შიგთავსზე გადასვლა

რა იქნებოდა…

სექტემბერი 15, 2019

5a74687aa3b70aeb517d2d747eecc9fbყველაფერს შეილება ჰქონოდა სხვა მნიშვნელობა, მათ შორის შენც. სტატუსები, რომლებსაც ზოგჯერ სურვილის გარეშე გვანიჭებენ და ისე გვამძიმებენ რომ არსებობის სურვილსაც კი გიკარგავს, ნებისმიერი სხვა შეიძლება ყოფილიყო. მაინტერესებს, ნამდვილად თავად აირჩიე შენი სტატუსი? და თუ გიფიქრია, რა იქნებოდა სხვა სავაურაუდო ცხოვრებაში…

მე, მაგალითად, მოსვენება მაქვს დაკარგული, მუდმივად “რა იქნებოდა” მეფიქრება. თითქოს არასდროს ამართლებს შენი არჩევანი, თუ საბოლოოდ გადაწყვიტე, ეს იმაზე მტკივნეულია, ვიდრე სხვისგან მოყენებული საკუთარი ტკივილი. ათას გასამართლებენ მიზეზს მოუძებნი, თუნდაც აღიარებ რომ უღირსი ადამიანია და ადრე თუ გვიან გადაივლის, დაივიწყებ. საკუთარ გონებას კი ვერ დაშორდები. დროთა განმავლობაში დაგროვილი ყოველი ემოცია აქაა და თან დაგდევს. ეს გროვები მხოლოდ იზრდება და იზრდება, ივსება და იძირები, იხრჩობი.

სრულიად უცხოს ვესაუბრე, უხერხულობის გრძნობა რომ დიალოგისთვის ჩამომეშორებინა. ყველაფერი ამოვთქვი, თუ როგორ არ მასვენებს საკუთარი სტატუსები, რომ მქვია ნათესავი, მეგობარი, საყვარელი, ადამიანი… ამ ყველაფერზე თქვენც აუცილებლად მოგიყვებით, როცა მზად ვიქნები.

ბოლოს ვისხედით ზაფხულის თბილ საღამოს გრძელ სკამზე ღია ცის ქვეშ და ჰორიზონტს გავყურებდით, ასე გაუნძრევლად ვანუგეშებდით ერთმანეთს გვერდიგვერდ ჯდომით, ზედმეტი პათეტიკის გარეშე, გავაცნობიერეთ რა, რომ ამ ჰორიზონტს დასასრული არ ჰქონდა.

შეგიძლიათ იგრძნოთ შვება, როცა გვერდით გრძნობ მშვიდ და აუღელვებელ სხვის სუნთქვას? შენც ამ რიტმს დაჰყვები და ფიქრობ, რომ რაც არის იმასაც არაუშავს. ვიდრე ამას იგრძნობთ, ყოველთვის გადარჩებით. ან მის გარეშეც, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს აბარიხართ, რაც არ უნდა შეიძინოთ და დაკარგოთ, რასაც ვერასდროს ჩამოიშორებთ აქაა, თქვენში.

როცა გადაღლილი თქვენთან საუბარს ვიწყებ თავს მძიმედ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ მადა არ მაქვს და სისუსტე გონებას მიბინდავს. რამდენიმე წინადადების შემდეგ ზუსტად იგივე სუნთქვის ხმა მესმის. ჰაერის მასა ყურის ძირსა და კისერში ფრთხილად მეფინება ყოველ ამოსუნთქვაზე და სრულიად უცხოში ისევ ვარჩევ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ვისაც ყოველთვის ესმის ჩემი გაუცხოება. აუღელვებლად ზის გრძელ სკამზე ღია ცის ქვეშ და მელოდება, ვიდრე დავბრუნდები.

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: