Skip to content

გათავისუფლებული ჯინის ამბავი

March 18, 2013

რაღაც უფორმო სხეულის კედლებს ასკდებოდა, რაც თვალი გაახილა მას შემდეგ. “მას შემდეგ” კი დაახლოებით რამდენიმე წელია. დიახ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დაღლილი. ან უბრალოდ გადაღლილი და ახლა ყველაფერი ტრაგედიად ეჩვენება. გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და ლამისაა ინატროს დახვრეტის მოლოდინში კედელთან იდგეს. მისი ცხოვრება ხომ ისე ძალიან ჰგავს 100 წლიან მარტოობას.

იგი პირამდე სავსეა, მხოლოდ სიცარიელით. რომ შეეძლოს ცათამბრჯენიდან გადმოხტომა, ნახტომის წინ უკანასკნელად არც კი ამოისუნთქებდა ისე გადაეშვებოდა.

მან ზუსტად იცის რა არის ბედნიერება. იგი სიტყვა “თავისუფლების” მნიშვნელობაში – გათავისუფლებაშია. მდინარის დინებას მკვდარი თევზები კი არ მიჰყვებიან, მდინარეს თავად მიჰყავს ისინი სადღაც შორს, სადაც თავად გადაწყვეტს.. მდინარემ თავად დახოცა ისინი. ჩვენ კი მკვდარ თევზებს მოვიხსენიებთ, როგორც არაფრის მაქნის არსებებად, არადა რა მძიმე იყო მათი განაჩენი.. რა მძმე იყო სიკვდილი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდოდა სიცოცხლე.

როცა კედელთან დგახარ და წუთში დაგხვრეტენ, საერთოდ არაფერზე ფიქრობ, არც ცხოვრების საუკეთესო წუთები გივლის თვალწინ, არც გენანება განვლილი წლები, არც არაფერი გესმის.. მხოლოდ ერთი – საკუთარი გულისცემა. დუგ-დუგ! ამ წამამდეც კი ისე გამალებით ურტყამს მკერდს. გონება შეეგუა დასასრულს, გული კი არ ნებდება დუგ.. დუგ და ეს ხმა გასროლის ხმას ერევა, ისე რომ ვეღარც ამჩნევ ტკივილი შიგნიდან დარტმის იყო თუ ტყვია შეგეხო.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მარტონი ვუმკლავდებით დაბადებისას ტკივილებს და სიკვდილის დროსაც იგივე მეორდება. ისევ მარტონი ვხვდებით სამუდამო განსასვენებელს გამოკეტილ უცხო ფორმის სხეულში. და ამის შემდეგაც არ მთავრდება მარტოობა..

განუწყვეტლივ იბრძვის სული თავისუფლებისთვის, ჩვენ კი ჯინივით სხეულში გვყავს გამოკეტილი და სამუდამო მარტოობა, ბოლოს კი დახვრეტა მივუსაჯეთ. წლების განმავლობაში ერთხელ მაინც, რომ ღირსებოდა საზღვრების გადალახვა, მის განუწყვეტლივ ბრძოლას, რომ შედეგი გამოეღო..

“- გენიოსი იქნებოდა კუკარაჩა! სხვა გათავისუფლებული ჯინების მსგავსად..”

11 Comments leave one →
  1. March 18, 2013 19:50

    ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში ვარ ^_^ რა ზარმაცი ვარ, ნეტა გაზრდილ დოროთის ახსოვდა ოზის შესახებ? :შ

    • March 18, 2013 19:53

      მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ოზი დავიწყდებოდა :ს

  2. March 18, 2013 21:53

    es simgera rogor vnaxo ?

  3. March 19, 2013 22:15

    ავგულჩუყდი ….
    კარგი პოსტია, ძალიან კარგი❤

    • March 19, 2013 23:26

      როგორ მომნატრებია ბლოგსფერო, მერეღა მივხვდი, თაია..

  4. March 26, 2013 00:46

    რა მძმე იყო სიკვდილი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდოდა სიცოცხლე.

    ho,

  5. March 26, 2013 19:32

    მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

  6. March 31, 2013 18:12

    შენ არ იცი, როგორ მომნატრებიხარ❤
    და არამარტო მე, დარწმუნებული ვარ: )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: