Skip to content

ჩვენთან არ საუბრობენ

December 9, 2014

ჩვენ არცერთი ვკვდებით ბუნებრივი სიკვდილით, ჩვენ ყველას გვკლავენ. უფრო მხტვრულად რომ ვთქვათ, სიცოცხლეს გვისწრაფავენ და ეს უკანასკნელი უფრო სწორია, რადგან ყველას ერთი ლიმიტი გვაქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის. ეს ლიმიტი კი ბოროტებით ნელ-ნელა ან სწრაფად ივსება, სიჩქარე კი ჩვენს გარდა ყველა იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთანაც ურთიერთობა გვქონია, გვაქვს ან მომავალში გვექნება. ბოროტება უამრავ სიტყვად შეიძლება დავყოთ, მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტება სევდაა. იმ დღეს სევდა ტელევიზორში გაგონილი ფრაზით “დამეხმარეთ, ვკვდები” მივიღე. სევდას საოცარი ნიჭი აქვს, თავში არსებული სიცარიელე ერთიანაც მოიცვას და ვიდრე მის განდევნას, მოთმინებით, ხელოვნებით არ შეეცდები, იქამდე იქნება დაბუდებული შენში. იმ დღეს სევდა მუსიკით გავაგდე. საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს წამალი, მაგრამ ყველა წამლის მოქმედება, მხოლოდ დროებითია.

სიკვდილის ასაკთა შორისი განსხვავებები ჩვენი ლიმიტის ამოწურვის ბრალია, ზოგს ადრე უვსებენ, ზოგსაც გვიან..

***

გიყურებ ყოველ ოთხშაბათს, როგორ ათვალიერებ ხელოვნების თაროს, ნელა, ფრთხილად აყოლებ წიგნებს თითებს, თითქოს შეხებით გრძნობდე, რომელი აჯობებს. თანაც იხსენებ, ეს უკვე წაიკითხე, ესეც.. ისევ ყველა წაიკითხული გაქვს და  სალაროსთან მიდიხარ, მერამდენედ უნდა იკითხთო, ახლებს როდის მიიღებენ.

შემთხვევით აიღე დრამის თაროდან ყველაზე თხელი წიგნი, მხოლოდ გაიღიმე, მაშინვე თვალებს ხრი და წიგნს აწოდებ.

“ვიცი, რომ შენც გრძნობ ამას..”

“როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს იმოქმედებს?”

“ალბათ, ვიდრე შენობიდან გახვალ.”

“მერეც რომ გამყვეს?”

“მაშინ დაბრუნდები.”

“შენზე იმოქმედებს ჩემს დაბრუნებამდე?”

“არ ვიცი, როცა დაბრუნდები მერე მივხვდები.”

“რომ არ დავბრუნდე?”

“შენი დაბრუნებისას რომ აღარ მოქმედებდეს?”

“- ცხრა და ოთხმოცდაათი.” – ამჯერად ხმამაღლა გაიჟღერა.

“თქვი რამე, გამაგონე შენი ხმა, გამაგონე მუსიკა, რომელიც სევდისგან დამიცავს.” – ესეც რომ ხმამაღლა ეთქვა.. ეტყოდა, ალბათ, რამეს ან ისევ გაუღიმებდა მაინც.

სევდა დარჩა, მუსიკა გაჰყვა – “ცხრა და ოთხმოცდაათი”. ბოროტება ქირქილებს, პირველად გაჰკრა მას კბილი და ლიმიტის შევსებაც დაიწყო.

***

წლებმა გაიარეს, დაგროვდა და შეივრო, როცა გადმოსვლა დაიწყო, პირველი სევდა გაახსენდა, ბრჭყვიალა ოქროსფერი თვალები, წიგნებზე მოთამაშე თითები, წითელი ბაფთით შეკრული წაბლისფერი თმები, ბალერინას ფეხსაცმელები და გვირილებიანი საზაფხულო კაბა. გაახსენდა, იმ ოთხშაბათის შემდეგ რომ აღარ მისულა, არადა უნდოდა თვალებით კვლავაც ეთქვა, რომ ისევ მოქმედებდა, მთელი კვირა მოქმედებდა, მთელი ცხოვრება მოქმედებდა..

მეცნიერები მარტივად აგიხსნიან, როგორ აკონტროლებს ტვინი სხეულის სხვა ორგანოებს, ბრძოლის მოედანზე მარტო დარჩენილი მხდალი მებრძოლივით, სულ ბოლოს იგი ამბობს “F*ck this sh*t, I quit”.

4 Comments leave one →
  1. December 10, 2014 18:54

    გავჩუმდი,ვუსმენდი,ვკითხულობდი..

    გავჩუმდი,ვუსმენ,ვკითხულობ.

    • December 12, 2014 23:37

      დიდი მადლობა, ალბათ ხვდები, რამდენად სასიამოვნოა მსგავსი კომენტარის წაკითხვა❤

  2. January 24, 2015 13:41

    გამოჩნდი. ეს ბლოგი არაა საკმარისი შენთვის. შენ უფრო მეტ ხალხს უნდა ხიბლავდე ასე.

    • January 26, 2015 23:03

      ყველაზე სასიამოვნო კომენტარი იყო, ჩემი ბლოგის არსებობის მანძილზე. ძალიან დიდი მადლობა ამ პოზიტივისთვის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: