Skip to content

დარაბებს მიღმა

February 13, 2013

სახლში, რომ დავბრუნდი საყვავილეში ჩაწყობილი ვარდები დამჭკნარიყო. ისე დამენანა დამჭკნარი ყვავილებიც კი ნაგვის ურნაში ჩასაყრელად.. საერთოდაც მენანება, რომ კრეფენ. ხშირად გამიგია უთქვამთ: “არა მგონია, რამე ეგრძნოო..”

თავს უბედურება, რომ გვატყდება და საშინლად გვტკივა, იქ სადღაც, ვიღაც ამბობს ალბათ: “არ მგონია რამე ეგრძნოო” და განუწყვეტლივ განაგრძობს ჩვენს წამებას. ნეტავ, სად გადის ზღვარი ძალასა და ადამიანობას შორის. ისევ საკუთარი ძალები და შესაძლებლობებია ჩვენი ყველაზე დიდი მტერი. გრძნობა, როცა იცი შეგიძლია სძლიო და ამას სიამოვნებით აკეთებ.. ამას ჩვენ ხშირად ვაკეთებთ. ვკრეფთ ვარდებს, რომლებსაც ბოლოს მაინც ურნაში ჩავყრით..

ერთხელაც დამჭკნარს, დაბერებულს თქვენც ჩაგაგდებენ “ურნაში” და დარწმუნდებით, მხოლოდ ისე გექცევიან, როგორც ექცევით.. და ყველაფერი რასაც გასცემთ უკან გიბრუნდებათ ან სხვა, ან იშვიათ შემთხვევაში იგივე ადრესატისაგან უკვე ადრესანტად გქეულისაგან.

ჩვენ ბევრი რამ გვგონია და სულაც არ ვუკვირდებით იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ “გვგონია”. როცა გვინდა ვარდებმა ჩვენი მისაღები ოთახი დაამშვენოს, სულაც არ გვეფიქრება დანარჩენზე, უბრალოდ ყვავილები ოთახს დაამშვენებ და მორჩა..

როდის გახდა რამდენიმე კედელი ჩვენი სამყარო, ჩვენი სამყოფელი.. ბუნებიდან შიგ შეგვაქვს ყველაფერი და ეგოისტებივით მარტონი მივჩერებივართ, მისი მშვენიერებით ვტკბებით. ამ დროს კი “დარაბებს მიღმა ხომ გაზაფხულია”.. მარადიული გაზაფხული ადამიანობისა. მარადიული გაზაფხული მსგავსი შემთხვევებისა, ვარდის ბუჩქს რომ გახედავ და გაიფიქრებ “როგორ ლამაზს ხდის ის გარემოსო”. როცა გრძნობ ფესვებით, როგორ ეჭიდება მის სამყოფელს და შენში ადამიანი იღვიძებს, ღიმილით შორდები იქაურობას..

თურმე ვარდები კი არა, ჩვენ ვართ უგრძნობნი.

თურმე ხდება ისეც, რომ ხანდახან ჩვენს სურვილებს სამართლიან გადაწყვეტილებას ვარჩევთ, რადგან ეს სწორი არჩევანია.

4 Comments leave one →
  1. Mia permalink
    February 17, 2013 15:42

    რომ-ის წინ ყოველთვის არ იწერება მძიმე, დასაწყისშიც არასწორად გაქვს დასმული. მგონია, რომ კარგად წერ და ძალიან ცუდია, რომ პუნქტუაციას ყურადღებას არ აქცევ.

    • February 18, 2013 23:41

      როცა ვწერ იშვიათად ვუკვირდები სად ვსვამ მძიმეს და სად არა. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, უადგილო ადგილას ვსვამ ხოლმე.. ამის შემდეგ შევეცდები მეტად დავუკვირდე. : ))

  2. June 11, 2013 13:15

    ძალიან მომეწონა. კარგად წერ, მომწონს. სიმღერაც ძალიან მოუხდა.
    შემოგივლი ხოლმე.

  3. November 29, 2013 17:58

    ukacravad vin asrulebs am simgeras?:)):*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: