შიგთავსზე გადასვლა

ჩემ სიზმრებში

დეკემბერი 8, 2017

23f38bd0901ac6e0d8d4bd6c90dbce4e--maya-angelou-happy-thingsჩემ სიზმრებში ყოველთვის ისაა საფრთხეში. მე ამას შორიდან ვუყურებ და არაფრის გაკეთება შემიძლია.
ამ დილითაც საშინელმა კოშმარმა გამაღვიძა, უფრო სწორედ, მან გამომაფხიზლა, ვერ ისვენებ და კვნესი, ისევ კოშმარი გესიზმრებაო? მერე ბალიში გამისწორა, საბანი გადამაფარა, იქვე ჩამოჯდა და მოყევიო მითხრა. ისევ მთაზე ვიყავი, იქედან კი ვხედავდი, როგორ გლეჯდნენ მხეცები, ისევ ვერ შევძელი დაყვირება, ვერავის დავუძახე, ვერ ჩამოვედი რომ თვითონ დავხმარებოდი. როდესაც ვიღვიძებ, კიდევ უფრო რთულია გახსენება, თითქოს მეორდება, სიზმრები ავიწყდებათ ხოლმე, მე კი ცხადად მახსოვს, ძნელია ეს დაივიწყო. ის კი ყოველ ჯერზე მაიძულებს გავიხსენო, მარტო ნუ განიცდი, ასე გკარგავო. წამოდი, ყველაზე მაღალ მთაზე ავიდეთო და ჩვენც ავედით. მხოლოდ იქედან რომ გადმოვიხედეთ, რომელზეც ვიდექი, მასზე ბევრად მაღლებიც დავინახეთ, ამ ფაქტმა გაგვამხიარულა. ხევის კიდეზე ჩამოვჯექით ცოტახნით, საოცრად მშვიდი იყო გარემო, ჩემი სიზმრებისგან განსხვავებით. კიდევ უფრო რომ მაფრთხობდა, იმდენად მშვიდი.
ამ ფიქრებში გართულმა რას ხედავ-მეთქი  ვკითხე, ღმად ამოისუნთქა და მიპასუხა: “თავისუფლებასო.” – მერე კითხვა დამიბრუნა, ვიდრე ვლაპარაკობდი ვერ გავბედე მისთვის შემეხედა. თვალი უსასრულო სივრცეში გამიშტერდა, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, თითქოს მომენტალურად დავბრმავდი.

– შენ უყურებ მას და თავისუფლებას ხედავ, მერე ალბათ მე და აქ ვარ, შენი ვოლიერი. მე კიდევ ვუყურებ ამ მთებს და აქაურობაა ჩემი ვოლიერი, შენ კი ჩემი თავისუფლება რომ მათ და მათში დამალულ საფრთხეებს თავი დავაღწიო. ყველაფერი რაც მიყვარს აქაა და მინდა გავექცე, მაგრამ ისე მღლიან, მაგის თავიც აღარ მაქვს.
შორიდან ყველაფერი ასეთი მშვიდი ჩანს არა? ვიდრე დაბლა არ დაეშვები, მხეცებს შეუერთდები, ბუნების დაუწერელ კანონებს საკუთარ თავზე გამოცდი, ისევ მოგინდება თავისუფლება? აი, რას ვფიქრობ, როცა შენ გიყურებ. თითქოს არაფერი იცი და არ მინდა რომ გაიგო, აქ სრულიად მარტო დავრჩე. ძალიან ბოროტი ვარ თუ მინდა ჩაგითრიო? თუ მინდა ჩემი უბედურების მოზიარე მყავდეს? მართალია, ჩემთვის აღარ იქნება აქაურობა შესაზარი, მაგრამ როგორ იმოქმედებს იგი შენზე? დავეხმარებით ერთმანეთს თუ ორივე დავიხრჩობით?

– სამყარო რომ ისე ეწყობოდეს, როგორც ჩვენ გვინდა მაშინაც სევდა დაგვახრჩობდა, მობეზრების სევდა. – ამის თქმაა და ისტერიკულად მეცინება.

– ახლა მობეზრება და ტკივილი ერთმანეთს შეადარე? და რომელია მაინც უარესი?

– შენთვის რომელიცაა ის. სხვისთვის სხვა. ერთი რამ უნდა გაიგო, რაც არ უნდა იწუწუნო საკუთარ მდგომარეობაზე, ვიღაც ისევე იტანჯება, როგორც შენ და შეიძლება უარესადაც. ეგოისტი არ ხარ, არადა თურმე არსებობს მაგაზე უარესი, მხოლოდ საკუთარი თავისადმი ეგოისტობა. ცოტა მეტად შეიყვარე, კარგი გოგოა, დამიჯერე.

– გმადლობთ.

– ქათინაური არ ყოფილა. – ისევ მეცინება და ზუსტად ვიცი მინდა ჩავითრიო. ოდნავ მჭვალავს გული ამის გაფიქრებაზე. – რა გავაკეთო?

– რასთან დაკავშირებით, სევდა როგორ დასძლიო, რჩევას მთხოვ?

– დიახ.

– კიდევ ერთხელ შეხედე ამ მთებს და უბრალოდ თქვი რას ხედავ.

– მთებს, ცას, ტყეს, მდინარეს..

– და მხეცები?

– მხეცებსაც, შეხედე მგელი! – ვცდილობ დავემგვანო და ხმამაღლა ვღრიალებ, თითებს თათებივით ვრკალავ. მშვიდად იღიმის და თვალს მარიდებს.

– ვჭამოთ რამე?

– კურდღელი, დღეს შენი ჯერია, ინადირე!

– გეყოფა, ადგილს ტოვებს და მზა საკვებით სავსე კონტეინერებს ჩანთიდან ალაგებს.

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: