Skip to content

ჰაიკუ

September 23, 2014

ვიცი სიყვარულისთვის არ უნდა მიმეცა უფლება, უნდა ჩამეხშო ამბიცია, მაგრამ მიყვარს ჰაიკუ და დავწერე.. არ ვინანებ, არ მაჯავრებს კრიტიკა, მხოლოდ სათქმელი.. და ამ პოსტზე გადავწყვიტე, რომ მუსიკაც ზედმეტი იყო.. სიჩუმე იყოს მუსიკა.

იაპონიავ, მიყვარხარ

შენი, ანნა

 

თუ გინდა მთვარევ,

შენ გაიარე ეს ჩემი გზა,

შემოდგომა მძულს.

 

ცვრიანი ბალახი,

ჭიამაია გადაფრინდა ვარდზე.

შავი კოპლები.

 

თუ მიმატოვებ

ისევ დაბრუნდი მერე,

ქარიანი ამინდებია.

 

არ შემიძლია,

დავიწყება ვარდისფერის,

გაუშლელი ყვავილები.

 

სავსე მთვარემ,

ჩამოსძახა დედამიწას

გამოდი, გხედავ!

 

ბუნიაობა ივლისში

დაბადების დღე გოგონას,

უკვე ქალია.

 

მარსი და ვენერა

შესცქერიან როგორ უვლის მთვარე

დედამიწას წრეს.

 

ოქროსფერი გაზაფხული?

ალბათ თავი შემოდგომა ჰგონია,

აირია ყველაფერი..

 

ხმაური, დინ-დონგ!

ხმაა როგორი ცივი

როგორც პოეტის გონება.

***

ხმაური, დინ-დონგ!

მზემ გადაწყვიტა ამოსვლა,

სხივი დაიძრა.

 

ტკბილი თუთა,

მუხლუხოს სულ ცოტა დარჩა

აი, ისიც ლურჯდება..

 

ბგერები ცოტაა,

როგორ ვიმყოფინო 7,

ან 5, როცა ვერ ვიტევ..

 

ჩემს მხრებზე თავს

ძალიან უყვარს შენს მხრებზე,

იდოს, აღარ ცივა.

 

არც ისე შორსაა, იცი,

ზამთარი ჰქვია და თეთრია,

ვიდრე გაზაფხუ…

 

სადღაც შორს, ანდაც

ახლოს, აქვე წიფლნარი,

კოდალა ებრძვის პარაზიტებს..

 

წვიმა წვეთებად

ჩამოიღვარა მის გონებაში,

დასველდა გრძნობა.

 

უკვე ღამეა, ჰმ,

გეიშამ გადაიფიქრა,

არ იქნება ცეკვა.

 

აღარ ჰყეფს.

დაიღალა ალბათ ძაღლიც,

სიჩუმემ განაგრძო..

 

ახალი მთვარე

ბაიკალივით სავსე ახლა,

თევზი აირეკლა მასში.

 

თუ მივატოვე ჩემი ბავშვობა

მამას თვალები შემახსენებენ უკანასკნელ ზამთარს..
დახუჭული თვალები.

 

ისევ სული, ვერ ისვენებს

თუმც არ იცის ლაპარაკი და ეს ხმაური

იკარგება სამყაროში, ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით

 

გადაწყდა ხვალე!

გუშინაც გადაიფიქრა,

ასე თქვა, “გადაწყდა ხვალე!”

 

ქოხი ახმაურდა

გუბეში ვისვრი ქვას, მთვარეს ვუმიზნებ,

აცდა, აღარ მიკვირს.

 

არ სურს, რომ ჰგავდეს

სხვას არსებულს უკვე ამქვეყნად,

არამედ სხვას, შორს, ცაში.

 

ერთი ამოსუნთქვით

ვწერ ჰაიკუებს, იქნებ,

დავიცალო..

 

ჩანაფიქრი გულში

არც დღეს გამოუვა, იცის,

ვარსკვლავებმა, “არაო!”

 

ბეღურა გალობს ზამთრის პირს,

არ ენანება დათმობილი სიცოცხლე,

უყვარს ამ ქალაქის ზამთარი.

 

ფურცლის დაკუჭვა,

იგივე ხმაა, ძირს ვარდება,

ისევ სავსეა ურნა.

 

არ სურს წასვლა,

მაინც მიდის გამთენიის ხანს.

არ სთხოვეს დარჩენა.

 

ჩაი და ტკბილეული,

დახრული კბილები სტკივა,

ერთი ყლუპი გაუნელებს..

 

შევდივარ სახლში

ისევ ისე ცივა და სიჩუმეა

ვნატრულობ ძაღლს.

 

გადავწყვიტე, დო

ეს ბოლოა დღეს, რე, მი, ფა

გაგრძელება? სოლ..

 

ღამე მშვიდობის,

იქნებ დაიძინო ჩემთან,

მე ისევ ვცდილობ..

One Comment leave one →
  1. September 30, 2014 21:35

    mshvenieri . ;o dzalian momewona

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: