Skip to content

ცნობილი კედელი

May 9, 2013

ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის (“გმირები”) ტექტი ერთი რამის ხილვის შემდეგ დაუწერია ავტორს. ორი შეყვარებული თურმე ერთმანეთს ყოველ დღე ხვდებოდა ბერლინის კედელთან და სამუშაო სტუდიის ფანჯრიდან ამის შემხედვარე ბოვის, გაუფიქრია, რომ ისინი შეიძლება გამხდარიყვნენ გმირები, რომლებიც ამ კედელს დაანგრევდნენ. ბერლინის კედელი სიმბოლურია, თორემ განა ცოტა კედელი გვაქვს აღმართული ადამიანებს ერთმანეთს შორის. ზოგი განზრახ და ზოგიც უნებლიედ, თავისით აღმართულა.. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში, კედელს გაუყვია ჩვენი სული და სკმარისია პატარა ბზარი გაჩნდეს, რომ ნელ-ნელა დაიწყება ამ კედლის ნგრევა..

კარგად ვამჩნევთ ჩვენს თვალწინ აღმართულ კედელს, მაგრამ ჩვენში აღმართულს ვერა. ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივად მიმდინარეობს ჩვენს გონებასა და გულში. ამბობენ, როცა იქ სიყვარული შეიპარება, ბზარად დაამჩნდება მასში არსებულ კედელს და როგორც კი ამ კედლის ბოლო ნარჩენი ჩამოინგრევა, საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხსო, მაგრამ ამას მხოლოდ ამბობენ.. ჩვენ პირიქით, უფრო მეტს ვხედავთ, როგორ გაამაგრა ბოროტებამ და ღვარძლმა ეს კედელი და არ არსებობს არაფერი ამ ქვეყნად, რომ იგი დაარღვიოს.

მერე რა მოხდა სულ ერთხელ რომ მოვიტყუოთ, სულ ერთხელ რომ მოვიპაროთ, სულ ერთხელ რომ დავივიწყოთ მიცემული პირობა.. და რა იქნება სულ ერთხელ, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? მართალია, მაინც არ იქნება საკმარისი. ჰოდა ჩვენც, ზარმაცი ადამიანები, მოკლე და მარტივ გზას დავადექით..

ვინ იცის იქნება მთელი 28 წელიწადი ხვდებოდა ეს წყვილი კედელთან, მაგრამ 28-ე წელს ხომ დაანგრიეს მათ იგი, ოცდარვა წლის შემდეგ ხომ გახდნენ გმირები?! აი, რა არის მთავარი, საბოლოო გამარჯვება.

არის კიდევ ერთი ცნობილი კედელი, რომელზეც ყველა ოცნებასა თუ სურვილებს აწერს ხოლმე. მას “ლენონის კედელი” ჰქვია. იგი ძირითადად სიმღერების ტექსტებითაა სავსე და ფერადი ნახატებით. ეს კედელი განა მხოლოდ კნოკრეტული პიროვნების სიყვარულის გამოხატულებაა, არამედ ერთობისა და  იმედის, თავისუფალი ახალგაზრდული სულისა და ხელოვნების..

“შენ შეიძლება იყო ძუნწი და ბოროტი. მე ვიყო ლოთი. მაგრამ ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი და ეს იქნება მთავარი ფაქტი. ჩვენ ვიქნებით მეფეები და დედოფლები და ჩვენ აღარ დაგვჭირდება კედლები, რომ თავი დავიცვათ ერთმანეთისაგან. ჩვენ დავამარცხებთ ბოროტებას მუდამ და მუდამ.. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გმირები, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით.. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გადამრჩენები მხოლოდ ერთი დღით.”

და ეს იქნება მომენტი, როცა ჩვენ შევიგრძნობთ უსასრულობას..

2 Comments leave one →
  1. June 11, 2013 13:56

    ra kargi xar ana :)) :*

  2. nuc permalink
    March 29, 2014 22:08

    momewona dzalian🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: