Skip to content

განსხვავებული (Divergent) – ვერონიკა როთი

March 9, 2014

“ათეულობით წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა გაანალიზეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური რწმენა, განსხვავებული რასები თუ ნაციონალობა, რის გამოც სამყაროში მუდმივი ომიანობა სუფევდა. ისინი მიხვდნენ, რომ ყველაფერი ადამიანების პიროვნებაზე იყო დამოკიდებული – ეს იყო კაციობრიობის მისწრაფება ბოროტებისკენ, ნებისმიერი ფორმით. ისინი გაიყვნენ ფრაქციებად, რათა ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ის თვისებები, რომელთა წყალობითად სამყარო ქაოსამდე მივიდა.”

მსგავს თემაზე პოსტს ჩემს ბლოგზე ძალიან ცოტას თუ შეხვდებით, თუმცა რადგან არ იცით, აქვე აღვნიშნავ, რომ მიყვარს თანამედროვე “ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერების კითხვა” და შემდეგ უკვე საყვარელი პერსონაჟების დიდ ეკრანზე ხილვა და შეფასება. ასეთია მაგალითად “შიმშილის თამაშები” და ერთ დროს იყო “ბინდი”. ძალიან მარტივად ვხდები ე.წ. “ფანდომის” წევრი, ჩემი გადამეტებული ემოციების გამო, რაღაც ახალისა და საინტერესოსადმი. ამ უკანასკნელით კი იმას ვგულისხმობ, რომ ჟანრით ისინი არც ჩვეულებრივი მელოდრამებია და არც დრამები. ესენია: Action, Adventure, Science Fiction > Dystopia, Fantasy, Post Apocalyptic და რა თქმა უნდა ცოტა Romance.

ტეო ჯეიმსი ( ტობიას 'ფოურ' იატონი) და შეილინ ვუდლი (ბეატრის 'ტრის' პრიორი)

ტეო ჯეიმსი ( ტობიას ‘ფოურ’ იატონი) და შეილინ ვუდლი (ბეატრის ‘ტრის’ პრიორი)

ამ პოსტში, სწორედ ჩემს ახალ გატაცებაზე “განსხვავებულზე” (Divergent) უნდა გიამბოთ. ტრილოგიის (Divergent, Insurgent, Allegiant) ავტორია ახალგაზრდა მწერალი ვერონიკა როთი, ჩიკაგოდან. ტრილოგიის ბოლო, მესამე ნაწილი შარშან გამოვიდა, პირველი წიგნი კი 2011 წელს. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა, რაც სახელწოდების მსგავსად მისი განსხვავებულობის ბრალი უნდა იყოს. შევეცდები სპოილერების გარეშე გიამბოთ და თქვენც დაგაინტერესოთ ამ მშვენიერი თავგადასავალით.

 

“ცოდნის, როგორც დაუძლეველი ძალის აღქმისა და მისი საშუალებით ძალაუფლებისკენ სწრაფვისას ადამიანები ბნელ და ცარიელ ადგილებში აღმოვჩნდებით ხოლმე.”

მოვლენები, პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში, ჩიკაგოში ვითარდება. ქალაქი შემოსაზღვრულია უზარმაზარი ღობით და მოქალაქეებისთვის უცნობია რა ხდება ამ ღობის გარეთ. მოსახლეობის ფრაქციებად დაყოფა გახდა საჭირო, მას შემდეგ რაც ომებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და დედამიწა ლამის განადგურებამდე მივიდა, ადამიანი კი, უხეშად რომ ვთქვათ, გადაშენების პირას მყოფ არსებად იქცა. ჩიკაგო დაყოფილია ხუთ ფრაქციად, რომლებსაც საკუთარი დევიზი და ცხოვრების გარკვეული წესი გააჩნიათ. ესენია:

ასკეტები – თავგანწირვა (Abnegation- Selflessness), მათი უბრალოება გამოიხატება ყველაფერში, დაწყებული იმით თუ რა სახის საკვებით საუზმობენ და როგორ სახლებში ცხოვრობენ, დამთავრებული ჩაცმით – ნაცრისფერ ფერში. სარკეში საკუთარი თავის ყურება ამპარტავნებაა, მათი ცხოვრების სტილი კი პირველ რიგში ეგოისტობას გმობს.

ერუდიტები – ინტელექტი (Erudite – Knowledge), ცხოვრობენ უზარმაზარ ნათელ, შუშის შენობებში. მათ კვარტალში მხოლოდ წიგნებით მოძრაობენ და მუდმივად ცდილობენ იყვნენ მეტად განათლებულები. მეტ დროს უთმობენ მეცნიერებას და არ ხიბლავთ ასკეტების მთავრობაში დომინირება. უპირატესობას ანიჭებენ ლურჯ ფერს.

გულწრფელები – სიმართლე (Candor – Honest), ისინი პირველ რიგში სიმართლეს ლაპარაკობენ, მნშივნელობა არ აქვს ვის როგორი შთაბეჭდილება დარჩებათ მათზე. ტყუილი კაცობრიობის ყველაზე დიდი ნაკლია. იმოსებიან შავ-თეთრ ფერებში.

მშვიდობისმოყვარულები – მშვიდობა (Amity – Peace), მშვიდობა და მეგობრობა უმთავრესია. თუმცა, როცა საქმე ერთი მხარის მხარდაჭერაზე დგება, მშვიდობისმოყვარულები უბრალოდ განზე დგებიან და დანარჩენი ფრაქციების საქმეში არ ერევიან.. ისინი ატარებენ, ფერად ტანისამოსს, ძირითადად წითელსა და ყვითელს.

და უშიშრები – სიმამაცე (Dauntless – Brave), მათი შავი ტანისამოსი და მოსვირინგებული სხეული თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე მიგვანიშნებს. ისინი გამბედავები და ამაყები არიან. გამოირჩევიან ფიზიკური მომზადებით დანარჩენი ფრაქციებისგან და მხოლოდ მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება.

ფრაქციები ერთმანეთისგან, პირველ რიგში, სწორედ ტანსაცმლით განირჩევიან.

“არასდროს მიფიქრია, რომ გამბედაობა ცხოვრების უმნიშვნელო მომენტებშიც დამჭირდებოდა.”

ალბათ შეამჩნევდით, ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ძლიერი ე.წ. “სუსტი სქესის წარმომადგენელი” გმირები, ქალბატონები თავის დამკვიდრებისთვის იბრძვიან მამაკაცებით დომინირებულ სამყაროში (Yup, It’s gonna be a tough fight). თუმცა, როგორც შედეგები გვიჩვენებს, ჩვენ არანაკლებ დახელოვნებული მებრძოლები ვართ, ასე რომ..

წიგნის მთავარი გმირი  – ბეატრის პრიორი ასკეტებიდანაა. როდესაც მოზარდებს 16წელი შეუსრულდებათ მათ უნდა გაიარონ ტესტი, რომლის მიხედვითაც გაარკვევენ მიუხედავათ მათი წარმოშობისა, რომელ ფრაქციას ეკუთვნიან. ტესტში ვლინდება თვისებები, რომლებიც ფრაქციის წევრს გააჩნია და პასუხი ირკვევა იმის მიხედვით, ის გამოავლენს თავგანწირვას, ინტელექტსა თუ სხვა დანარჩენს. შემდეგ უკვე არჩევანი წევრის ხელშია, “არჩევის ცერემონიაზე” იგი ხუთი ჯამიდან ერთ-ერთში გაჭრილი ხელიდან ცოტაოდენ სისხლს ჩაღვრის (Faction before blood) და კვლავ საკუთარ ფრაქციას ირჩევს ან იმ დღის შემდეგ ოჯახს თითქმის სამუდამოდ ემშვიდობება – იცვლის ფრაქციას. წლების განმავლობაში ჩიკაგოს მოსახლეობა ასე ცხოვრობს.

“რაში წაგადგება საბრძოლველად მზად მყოფი სხეული, თუკი გონება გაქვს გაფანტული?”

ბეატრისის ტესტის პასუხები შეუჯამებელია. იგი მხოლოდ ერთ ფრაქციას არ ეკუთვნის.. სწორედ ამიტომ, მისი არსებობა საფრთხის ქვეშაა, რადგან ე.წ. “განსხვავებულებს” ფრაქციებში მტრები ჰყავთ. მათში ვლინდება არა ერთი, არამედ ორი და მეტი თვისებაც, რაც პრობლემას წარმოადგენს – “განსხვავებულის” კონტროლი შეუძლებელია.

ფრაქციებს აქვთ ბლანტი სითხეები, რომელთა დალევის შემთხვევაში, წევრი ხვდება მის შიშის ლანდშაფტში, ან საუბრობს მხოლოდ სიმართლეს და სხვა დანარჩენი, რომლებიც ტრილოგიის განვითარებისას ნელ-ნელა ჩნდება. მათ ერუდიტები ქმნიან, ისინი ცოდნით არიან ძლიერები და ამიტომ ერთ-ერთ საშიშ ფრაქციას წარმოადგენენ, წინააღმდეგობაში მოდიან ასკეტებთან, რომლებიც კიდევ ერთ ფრაქცია – უფრაქციოებს (Factionless) ეხმარებიან. ამ ფრაქციის წევრები არიან ისინი, ვინც ტესტის შემდეგ არჩეულ ახალ ფრაქციაში თავს ვერ იმკვიდრებენ და მათ აგდებენ, მათ შორის ბევრია განსხვავებულიც. მოვლენები წიგნში სწორედ ფრაქციებს შორის კვლავაც აზრთა სხვადასხვაობის გამო მძიმდება.

ბეატრისის ტესტის პასუხები ასკეტებს, ერუდიტს და უშიშრებს უჩვენებს. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ ფრაქციაში მოახერხებს მეტად დამალოს საკუთარი სუსტი სხეული, თუმცა ძლიერი, განსხვავებული გონება. იგი არჩევანს უშიშრებზე აკეთებს, რადგან ვერ შეეგუება მკაცრ ერუდიტებს, თავის თავში ვერ პოულობს თავგანწირვისთვის მზადყოფნას, თუმცა თვლის რომ მამაცია. გარდა ამისა, უშიშრები იზიდავს მათი ცხოვრების წესით. როდესაც იგი პირველ მნიშვნელოვან ნახტომს გააკეთებს ერთ-ერთი მაღალი შენობის სახურავიდან და უშიშრების შტაბში ჩაეშვება, ხვდება მეორე მთავარ გმირს, უშიშრების ინსტრუქტორს “ოთხს”, ეს მისი მეტსახელია, თუ რატომ, როდის და ვინ შეარქვა და ზოგადად ოთხის ისტორიას, თქვენვე დაგიტოვებთ და თუ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ გოგონების უმრავლესობა, ასევე ბიჭებიც ამ ძლიერი, იდუმალი პერსონაჟით ჩემსავით მოიხიბლებით და რა თქმა უნდა ბეატრის პრიორივით..

“მე არ ვარ ასკეტი. მე არ ვარ უშიშარი.

მე განსხვავებული ვარ და ჩემი გაკონტროლება შეუძლებელია.”

პირველ წიგნში, ძირითადად, სწორედ უშიშრების შტაბში ხდება მოქმედება. ახალწვეულები მოსამზადებელ პერიოდს გადიან, ესენია ფიზიკური და მენტალური. მენტალურ მოსამზადებელ პერიოდში შედის სიმულაციის საშუალებით ახალწვეულების ფობიების დადგენა და შემდეგ მათი ბრძოლა შიშთან შეგუებისთვის, რადგან შეუძლებელია შიშისგან თავის დაღწევა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. თუმცა, შიში ტრისს ვერ ამარცხებს, იგი პირიქით – ფხიზლდება.. და ბრძოლაც იწყება.

ფილმი კინოთეატრებში 21 მარტს გამოდის. მთავარ როლებს, შეილინ ვუდლი, ტეო ჯეიმსი და კეიტ უინსლეტი ასრულებენ. ეპიზოდურ როლებში კი არანაკლებ ცნობილი, ნიჭიერი მსახიობები გვევლინებიან. ჯერ არ გამოსულ ფილმს ვერ შევაფასებთ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთს მსახიობებზე. შეილინი მისი პირველივე ფილმით ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, ჯეიმსი კი ამომავალი, ცხელი ვარსკვლავია, რომელიც უდაოდ მალევე დაიპყრობს გოგონების გულებს.

ამას ემატება მშვენიერი საუნდტრეკები და რეჟისორი ნილ ბარგერი (The Illusionist,Limitless,The Lucky Ones).

როგორც გავიგე, პირველი წიგნი ქართულადაც მალე გამოიცემა “სიესტას” მიერ, თარგმნა ნინო შეყილაძემ. გირჩევთ გამოსვლისთანავე შეიძნოთ და თქვენც შემოგვიერთედ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რადგან ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილის გადაღება უკვე დაგეგმილია, ყველაფერი პირველი ფილმის წარმატებაზეა დამოკიდებული.. იქამდე, კი ორიგინალში წიგნების გადმოწერა აქედან შეგიძლიათ.

“ეგოისტობაა, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძვი თუ სიმამაცე?”

ეს არის ისტორია ადამიანებზე, მათ თვისებებსა და არჩევანზე, ბრძოლაზე გადარჩენისთვის პოსტ-აპოკალიფსურ დედამიწაზე, როცა ხარ სხვებისგან განსხვავებული, თავგანწირვაზე ოჯახის, მეგობრისა თუ სიყვარულისთვის და გამოუვალ მდგომარეობებზე, რომლებთანაც შიშის მსგავსად, მხოლოდ შეგუება შეგვიძლია..

არავინ საუბრობს წიგნისა თუ ფილმის შედევრობაზე, ეს უბრალოდ, სასიამოვნოდ გატარებული საათებია.

გააკეთე ტესტი და გაიგე, რომელი ფრაქციის წევრი ხარ.

12 Comments leave one →
  1. March 10, 2014 16:53

    შიმშილის თამაშებს ჰგავს…😦

    • March 10, 2014 21:48

      ძალიან ბევრი ადარებს, რადგან ჟანრი იგივეა, მაგრამ აქ სხვა ამბებია, შიმშილის თამაშებში სულ სხვა. ერთადერთი ძლიერი ქალი პერსონაჟებით ჰგავს ერთმანეთს.🙂 და შიმშილის თამაშებს მე განსხვავებული მირჩევნია..

    • March 11, 2014 16:08

      ჰო, მაგრამ ფილმშიც, აი განსხავებულის ტრეილერი რო იწყება, (დედა თმას რო უკეთებს) ეგრეა შიმშილის თამაშებშიც, ამ ფილმის ტრეილერშიც ჩანს რო გამოცდასავითაა, იქაც ეგრეა.. მოკლედ, რა თქმა უნდა არაა ერთი და იგივე, მაგრამ ჰგავს რაღაც მომენტებში:)

    • March 12, 2014 00:57

      განსხვავებულში იმიტომ იწყება ეგრე ფილმი, რომ სარკეში მხოლოდ მაშინ იხედებიან ასკეტები, როცა დედა თმას ჭრით და მაშინაც არ აქვთ უფლება, რომ თვალი გააპარონ საკუთარი თავისკენ მათივე წესებით.. კატნისის ვარცხნილობა კი ყოველდღიურობა იყო, ფაქტობრივად. აი, წიგნს თუ წაიკითხავ, უფრო გადმოხვალ ჩემს აზრზზე, ფილმის ყურებას საკმარისი იქნება წესით, თუმცა..

    • March 12, 2014 15:54

      ჰო, მესმის, უბრალოდ, რაც ტრეილერიდან დავინახე ის დავწერე ^^ ასეთი ისტორიების ყურება უფრო მომწონს, ამიტო ვუყურებ და დაველოდები შემდეგ ნაწილებს, მირჩევნია.
      და მადლობა პოსტვისთვის, ანა :*

  2. May 2, 2014 20:24

    დღეს დავიწყე კითხვა, ფილმი ჯერ არ მიხავს და სანამ წავალ სანახავად ვაპირებ ჯერ წიგნი დავამთავრო… რატომღაც მეგონა,რომ არ მომეწონებოდა და ვფიქრობდი მხოლოდ ფილმით შემოვიფარგლები-მეთქი,მაგრამ ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ,რომ დავიწყე კითხვა… ისე ჩამითრია ზუსტად ვიცი დღესვე დავამთავრებ))) არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა და ჩამითრევდა…

    შიმშილის თამაშებს საერთოდ არ გავს.. რავიცი ჯერ შუამდე მაქვს წაკითხული და პატარა დეტალიც კი არ მინახავს საერთო და არც ვნახავ ალბათ)) აი,საერთოდ სხვადასხვა ისტორიებია…
    ამიტომ ვისაც გგონიათ,რომ ეს ორი ისტორია ერთმანეთს ჰგავს,ძალიან ცდებით… წაიკითხეთ და მიხვდებით…

    იმედია ფილმიც ისეთი მაგარიაა,როგორიც წიგნი…

    • May 6, 2014 01:55

      ფილმიც კარგი გამოვიდა, რაც მსახიობების დამსახურებაა, თუმცა წიგნი მაინც ბევრად მაგარია და ნამდვილად არ არის შიმშილის თამაშებისა თ სხვა დანარჩენის გამეორება, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხაზი და ფაბულაა. სასიამოვნო კითხვას გისურვებ, წინ კიდევ ორი მშვენიერი ნაწილი გელოდება❤

    • May 6, 2014 02:17

      ფილმიც ვნახე უკვე და დიდად არ მომეწონა… შეცვლილი რომ იყო რაღაცეები მაგან გამაღიზიანა…

  3. January 24, 2015 11:25

    თუიცით როდის გამოვა ქართულად გადათარგმნილი?

    • February 2, 2015 18:11

      გამომცემლობა “სიესტამ” მალეო, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

  4. Ann permalink
    March 8, 2015 21:32

    არის გაყიდვაში წიგნები ქართულად?

Trackbacks

  1. განსხვავებული (Divergent) – ვერონიკა როთი - ქართული ბლოგები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: