Skip to content

პროცესი

January 24, 2015

ჩაის რომ დაასხამ, აი, ასე გამზადებულს, შენ წინ, ჭიქაში ხელის დაკარებამდე უკანასკნელად შეხედავ და.. აღარ გინდა. საკუთარი თავი გაშინებს, ვიდრე გააცნობიერებ, რომ პროცესს ჰქონდა ხიბლი, მზად ხარ კიდევ ერთი დაასხა, დაიდგა წინ და არ დალიო.

მიდიხარ ქუჩაში. მოსახვევს გაცდი, მაგრამ არ ჩერდები, ყველა მოსახვევი შეცდომაა, როცა დანიშნულების ადგილი არ გაგაჩნია.

ფორტეპიანოს კლავიშებს რომ ეხები, ხმას არ გამოსცემენ, ისეთი არარაობა ხარ. მას შემდეგ გახდი, რაც პირველად არ აიხედე ცაში, როცა ლოყაზე უზარმაზარი თეთრი ფიფქი დაგეცა. კრისტალის შეხებამ მთელ ტანში დაგიარა ელვასავით. შენ კი, მაინც არ აიხედე..

შუა ზამთარში ხარ გაჭედილი და გასაქცევი არსადაა.

ტრიალებ მის ძებნაში, თავბრუსხვევა, სამყაროც აგყვა და ორივენი შეუჩერებლივ ხაზავთ წრეებს.

დაეცი. გადაგიარა.

გეშინია თვალების გახელა, ყოველ ჯერზე იგივეა, გაყინული გარემო, ჩამხრჩვალი სიჩუმესა და სითეთრეში. მერე ეს სიჩუმე შენს სუფლიორად იქცევა და ისევ ფეხზე დგები, ჩუმად მიუყვები გზას.

გააგრძელე სიარული.. გააგრძელე, ვიდრე მოულოდნელად, არ აღმოჩნდები ადგილას, რომლის დათვალიერების შემდეგაც აღმოაჩენ, რომ თურმე ის არსებობდა და არც თუ ისე შორს ყოფილა.

მუდმივად ეძიე, რისი პოვნაც არ გიწერია. უკვე დაიჯერე, მთავარი პროცესია და არა ფინალი.

ჩაის ჭიქას გაყინულ თითებს მჭიდროდ ხვევ და სითბო წვეთ-წვეთად იღვრება შენს ძვლებში. იმ ფიფქის შეხებასავით ჟრუანტელისმომგვრელია ეს მომენტი. ფანჯრიდან თეთრ სამყაროს გაყურებ და სიმშვიდე ერთიანად გიპყრობს.

შემდეგ დილამდე.. უკვე ეჩვევი. არაფერია, ჩვენ ყველანი დაკარგული მოგონებები ვართ, ადრე თუ გვიან. შენ არ ხარ მარტო.

“თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ფანჯარაში შენ ჩანხარ?”

“თუნდაც ამიტომ.. მე აქ ვარ, ფერად სამყაროში, მოდი და მიპოვე. არ ვყოფილვარ დასაწყისი, მაგრამ ვიქნები, შენი მარტოობის დასასრული.”

2 Comments leave one →
  1. February 1, 2015 21:44

    were were sul were

    • February 2, 2015 18:10

      მადლობა, სტიმულისთვის! ვეცდები, ვეცდები, ვეცდები..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: