Skip to content

მუზა

January 4, 2014

შემომხედე და წაიკითხე ჩემს სახეზე ჩემი ისტორია.

***

სიგიჟე ამ დიდ შრამზე დაგტყობია შუბლს რომ გიმშვენებს. ჯერ არასდროს მინახავს ასეთი უშნო თვალები, დიდი და მუდამ ფართოდ გახელილი, გამოგხედავენ და თითქოს სულს გაცლის სხეულიდანო, მერედა მათი ფერი, ყველაზე ხშირი – შავი ფერი. ისეთი ჩაცვენილი ლოყები გაქვთ კოცნის სურვილს დაუკარგავს ადამიანს. უმანკოება ტუჩებს სიფერმკრთალეზე დასტყობიათ. თუმცა, თქვენც გაქვთ რაღაც ღირებული. აი, ეს წელამდე დაშვებული კულულები, როგორც პარიზელ ბოშა ესმერალდას. ფროლოს რომ შეეძლოს ახლა თქვენი დანახვა, რწმენაზე ხელს აიღებდა. ერთადერთ წმინდანს აღიარებდა ამქვეყნად და ეს თქვენ იქნებოდით. შენც სწორედ ესმერალდასავით ცეკვავ მოედანზე, ჩემო მუზავ. მოულოდნელად მოდიხარ, მერე ასევე ქრები და ასე დაუსრულებლად. განა ვინმეს ჰყოლია შენნაირი უშნო მუზა? იქნებ პოს, მაშინ როცა “შავ კატას” წერდა? შენ არც კი გიყვარს მოსმენა, როგორ ვუკრავ “ზამთარს” ვიოლინოზე. ისე ჭმუხნი ხოლმე წარბებს, თითქოს შენ უკრავდე პირველ გამოცდაზე და არა მე – შენთვის.

905lovegold_5_905

შენ არც კი არსებობ, არც ფროლოა პარიზელი, მეტიც – არც ჩემი მეზობელი. ვის არ მოაბეზრებ თავს ასეთი ხასიათით, მეტიც – გარეგნობით. მაგრამ გახსოვდეს, ვიღაც ყოველთვის გელოდება ქუჩის ბოლოს, ცუდ განწყობაზე, რათა მიხვიდე და აალაპარაკო, მიაშტერდე დიდი უშნო თვალებით და გამოაცალო სულის მიტოვებული ნაწილი. დაუტოვო ბრიყვული ხალისი  სახეზე ღიმილად არეკლილი. მერე მიატოვო. შენ ესმერალდა ხარ და არავის არ ეკუთვნი.. და მაინც, ყველას სწორედ ეს თავაშვებულობა უყვარს შენში.. გიყურებენ ისე, თითქოს შენი თავისუფალი სულის წართმევა სურთ და დამახინჯება, როგორც კომპრაჩიკოსებს. სინამვდილეში, სწორედ ისინი აკეთებენ ამას და არა – შენ.

***

ჩემს ისტორიას არ ჰქონია ბედნიერი დასაწყისი, დასასრული კი საერთოდ არ ჰქონია.. იგი ერთი დიდი არეულობა იყო, როგორც ცირკი. ჯამბაზის სახეზე ღიმილი, გულში – სევდა. და დანების მსროლელის წინ მდგომს, მუდმივად იმედი მქონდა, რომ შემდეგი აუცილებლად მომხვდებოდა შიგ გულში. ცხოვრებაში ეს ერთადერთი სურვილი ამისრულდა.

4 Comments leave one →
  1. January 4, 2014 20:28

    momwons ^_^

  2. January 10, 2014 21:41

    შენ – ფროლო, მე – ფოებუსი (არადა, ძალიან ცუდი ვინმეა)
    ჩემი მუზა ძალიან ლამაზია ხოლმე, უბრალოდ ნაწარმოებები გამომდის ცუდი.
    პ.ს კომენტარი კი არა დომხალია :3

  3. March 21, 2014 17:35

    Reblogged this on Charlie,,, and commented:
    >.<

  4. March 21, 2014 17:52

    გუუდ :)*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: