Skip to content

სადღაც მიწასა და ცას შორის..

March 29, 2014

შეიძლება პირველივე სისულერე, რაც აზრად მომივა, გითხრათ? რა თქმა უნდა, ეს ორიგინალური არ იქნება, რადგან ადამიანები სწორედ ამას ვაკეთებთ ყველაზე ხშირად, მაგრამ..

მინდა რეინკარნაციის მჯეროდეს. ჩემი გარდაცვალება ნიშნავდეს ჩემს ჩიტად დაბადებას. როგორ ფიქრობთ ცუდი თოლია ვიქნებოდი? ამ სამყაროს ზემოდან ვუთვალთვალებდი და ყველაზე გემრიელი და მნიშვნელოვანი ლუკმა, ადამიანთა მიერ დაწესებული საზღვრები ჩემთვის არ იარსებებდა. ალბათ ჯონათანი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი, არაფრით გამორჩეული თოლიაც კი ბედნიერი ვიქნებოდი

რატომ, მაინც და მაინც, თოლია? იმიტომ რომ ზღვა მიყვარს. მისი სიმშვიდითა და მღელვარებით. თითქოს ჩვენს წინ უზარმაზარი ცოცხალი არსება იყოს და თავის ემოციებში ჩვენს ჩახრჩობას ლამობდეს. შეხედავ მშვიდია, მიუახლოვდები და თითქოს იგრძნოო, პირველად ნელა, ფრთხილად გამოუშვებს ტალღას სანაპიროსკენ, ფრთებს მოიქნევ რომ გაეცალო, მერე მეორედ უფრო მძლავრად, რას ჰქვია გამეცალე და მიუკადრისეო, იმდენს იზამს მაღალს, შორეულ კლდეზე გაიძულებს აფრენას და მერე ქვემოდან ისევ ისე მშვიდად შემოგყურებს, თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს, რომ მის ტალღებში არ დაიხრჩვე.

არც მიწა და არც ცა ჩემი არ არის. სადღაც მათ შორის პატარა საპნის ბუშტში ვცხოვრობ და სამწუხაროდ, სულაც არ გამოვირჩევი სტუმართმოყვარეობით. რაც საპნის ბუშტში ხდება, საპნის ბუშტშივე რჩება.. მახსოვს, როგორ დავხუჭე თვალები პირველად რომ მკითხეს რაზე ოცნებობო, მაგრამ აღარ მახსოვს რა ვუპასუხე. მეუბნებიან, ვიდრე ვოცნებობ, რეალობა ხელიდან მეცლება და მერე ვინ თქვა, რომ ამას ვჯავრობ? განა მკითხა ვინმემ ოდესმე.. კითხვის გარეშე, პასუხებს არ იძლევიან. ოცნებების რეალობად ქცევა სულაც არ არის მთავარი, მნიშვნელოვანი ის ფერადი გზაა, რომელსაც მის ასახდენად მივუყვებით და არა ბოლო გაჩერება. შეიგრძენით წუთები, მომენტები, გაანთავისუფლეთ სხეული ემოციებისგან.. და მეც თვალებს ვხუჭავ, წარმოვიდგენ, როგორ ვეშვები ზღვაზე და ის ღელვას იწყებს.. ამ ტალღას ვეღარ მოვერევი..

მერე გავფრინდებოდი.. საით? საითაც მზე გამიძღვებოდა. სადღაც მიწასა და ცას შორის ვიფრენდი დაუსრულებლად ან იქამდე, ვიდრე ცას ვარკსვკლავად არ ჩამოვეკიდებოდი..

16 Comments leave one →
  1. March 29, 2014 05:51

    ისე, ჩიტად გადაქცევაზე ოცნებას ხომ არ ჯობს რეალობას გაუსწორო თვალი და საკუთარი ადგილი მოძებნო? ნუ ეცადო მაინც…

    პ.ს. მესმის შენი ნაწერის პათოსი, თუმცა მაინც გავბედე და გკითხე

    • March 29, 2014 14:52

      მგონი მაქვს კიდეც საკუთარი ადგილი ნაპოვნი, მაგრამ ამ ქვეყნად ისეთი ადგილი მაინც არ არის, რომელიც ბოლომდე ჩემი “საკუთარი” იქნებოდა.
      ყველას გვჭირდება, თუნდაც რამდენიმე წუთით, სადღაც გაქცევა..

  2. March 29, 2014 13:48

    არადა, თოლიები ძალიან ხარბები და არც თუ ისე კარგი ტიპები არიან, როგორც ჩანს.

    • March 29, 2014 14:53

      რას გულისხმობ?🙂

    • March 29, 2014 14:57

      ანუ ყველაფერს ნუ ინატრებ, რაც შორიდან ლამაზი ჩანსთქო. მგონი , დაახლოებით ამის თქმა მინდოდა.
      ან უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ეს მყივანა თოლიები არ მიყვარს.

    • March 29, 2014 15:16

      ბოლო ნაწილი უფრო ალბათ🙂 თუმცა, პირველიც მისაღებია.

    • March 29, 2014 15:18

      🙂 მაგრამ ადამიანებს თეთრი მხოლოდ თეთრი გვგონია.
      ხომ.
      ალბათ ასე.

    • March 29, 2014 15:23

      უბრალოდ, ასე რეალისტურად და მუქ ფერებში არ მიყვარს ყველაფრის დანახვა. ჩანახატიც აქედან გამომდინარე გამოვიდა, როგორიც გამოვიდა..

    • March 29, 2014 15:23

      sorry :* mesmis.

  3. May 13, 2014 03:44

    zan magari xar chanaxats poetebi aketeben da me es momwons zohjer ve vuwodeb chems tavs poets urbalod zogjer gavuberavtxolme da amis sxvas ar esmis

    • May 13, 2014 03:48

      chanaxatis mnishvneloba unda icode es ro gakicxo chanaxatis mnishvneloba ro icode cxovrebashi ertxel mainc udna dawero leqsi tundac uazro magram gulit
      gulidan wwamosuli cremlebi zogjer tvalebamde ver agwevs es zogiertebis shemtxvevashi magram melani ro mimtavrdeba gulidan wamosuli cremlit vavseb sawerkalams da misi meshveobit vwer
      exa mitxari eg melnad ar gamodgebao da agar gagigrzeleb

  4. May 13, 2014 03:46

    bozs moviyvan colad
    vugalateb eqims
    davlev shemdeg moval
    jojoxetad qveynis
    musulmantan mival
    xats vuaryof gmertis
    gamkicxos mxolod iman
    visac poeziis esmis : ))) 😀 imedia araaushavs😀

  5. May 13, 2014 03:51

    zaan minda shennairia damianis gacnoba miyvars poezia ise ro vtqvat shens pontshi var tu moginda shenc chei gacnoba damamate facebookze mamuka chkadua cisferi zeda macvia fexburtis suratebit😀 an telefonze damikavshirdi 597 915 125 imedia damikavshirdebi dagelodebi.

  6. May 13, 2014 03:53

    leqsebis mwams, ubralod makvirvebs strofi.
    vendobi wams, ubralod mashinebs morfi.
    mivyvebi shuqs, ubralod mzis sxivi damwvavs.
    sigaras muqs, ubralod ver vuzleb namwvavs.
    vigrzeleb gzas, ubralod dro mrcheba cota.
    dagiyri bzas, ubralod bevri gaqvs codva.
    gagigeb dzmad, ubralod manaxe swori.
    vagrzeleb smas, ubralod irxeva chori.
    ujereb mits, ubralod imsxvreva male.
    gagishver tits, ubralod is vigac vcvale.
    gitoveb <3-aq, ubralod botlebi vcale,
    ragaca maqvs, ubralod sxva getyvis male…

  7. May 14, 2014 00:28

    es adamiani rog

  8. May 14, 2014 00:28

    rogor movzebno?? :S :S

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: