Skip to content

პიტი

February 25, 2015

მშვიდად ვხურავ კარს და ბნელ ქუჩაში გავდივარ.

***

ხრამთან სულ ახლოს ვდგავარ და ფეხებს ვათამაშებ, ტერფები-ქუსლები-ტერფები.. ოდნავ ზედმეტი რომ მომივიდეს, უზარმაზარ ორმოში აღმოვჩნდები, სულაც არ მაშინებს ეს ფაქტი.

“დაშვება, ალბათ, სასიამოვნო იქნება.”

“..და შემდეგ მტკივნეული.”

“გგონია, რამეს შეგრძნებას მოვასწრებ?”

“დარწმუნებული ვარ, შენ ყველაზე მგრძნობიარე გოგო ხარ ამქვეყნად, იმ ქვეყნად და მათ შორისაც. მაგრამ რაღაც რეალურად უნდა არსებობდეს და არა შენს წარმოდგენაში, რომ იგრძნო, ისე სიყალბეა.” – მერე ხრამს მოვშორით და პიტის კალთაში მიმეძინა..

მარტოს გამეღვიძა.

ადამიანები გრძნობენ და წუწუნებენ, ეს ყველაზე მძიმე რამაა ამქვეყნადო. არადა, სიმძიმე არაფრის შეგრძნებაშია. მე მიგრძვნია – არაფერი.

***

პირველად გაოგნებული თვალები პიტის დაკრძალვაზე დამაჩერდნენ. სრულიად უცხო ვინმემ მკითხა, რამე ხომ არ გაწუხებს, რას გრძნობო.. არაფერს-მეთქი ვუპასუხე და წამწამები ნელა დაშორდნენ ერთმანეთს, მათ შორის უზარმაზარ ბურთებად ამოიზიდა თვალები, გუგები დაწვრილდნენ და ცისფერი ფერი კიდევ უფრო გამუქდა. იმ დღეს, ისინი გაუთავებლად მესაუბრებოდნენ, მე კი მხოლოდ თვალებს ვუსმენდი. მას შემდეგ მუდმივად იგივეს ვაკეთებ..

ყურები მხოლოდ პიტისთვის მქონდა, მხოლოდ ეს ხმა არ მიწვავდა მათ აპკებს. იგი მუდმივად სიმართლეს მეუბნებოდა. საჩუქრების შესაფუთ მაღაზიაში მუშაობდა, ჩემი მაშინდელი შეყვარებულისთვის განკუთვნილი საჩუქარი შესაფუთად გადავეცი და ვთხოვე შიგ ტკბილი სიტყვებით გატენილი ბარათის ჩადება არ დავიწყებოდა. ველოდი, რომ “ვინც არ უნდა იყო, შენ მას არ იმსახურებ” შემთხვევით აღმოჩნდა ყუთში, მაგრამ პიტმა, ეს განზრახ გავაკეთეო, ყველაფერი ერთად ვიგრძენი, გაბრაზება, ინტერესი, ცოტა სიმპათიაც და მას შემდეგ ვერ ამოვიგდე გონებიდან.

მაგრამ როცა აღარ იყო, მეც აღარაფერს ვგრძნობდი. არ მიგრძვნია მონატრება, ეს ყველაზე უაზრო გრძნობა იქნებოდა, არ არსებულის მონატრება. არც მარტოობა, მისდამი სიყვარულს არასდროს მივუტოვებივარ. არც წყენა, განა შეიძლება სამყაროს გაუბრაზდე, იმის გამო რომ თავად მიეჩვიე ადამიანს.. ასე ვგრძნობდი არაფერს.

***

ფლეილისტს ვეძებ: “კარგი მუსიკა, საშინელი დღისთვის” / Sleeping at Last – Saturn..

“რა საოცრება და სილამაზეა, თუნდაც მხოლოდ არსებობა..”

ზოგისთვის მხოლოდ არსებობაა ბედნიერება, ზოგისთვისაც – მხოლოდ შენი არსებობა.

***

მაქსი ჩემი თანამშრომელია, იგი ცხოვრობს და სურს მეც გადავცვალო მხოლოდ არსებობა ცხოვრებაში. ვიდრე ოფისიდან გავიდოდა შემომხედა, წამწამები რამდენჯერმე დახამხამდნენ, თვალის გუგები გაფართოვდნენ, მწვანე ფერმა გადაფარა სითეთრე.

***

თუ გამბედაობა მეოთხე სართულამდე შემომრჩა, ვეტყვი რომ მზად ვარ ვცადო.

მესამეზე სული დალია. რაც შეიძლება სწრაფად მინდა გავეცალო აქაურობას და სულელურ მცდელობებს, ისევ ვიგრძნო თავი ადამიანად.

“რამდენიც და სადამდეც არ უნდა ირბინო, მას, რაც გონებაში გაქვს, ვერსად გაექცევი.”

***

… ვუთხარი და წამწამები დაფრთხნენ, გუგები გაფართოვდნენ. არასდროს მოუცია საშუალება შემემჩნია, რა შავი თვალები ჰქონია. ლიზი იშვიათობაა, იგი თვალებს უსმენს, მე კი თვალებით საუბარი მიყვარს.

***

ახლა ის თვალები, რომლებმაც გასცეს დახუჭული აქვს. ნელი ტემპით სუნთქავს და ღრმად სძინავს. სულ მალე ინათებს, როგორც კი პირველი ორი სხივი სახეზე დაეცემა, წამწამებს საოცარი სისწრაფით დაახამხამებს, თვალებს გაახელს, თავს მაშინვე ჩემსკენ მოატრიალებს და გამიღიმებს, ბედნიერების ნიშნად რომ ამ დილითაც ჩემს გვერდით გაიღვიძა. არ ვიცი, მაქსი მიყვარს თუ მისი სიყვარული ჩემს მიმართ, თუმცა მისთვის სულერთია. მთავარია, დილით ახლადგაღვიძებულმა დამინახოს და იცოდეს, რომ საღამოს ისევ შეძლებს ჩემს კალთაში ჩაძინებას. მაქსს თავის ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი არსებობაც აკმაყოფილებს.

 ***

პიტი დამესიზმრა. ზღვის პირას, შუქურაში დაედო ბინა და დაკარგულ გემებს გზას უნათებდა, იფარებდა, შეშინებულ მგზავრებს სიმშვიდეს უბრუნებდა. დარჩენა ვთხოვე და არ დამიტოვა.

***

პიტი, უბრალოდ, სხვა სამყაროში ცხოვრობს. ამ სამყაროს ჩემი გონება ჰქვია.

მართალი იყო მაქსი, ვერ გავექეცი საკუთარ გონებაში დაბუდებულს, რომ პიტზე მოგონება, რეალურ მაქსზე მეტად მიყვარს.

***

უკანასკნელად რომ დამესიზმრა, “ეს სიყალბეაო,” – უემოციოდ მითხრა. იმ დილით, მაქსი რომ ტრადიციულად გადმობრუნდა ჩემსკენ, პირველად მომინდა მისი თვალები დამეკოცნა.

6 Comments leave one →
  1. March 2, 2015 17:19

    ადამიანები გრძნობენ და წუწუნებენ, ეს ყველაზე მძიმე რამაა ამქვეყნადო. არადა, სიმძიმე არაფრის შეგრძნებაშია. მე მიგრძვნია – არაფერი.

  2. 4everyoungsoul permalink
    March 3, 2015 19:07

    არაჩევეულებრივი მუსიკაა ^_^

  3. March 15, 2015 17:11

    usazgvro nichi gakvs.sakutar tavshi bolomde darwmunebuli unda iyo, avtoro.

    • March 15, 2015 22:33

      დიდი მადლობა, მსგავსი კომენტარები მარწმუნებენ კიდეც, მაგრამ საბედნიეროდ, ზღვარს ვერ გავცდები, ვიცი, რა მცირე შესაძლებლობების პატრონიც ვარ.

  4. March 16, 2015 01:17

    ginda sheni nawerebis shemdeg vinme imashi daajero rom mcire shesadzleblobebis patroni xar? me es gverdi marto imitom makvs shenaxuli rom shevamowmo axals wer tu ara rames.xo shen,piradad shen. mgoni mcire shesadzleblobebis mkone adamianebi eset zegavlenas ver axdenen. ar vici. sheidzleba vcdebi…

    • March 16, 2015 23:05

      კარგი რა, არ ვიცი რა ვთქვა. მხოლოდ ის ვიცი, რომ გულწრფელად მიხარია ამის მოსმენა და ვერ ვიჯერებ ჩემზე ამბობ. მადლობა ამ სიტყვებისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: