Skip to content

14 აპრილი

May 14, 2014

3d7d53daa326ჩვეული დღეა 14 აპრილი. ისევ ისე მეზიზღება ცამდე აზიდული შენობები. მეცოდება მათ ძირში დარჩენილი, შეხუთული ხის ფესვები.

საკუთარი თავი მეცოდება, ცა რომ ლიმიტია. სხვებს რომ აჰყოლია და მიწას ჩასჩერებია ყოველ ჯერზე, როცა გული მაღლა ახედვას ლამობს. ვერაფრით რომ ვერ გაარღვია სულისშემხუთავი ველი, ადამიანებს რომ შეუქმნიათ მის გარშემო.

მეზიზღება რუტინა, თავის მოჩვენება, სიამაყე. სიჩუმემ ძალა გამაცალა, ტვინი დუღს ფიქრით. თავი მომაბეზრეს დედამიწაზე მყარად მდგარმა ადამიანებმა. მათ მაგივრადაც მე მაწუხებს ეს ერთფეროვნება. მიაღწევ მიზანს და დარწმუნდები, არც ეს ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი.. კვლავაც აღუვსებელია გული და მუდმივი წყურვილის სურვილი გახრჩობს.. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვახრჩობთ.

განმარტოვება სულის ხსნაა და რა შორსაა მწუხარება, როცა მარტო ხარ.. გრამაფონი ფირფიტას ატრიალებს, მუსიკაც სულის ხსნაა.. ნოტები აჩქარებულ გულის ცემას ჩვეულ რიტმს უბრუნებენ. სადღაც ვარსკვლავები კვლავაც დაუღალავად ანათებენ, იმ იმედით, რომ ამ ღამით სურვილს ჩაუთქვამენ..

მეზიზღება ცამდე აზიდული შენობები, გაზაფხულის გრილი სიო მაინც აღწევდეს მათ შორის.. ჩემამდე.. რომ გონება გააგრილოს. აჩქარებულ გულისცემას ჩვეული რიტმი დაუბრუნოს..

ჩვენი ქალაქის ცაზე ვარკვლავებიც კი არ ჩანან. კიდევ უფრო უბრალოა არსებობა მათ გარეშე.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: