Skip to content

ამარილისი

April 6, 2013

ამარილისი ორქიდეა იყო, რომელსაც მე დავარქვი ამარილისი, რადგან იგი არ იყო მხოლოდ ვარდისფერი ორქიდეა ..

შუქნიშანზე დრო ვიხელთე. შემდეგ წითელს დაველოდები-მეთქი გავიფიქრე და ქუჩას მივაშტერდი. ურეაქციო სახეები შემეფეთნენ. აქამდე უბრალოდ ვუცქერდი, მაგრამ მერე შემეშინდა.. შემეშინდა იმის, რომ მეც მათ ვგავდი. რაღა რჩება ადამიანში, როცა ემოციებს კარგავს? ალბათ, ვგავდით ნახატებს, რომლებიც უნიჭო მხატვარმა დახატა და დაავიწყდა ყველაზე მთავარი ეჩუქებინა მათთვის, ემოცია. თუნდაც ყოფილიყვნენ მოწყენილნი, მაგრამ არა –  ინდეფერენტულნი.

ხადახან საჭიროა მიგვატოვონ, რათა დავრწმუნდეთ მათ მნიშვნელოვნებაში..  ოღონდ არა ემოციებმა.. დაე, მიგვატოვონ ახლობლებმა, მაგრამ არა ჩვენმა საკუთარმა “მცირედმა”, რაც ადამიანდ გვაქცევს.

მე მაიძულებენ ვწერო ისე, როგორც მათ სურთ.. მათი წესებით. მე სხვანაირად მინდა წერა.. მე თავისუფლება მიყვარს, განსაკუთრებით ამ საკითხში.

მათ სურდათ ჩემს ემოციებსაც მივეტოვებინე და ისინიც წავიდნენ. რა ვარ მათ გარეშე? სწორედ მაშინ გავხდი ნახატი, რომელსაც მტვერი დაფარავს სარდაფსა ან სხვენში..

მარტო ვიდექი ქუჩის ერთ მხარეს და გავიფიქრე კიდეც, რა მარტო ვარ-მეთქი.. აი, გაზაფხულზე რომ გცივა ხოლმე.. ძალიან რომ გცივა.. და მეც მციოდა ჩემი ემოციების გარეშე.

ადრე მითხრეს ყველაფერი უკან ბრუნდება, მხოლოდ ლოდინი უნდა შეგეძლოსო. ამიტომაც ველოდები იმ იმედით, რომ ოდესმე დაბრუნდებიან..

მაგრამ ვგრძნობ რომ ვიღლები, რადგან ადამიანებს ყველაფერი გვღლის, რაც გვხარებს ისიც კი ადრე თუ გვიან.

მერე უცებ გადავიფიქრე და ეს იყო დღე, როცა ველოდი მწვანე ფერს შუქნიშანზე, რათა გზა გადამეკვეთა.

გადავკვეთე. ოთახში შევედი, ღია ფანჯრები სწრაფად დავხურე, ხმაური შეწყდა. თაროებს მივუახლოვდი, ვეძებე.. ძალიან დიდხანს, მაგრამ იქ არ იყო.. არც ერთ წიგნში დამხვდა ჩემი ემოციები.

მერე ჩემი ამარილისი შემეფეთა ერთ-ერთ თაროზე, ყვავილები გახუნებოდა. სწრაფად მოვიტანე წყალი და ჩემი ყვავილი გამოვაცოცხლე. მერე ძირს მიმოფანტულ წიგნებს დავხედე და გამიკვირდა.. ფანჯრები ისევ გამოვაღე. მშვიდად, სათითაოდ ვიღებდი იატაკიდან და ფანჯრიდან ვისროდი. ოთახში გავიგონე, გარეთ ისინი აყაყანდნენ.. მათში ემოციებმა გაიღვიძეს.. ბრაზმა, შეშფოთებამ, გაკვირვებამ. ხელში ბოლო წიგნი მომხვდა, რომ დავხედე მივხვდი ბედნიერი ვიყავი და ისიც მაშინვე გადავაგდე ფანჯრიდან. მე ვეღარასდროს დამიმონებენ ფურცლები..

მას შემდეგ ჩემი “მცირედი” მუდამ ჩემთანაა და მე აღარ მავიწყდება ჩემი ამარილისის არსებობა.

3 Comments leave one →
  1. April 7, 2013 15:45

    ძალიან კარგია თავისუფლება რომ გიყვარს ყველგან და ყველაფერში, მაგრამ იქნებ ჩვენ დაგვაცადო მუსიკის ჩართვა 🙂

    • April 7, 2013 23:50

      ჩართვა – გამორთვა.

      შეგიძლიათ ჩართოთ, შეგიძლიათ გამორთოთ.. შენი ნებაა. :*

    • April 8, 2013 23:15

      რიდერშივე ირთვება ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: