Skip to content

რა მიგვაქვს, როცა მივდივართ?

February 8, 2017
Dead Flowers by Ilham Rambe

Dead Flowers by Ilham Rambe

ახლაც ვფიქრობ, რომ სათაურში კითხვების დასმა და მკითხველისთვის ფიქრის დაძალება ავტორის მხრიდან დიდი ეგოისტობაა, რადგან თუკი ვინმეში სინდისი გინდა შეაღვიძო, სწორედ ამის უმტკივნეულოდ მოსახერხებლად არსებობენ მწერლები. მახსოვს, დედას მოცემული შენიშვნები და სირცხვილისგან აალებული სხეული და მახსოვს ფურცლებზე ამოკითხული სხვისი ისტორია, არადა, მთავარი გმირი არ ვიყავი, შენიშვნა იყო თუ რჩევა, ვერ გავარკვიე, მაგრამ მუდმივად მახსოვდა და მისი წყალობით, ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ მაინც გადავრჩი წყენას.

გამოსვლისას კარი ფრთხილად მოვხურე, რათა მღელვარების შეტყობის შანსი მინიმუმამდე დამეყვანა. ის შემთხვევა იყო, როცა მხოლოდ ის ვიცოდი თუ საიდან მივდიოდი. ისიც კი არ ვიცოდი, რატომ მივდიოდი. დარჩენა ვერ ვისწავლე, მით ნაკლებ ძალისხმევას ვახმარ ვინმეს დატოვებას. უკანაც რომ გამომყოლოდა, ოთახში არ დავბრუნდებოდი, არა უაზრო სიამაყისა და ამპარტავნების გამო, არამედ, გადაწყვეტილების სიმტკიციდან გამომდინარე. ადამიანებს ყველაფრისთვის მიზეზი სჭირდებათ, მე – შეგრძნებები. თუ ერთ დილას იმ შეგრძნებით გავიღვიძე, რომ ოთახიდან უნდა გავიდე და აქ აღარასდროს დავბრუნდე, არ არსებობს ძალა, რომელიც დამტოვებს.

რა წავიღე? საკუთარი სხეული წავიღე, იმ ოთახში რომ მძიმედ იდო თავისულება შეზღუდული. სხეულის კედლებს მიმწყდარი, აფორიაქებული სული გამოვიტანე მზის სხივებზე. მარწუხები მოვიხსენი მისი მკლავების სახით, დამაბრმავებელ სინათლეს მოვაშორე თვალები, როცა კართან მზად მყოფნს მიყურებდა, ყველაფერს ამბობდა თავის სიჩუმით, უკვე ვიცოდი, როგორ ინანებდა არაფრის თქმას და მე აღარ დავამშვიდებდი, რომ აზრი არ ჰქონდა. მას კი დავუტოვებდი დაუმთავრებენ საქმეს, ყოველ არსებას რომ გონებას უჭამს მთელი დარჩენილი ცხოვრება.

როცა წამოვედი, შვება ვიგრძენი. საერთოდ არ ვწუხდი მან რა იგრძნო. ქუჩები ორმაგად ფართე მეჩვენებოდა, ვიდრე ოთახის ფანჯრიდან. მიზეზები არ მქონია, იმიტომ რომ მათ არასდროს ვუკვირდებოდი. სწორედ ამიტომ, არასდროს ვისმენდი ახსნებს და მითუმეტეს, თავს ვიღლიდი ბევრი ფიქრით. თუკი აქამდე ვფიქრობდი, რომ ზედაპირული ცხოვრება მღლიდა, იმ დილით გაღვიძებულმა ერთბაშად ვიგრძენი სამყარო ტვირთად. ფიქრი შევწყვიტე და კარი ფრთხილად დავხურე.

გააჩნია სად მიდიხარ. და თუ ჩემსავით არ იცი, სად მიდიხარ, როგორც ამბობენ, ყველა გზა “იქ” მიგვიყვანს. მნიშვნელოვანია, არ იფიქრო, რა მიგაქვს, როცა მიდიხარ, მათგან მაინც არაფერია შენი.

Advertisements
One Comment leave one →
  1. February 9, 2017 01:12

    ყოველთვის რთულია წასვლა და წასვლაზე რთული არ დაბრუნებაა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: