Skip to content

ჟანი და ერთადერთი ქალი დედამიწაზე

May 1, 2014

ყველას უყვარს ჩანახატები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხებიან. მე მიყვარს ჩანახატები, შუა ჩასუნთქვაში რომ წყდებიან..

ყველას უყვარს მუსიკა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. მე – რომელსაც მწუხარება მიაქვს.

ჟანი ცხადად ხედავდა, როგორ მიდიოდა ღამით ცარიელ ქუჩაში, წვიმასა და საშინელ ქარში, ერთადერთი ქალი დედამიწაზე. რა ამაყად მიაბიჯებდა, განა კიდევ იხილავდა რამე მშვენიერს ადამიანი, ვიდრე მსხვრევად არსებას ბედთან მებრძოლს. ვის სჯერა ბედის არსებობის, ვის – არა, ქალს კი სჯეროდა და ცხოვრების ერთადერთ მამოძრავებელ ძალად ექცია მისი შეცვლა.

ვის აქვს უფლება, გადაწყვიტოს ჩემი ბედი ჩემს გარეშე? ღმერთი? განა არსებობს.. მაგრამ ადამიანები, მათ ვინ შთააგონა, რომ სხვის ცხოვრებაზე ბატონობის უფლება აქვთ. რატომ უთხრა ჟანმა რომ მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს? რატომ არ უნდა იკარგებოდეს რამდენიმე საათით გაუფრთხილებლად, რამდენიმე დღე.. ჟანს არ ესმის მისი, მაშ როგორ უყვარს.. “იქნებ არც ვუყვარვარ?” რა შემზარავი წამი იყო, როცა გონებაში ფრაზამ გაიელვა. მე რომ მიყვარს, ხანდახან, სწორედ ამიტომ მჭირდება მისგან დასვენება. სიყვარულში თავისუფლებას ვეძებთ, მოულოდნელად კი გალიაში ამოვყოფთ ხოლმე თავს. ერთმანეთს მობეზრებულები მის კედლებს მივაწყდებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს გალია ღია სივრცის ილუზიას ქმნის, თითქოს ჰაერი აღარ გვყოფნის, მას მიაქვს ჩვენი წილი და ორივე გავიგუდებით, თუ ცოტა ხნით ვინმემ გალიის კარი არ გაგვიღო.

ახლა მან გამოაღო გალიის კარი და ჟანი შორიდან შეჰყურებდა, როგორ ტოვებდა ერთადერთი ქალი დედამიწაზე.. შიშმა აიტანა. ქალი თავისუფლად სუნთქავდა, ცოტა ხანში ნაბიჯსაც აუჩქარა..

“მე თავად დავწერ საკუთარ ცხოვრებას,” – ფიქრობდა იგი.

“მაინც ჩემთან დაბრუნდება,” – გაიფიქრა ჟანმა და დაშვებული ცხვირი აბზიკა, “მისი ვარსკვლავი ჩემს ვარსკვლავს კვეთს..” – ისევ ქალისკენ გაიხედა. რა შემზარავი წამი იყო, როცა გონებაში ფრაზამ გაიელვა: “ბედისწერაზე რომ გაიმარჯვოს?”

3 Comments leave one →
  1. May 13, 2014 04:10

    au es vinaa miyvars mgoni ukve es gogoooo ar vici vinc xar vgijdebi shens gonebaze da azrovnebaze zaan magari xar vnc xar :* :* :* :* :* :*

    roca shevcqeri cxovrebas gavlils
    vitvli shecdomebs da tan mbezrdeba
    shemdeg gavxedav gasavlel manzils
    vici, is agar ganmeordeba
    meubnebodi miyvarxar zlier
    shensavit arvin shemiyvardeba
    axla ki vxedav,micrueb imeds
    me ki, gicdi da tan migamdeba
    dagamdeba da gavyvebi chems gzas
    rac wutisofels ar emsgavseba
    gmerti gadawyvets sad waval me da
    mand gasavleli gzac ar darcheba
    gaxsovdes mudam, me shen miyvardi
    miyvarxar axlac, zlier tund, malvit
    amas rodesac mixvdebi mashin
    midi xatebtan mitire santlit
    is gaixsene rogor miyvardi
    meubnebodi “mec miyvarxaro”
    amas gaigeb da chumad ityvi
    “miyvardi, magram amit ragao”?
    arc araferi magram icode,
    shen shemaswavle me grznoba didi
    amas mixvdebi da tund kvdebode,
    modi saflavze macxone gvinit.
    ra vqna? me grznobebs mets vegar vmalav
    gamige, sulshi kvlav vitanjebi
    igrznob igives da mere naxav
    shens dakargvas me rom vinanebdi
    dgeebi gadis me ki vlotaob
    vcdilob gvinoshi grmad, rom chagdziro
    ver vxvdebi, shen rom gvinoshi zixar
    eg gvino me xom unda davlio?!
    me shen gagimxel chems natvra-fiqrebs
    miwa viyav da miwad viqcevi,
    mageram sanam me miwa mimigebs,
    me shentan ertad, mainc viqnebi…

    shemifase : )))

  2. May 13, 2014 04:19

    gaxsovdes da icode ro chemis axit etri tayvanismcemeli gyavs😀😀😀😀

  3. MaYeR permalink
    May 27, 2014 20:36

    dzaan magaria :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: