Skip to content

შემოდგომავ, გაამზადე ჩემოდნები

November 14, 2013

ისე უცნაურად თბილა, თითქოს უნდა მოთოვოს. როგორ გაგვიგრძელდა ფოთოლცვენა, მხოლოდ გუშინ, წვიმამ ჩამორეცხა უკანასკნელი, ნარჩენი ფოთლები ხეებიდან. სახლში ასკილის ქილა ბოლომდე შევავსეთ, ალბათ მალე დაგვჭირდება. გარეთ გასულს ცივი ჰაერი სახეში გხვდება, ლოყები გიწითლდება, თითები გეყინება და გამუდმებით ცდილობ ერთმანეთს არ დააშორო, ხანდახან, თბილი სხეულიდან სული შეუბერო, რომ გაათბო. ვერა და ვერ შეეგუე ამ სიცივეს. ნოემბრის სუსხმა ადამიანთა გულებში შეაღწია და ახლა რობოტებივით მოძრაობენ შენობიდან შენობაში, ქალაქის ერთი ბოლოდან – მეორეში.

ეს არაფერია, ესეც გაივლის.. მეც კი, ნაღვლიანმა ოპტიმიზმმა დამრია ხელი. ქუჩებში სიმშვიდემ დაისადგურა, ადამიანების ნაცვლად, მათი ექოები დაძრწიან და გოდებენ.

შემოდგომავ! გაამზადე ჩემოდნები, შენ მიგაცილებენ და თანაც წუხან.. ეს სწორედ ის იშვიათი გამოთხოვებაა, მისით მსოფლიო შედევრის რომანები რომ მთავრდება და საშინელი დანაკლისის გრძნობას გიტოვებს. თან გახლავს პირქუში ამინდი – სევდა, ის, რასაც ჩვენ ვერ ვიტანთ, ის რაც ისედაც არ გვაკლია..

კაქტუსებიც კი გაიყინნენ აივანზე, ბებომ შემთბარი წყალი დაუსხა დღეს დილით, მე – ასკილის ჩაი. გავედი და შემოვედი სახლში სახეზე ერთი და იმავე გამომეტყველებით. და ეს ღამეც ისე მოგვშტერებია, როგორც ბეღურაზე თავდასხმისთვის მზადმყოფი შავი კატა. თუკი ღამით დამინახე, როგორ შემყავს ჩუმად ჩემს ოთახში შავი კატა, გახსოვდეს რომ ჯერ კიდევ ვერ მომერია ნოემბრის სუსხი.. უკანასკნელი ბეღურა მინდა გადავარჩინო.

3 Comments leave one →
  1. November 14, 2013 10:10

    ასკილის ჩაი მომინდა, რამდენი წელია აღარ დამილევია, სუნიც კი დამავიწყდა❤

  2. November 30, 2013 17:04

    პირველი გვერდი როგორ გავაკეთო?მირჩიეთ გთხოოოოვთ

  3. December 5, 2013 03:13

    უუჰ ზამთრი სუსხი -_-
    ცხვირს და თითებს უმოწყალოდ რომ მიწითლებს და მიყინავს და მერე სახლში შემოსულს რომ მგონია სისხლი მიდუღს (აი, პირდაპირი მნიშვნელობით დუღს და ხურს).
    ეეჰ, წავედი მე ჩაი დავლიო😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: