Skip to content

სიზმრები შემოდგომაზე

September 1, 2014

შემოდგომის გრილი კოცნა ცხელი ზაფხულის დასასრულს და შეღამებისას ერთი საათით ადრე ანთებული ქუჩის ლამპიონები. ჩახრილი თავები, თვალები არ ჩანს.. ალბათ, დაღვრემილი. მელანქოლიით შეპყრობილი გარემო. ცოტა ჩაიწიეთ, ვერ ვეტევით, მაშინ როცა კილომეტრია ჩვენს შორის. ნუთუ ეს შენ გააკეთე? უსინდისოდ ჩაყლაპე ბოლო წვეთი ჰაერი და თვალები ამაზრზენი სიამოვნების გრძნობით აგენთო, ისე ციმციმებენ, როგორც მთელი დღის ლოდინისგან გადაღლილი ლამპიონები პირველი ვოლტის მიწოდებისას. აინთნენ და ქარმაც სამხრეთის ნაცვლად ჩრდილოეთიდან დაუბერა. მასაც მობეზრებია ერთფეროვნება და ჩემს თმებს დააცხრნენ მისი ხელები გასართობად. მეფერებოდნენ, მამშვიდებდნენ, “ჩვენ დაგიცავთ უბედურებისგან. დაგიცავთ კოშმარებისგან, ღამით რომ არ გაძინებს. გზიდან გავაბრუნებთ შენ წასაყვანად მოსულ ეშმაკს საყვარლის სახით. შენ მხოლოდ გვენდე, დაგვაცადე ბრძოლა და არ დათმო საკუთარი თავი ჩვენი დაკარგვის შიშით.”

განა ვინ ასრულებს დანაპირებს, არც მათ შეასრულეს. დადგა თუ არა შემოდგომა ისევ იცვალა ქარმა მიმართულება. გაცივდა, უსიამოვნო იყო მისი მოფერება, ყოველ დაბერვაზე, ყოველი შეხებისას სხეული მიმძიმდებოდა, ადგილზე ვიყინებოდი, სულ მალე კი შეგრძნების უნარსაც ვკარგავდი და მდგომარეობას შეჩვეული ისევ სკამზე ვეშვებოდი, თავს ვხრიდი, თვალებს არ ვაჩვენებდი დანარჩენებს.. ყველა მიხვდებოდა, მე კი მინდოდა დამემალა, მსურდა მხოლოდ მე მცოდნოდა ჩემი ზაფხულის ღამის სიზმრები.. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, თავდაპირველად სასიამოვნო, გამაგიჟებელი, ბოლოს კი, ჩვეულრბრივ, კოშმრად ქცეული, მე მაინც ჩემთვის მინდოდა, რადგან არაფერი გამაჩნდა ამ ქვეყნად მათ გარდა.. სრულიად არაფერი, გარდა საყვარელისა, რომელიც დაცემული ანგელოზი იყო.

მე არ ვაკეთებ არაფერს, გარდა იმისა, რომ ყოველი კვირის პარასკევს, ვსვამ ბოლო ყლუპ უკვე გაცივებულ ყავას ფინჯანიდან, ვეყრდნობი მოაჯირს, ცალი ხელით თავს ვიმაგრებ, ველოდები საყვარელს და დამსხვრეული სამყაროს ერთხელაც გამთელებას..

შემოდგომის გრილმა კოცნამ ზაფხულის მიწურულს გამომაფხიზლა, ლამპიონების ანთება დავიწყებიათ, სჯობს მივტრიალდე, ქარი პირდაპირ სახეში მიბერავს, კიდევ ერთხელ ვკარგავ თავს სხვისი დაკარგვის შიშით, ეშმაკი საყვარელის ღიმილით მეგებება.

“გაიქეცი, ჩემო ძვირფასო, ყველაფრისგნ, რაც ძალას არ მატებს შენს მშვენიერ ფრთებს. გაიქეცი, როგორც ჯოჯოხეთიდან, მათგან ვინც ბასრ დანას უმიზნებს შენს ისედაც დაუძლურებულ, დადაღულ გულს და გიკლავს უკანასკნელ ნაზ ზმანებას შენი გულისას..”

ხვალ პარასკევია.. იქნებ შაბათს მოვახერხო, იქნებ ეს შემოდგომა იყოს დანარჩენებისგან განსხვავებული.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: