადაც ერთ ქარბუქიან ღამეს ლამპიონის ნათურა გადაიწვება და ამას ვერავინ შეამჩნევს.

და მე ხომ მართლა შუშისგან არ ვარ დამზადებული.ჩემში ხომ ყველაფერია ემოციების,გრძნობებისა და სურვილების ჩათვლით.და მხოლოდ ჩემს ყურადღებას იქცევს ეს ადგილი თავისი იდუმალებით.იქ მხოლოდ მე და ის ვართ.. სამყარო,რომელიც ჩემსავით მარტოობას და მათ ბოროტებას გრძნობს..

მე ხომ მხოლოდ სამოთხეს ვეძებ ამ ქვეყნად,რომლისკენაც ფრთების გარეშე მივილტვი.და ვინ თქვა,რომ სამოთხე ნათელია და იქ ნათურა არ არის გადამწვარი..

და თქვენ ყველა ჩემსავით ადვილად მსხვრევადი ნივთები ხართ,მეტი არაფერი..

11 Comments leave one →
  1. January 18, 2012 02:04

    მმმმმ❤
    ვისიამოვნე კითხვისას🙂

  2. January 18, 2012 09:55

    იმიტომ რომ ადამიანები ვართ.
    ყველაფერი წარმავალია. არაფერია სამუდამო.
    გრძნობები მსხვრევადია და ერთერთი რაც გვაადამიანებს.

    • January 18, 2012 16:58

      გეთანხმები!🙂 ბოლოს რაც ადამიანებად გვტოვებს ეს ემოციებია! :))

    • January 18, 2012 20:06

      და ემოციები..🙂 არ მესმის უემოციო ადამიანების,ყველა მათგანს ხელოვნების ნიმუშივით ვუყურებ,როცა იძუნებული ხარ ემოცია მისგან თვითონ აღიქვა,მხოლოდ იმიტომ,რომ თვითონ ვერ გადმოცემენ..

  3. January 18, 2012 15:15

    kargia, dzaaaaaaalin…: **❤

  4. January 18, 2012 16:58

    ძალიან ძალიან კარგი პოსტია! და კითხვა მაქვს, როგორ ახერხებ მუსიკის ასე კარგად შეხამებას პოსტთან?

    • January 18, 2012 20:08

      მმ.. აარ ვიცი.🙂 უბრალოდ.ხანდახან წერისას ჩართულ მუსიკას ვადებ პოსტს და ხანდახან უკვე დასრულებულის კითხვისას. ))

  5. January 18, 2012 19:31

    მაგარია!❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: