შიგთავსზე გადასვლა

სამყარო პატარავდება

ნოემბერი 18, 2017

არაფერს ვაბობთ, კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს.

შორს ვდგევართ და სამყარო პატარავდება.

ნიშნები არსადაა, სევდა კი ყველგან.

ყველა სარდაფში, ყველა სხვენში.

თუ შენ არ მოგწონს ცის ფერი და ჩვენ არ შეგვიძლია შევღებოთ იგი, გადავიფაროთ საბანი.

თუ მე ვერ ვწყვეტ ტირილს, შენი სიმღერა არის ხმა, რომელსაც ჰარმონია ითხოვს.

ნუ დავიმგვანებთ ერთმანეთს, რომ არ დავიხრჩოთ ზღვაში.

შენ უნდა იბრძოლო ყველგან და ყველაფერში, მაგრამ არა ჩემთან.

დრო ხაფანგია, რომელშიც გავებით და რაც უფრო მეტს ვცდილობთ გავთავისუფლდეთ, მით მეტად გვიზიანდება სხეული, ფრთები, სულ ბოლოს სული.

თუ ჩვენ დავტოვებთ ადამიანების მიერ შექმნილ სამყაროს და ავაშენებთ სახლს დიდი ღობით, ვიქნებით უბედურები.

თუ არ ვიზამთ ამას, ვიქნებით უბედურები.

დრო ხაფანგია, რომელშიც გავებით.

დაგიზიანდა სხეული.

დამიზიანდა სული.

ვჭირდებით ერთმანეთს.

სამყარო უსასრულოა, რაც უფრო შორს ვდგევართ, მით უფრო პატარავდება.

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: