Skip to content

1/2

December 17, 2011

ჩემო შვიდჯერ გადახაზულო მუსიკალურო ნოტებო.❤

ჩემო ფორთოხალო!❤

ჩემო ბოლოს გადაკითხულო წიგნო!❤

ჩემო ლურჯო ფერო!❤

ჩემო გულის ფორმის პეჩენიავ!❤

იქიდან გამომდინარე,რომ მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანია მინდა იცოდე,რომ მენახევრები.❤

შენი ჩემი 1/2 ხარ!

მე გაყოფის ერთი წეტილი,შენ  – მეორე.

მე ტოლობის ერთი ხაზი,შენ – მეორე.

მე ფუძე ვარ,შენ – კვადრატი.

შენ ვერასდროს მოახერხებ ფესვივით ამოხვიდე ჩემი გულიდან,იმიტომ რომ მე – ირაციონალური რიცხვი ვარ.

იქედან გამომდინარე,რომ გეოგრაფია ერთ-ერთ საინტერესო საგნად მიმაჩნია,ჩემი დედამიწა ხარ.❤

შენ მიწა,მე – ჰაერი.

შენ წყალი,მე – ცეცხლი.

უფფ,როგორ ცუდად მთავრდება ჩვენი შეხვედრა ხოლმე..

რაღა შენი ხასიათი და რაღა ქიმიური რეაქცია, სწორედ ამიტომ არ მიყვარს ქიმია,მაგრამ ვერაფრით ვიჭერ თავს შორს..

მე და შენ ნივთიერებები ვართ,რომლებიც მარად ერთმანეთზე მოქმედებენ.❤

არც ერთი მოლეკულა დარჩა ჩვენში მთელი,სიყვარულის ატომებს ვერ დაშლიან ვერასდროს მხოლოდ.

ჩემო ჭკვიანო.❤ როგორ კარგად გესმის ფიზიკის. ამიტომაც იცი გადასარევად,რა სიმაღლიდან ჩამოვვარდი და რა სიჩქარით,როცა შემიყვარდი.

მე-ჩემები.მე-ახლოვები.მე-ნატრები.მე-სულდგმულები.

შენ-იანი ვარ და მუდამ შენ-თან ვარ.

შენ-ახარ მე.

მე-ვარ შენ.

ჩემო გემრიელო,ბუთხუზა ფურცლების დასტავ!❤

ჩემო მწარე შოკოლადო!❤

ჩემო შვიდჯერ გადახაზულო მუსიკალურო ნოტებო!❤

ჩემო ვაშლის პუდინგო!❤

ჩემო მეზობლის ბავშვის მიერ წართმეულო სათამაშოვ!❤

ჩემო გაკვეთილების ცხრილო!❤

ჩემო მზიანო დღევ!❤

ჩემო ბლოგზე ჩაჯღაბნილო ჩანახატო!❤

შენი/ანი!❤

13 Comments leave one →
  1. December 17, 2011 17:11

    აი ეს მესმის ემოციები . . .

  2. December 17, 2011 19:42

    ვიღაც ძალიან ძალიან ძალიან გიყვარს.. :)))) და კარგად გამოხატავ ამას! :))))

  3. December 18, 2011 22:03

    ვერ ვიტან მათემატიკას:/
    სიამოვნებით მოვეფერებოდი ერთ ადამიანს ამ სიტყვებით
    შეყვარებულო😉

    • December 19, 2011 00:34

      აამ,მე ძალიან მიყვარს.🙂 ❤ შეყვარებულოო.უფფ,ძალიან მომხვდა ყურში.🙂

  4. December 19, 2011 00:25

    ვაიმე! მართლა ცრემლები წამომივიდა❤
    ძალიან იმოქმედა, ძალიან მაგარია❤

    • December 19, 2011 00:35

      ემოციები.❤ ყველაზე მეტად მიყვარს ისინი.

  5. December 23, 2011 09:23

    აი, ეს მესმის, გულებიანო ანნა..
    უდიდესი სიამოვნება მივიღე..
    ყოჩაღ!❤

    • December 23, 2011 21:13

      მალობ,მაცო. )))
      ერთი ეს მითხარი,რას ერჩი საკუთარ ბლოგს. :> როგორი მიტოვებულია.. :ს
      ისევ დაუბრუნე ძველი ხალისი.❤

  6. December 26, 2011 10:47

    ჰო, ანნა, მიტოვებულია… ათასში ერთხელ თუ მოვიკითხავ ხოლმე..
    ახალი წლების მერე ვაპირებ სრულად განვაახლო..
    ვნახოთ აბა რა იქნება.. :*

  7. magda permalink
    February 24, 2012 22:11

    dzalian momewona … siamovnebit vkitxulobdi…🙂 arachveulebrivia

  8. Anna permalink
    June 15, 2012 01:21

    ra lamazia, momewona🙂 mechemeba🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: