Skip to content

ლიმიტი

February 1, 2013

***

ერთხელ, როდესაც ჩემი საყვარელი ტკბილეულობის დახლთან ვიდექი რიგში ახალგაზრდა, ასე ოცი-ოცდაორი წლის გოგონამ ურიგოდ გადაყწვიტა გავლა და მთელი რიგი აყაყანდა, გოგონა უკან გადააგდეს და ყველაფერი ამ რიგივით წესრიგში ჩადგა. მაშინ  ჩემს გონებაში გამჯდარი აზრი იმის შესახებ, რომ ტკბილეულის მოყვარული ადამიანი თავად ტკბილს ნიშნავდა წამებში წაიშალა.. მახსოვს მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცი იმიტომ რომ გოგონას მოექცნენ ასე, თუ ჩემი შეხედულება რომ გაქარწყლდა.

ამას მიჰყვა სხვა შეხედულებელიც და მივხვდი, რომ გავიზარდე. გამახსენდა ექვსი წლის, რომ ვიყავი როგორ ვნატრობდი “დიდობას”. აი უკვე, როცა მივხვდი რომ ვიყავი – გადავიფიქრე. დღეს ბავშვებს ვეკითხებოდი, რომ გაიზრდებოდნენ რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, მათ ზუსტად მიპასუხეს რა სურდათ. მასწავლებლები, ნაყინის გამყიდვლები, პოლიციელები, მკერავები და კოსმონავტებიც კი იყვნენ მათ შორის.. მერე ვუყურებდი, როგორ თამაშობდა ერთად ორი მომავალი ადვოკატი და სულ გამიფუჭდა განწყობა, რომ წარმოვიდგინე ერთ დღესაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ.. მათი ტოლი, რომ ვიყავი მეც ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, ახლა კი ყველაფერი ბევრად რთულადაა..

როდის დაგვავიწყდა ადამიანებს, რომ როცა  ერთმანეთის გვერდით ვართ ყველაფერი ბევრად მარტივია. მარტო, რომ დატოვებენ საკუთარ თავსაც და შენც, მსგავს ცოდვას სჩადიან, ცისფერ ცას რომ წითლად გადაღებავდეს ვინმე. მერედა ისე ახლოსაა ცა ჩვენთან. ისე გვერდით. ჩვენ კიდევ ავხედავთ და “რა შორს ხარო” გავიფიქრებთ. მზესაც ასე გავცქერით, მაგრამ მე ვიცი სად არის რეალურად მისი ადგილი.. იგი ჩვენს გულებში ცხოვრობს და ანათებს.

მე ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რომ ყოველი პესიმისტური ფიქრი დამფრთხალი ცხოველივით გარბის ჩემი გონებიდან. მერედა რა ძლიერია გონება! შენ სოწრედ ისე ხარ, როგორც “იქ” გადაწყვეტ..  და იქნები ის, რასაც “იქ” გადაწყვეტ ადრე თუ გვიან..

ამის შემდეგ ჩემთან ერთად ცას, რომ ახედავთ გაიფიქრეთ:

“შენ არ ხარ ლიმიტი!”

მთვარეზე ხომ ადამიანის ნაბიჯებია, აი იმ პატარასი, რომ მითხრა კოსმონავტი გამოვალო.. და მას ძალიან უყვარს გოგონა რიგიდან, ტკბილეულობის დახლთან.

ორი ადვოკატიდან, მხოლოდ ერთს აუხდა ოცნება.. მაგრამ იქნებ ასეც სჯობდა.

2 Comments leave one →
  1. February 1, 2013 15:36

    მუსიკა ძალიან მოუხდა პოსტს.
    საქმე იმაშია, რომ ახლა პატარა ბავშვევბიც კი პროფესიის მომგებიანობაზე არიან კონცეტრირებულები.
    პ.ს მე რომ პატარა ვიყავი შოკოლას~დის ქარხანაში მინდოდა მუშაობა, სემდეგ მეკობრეობა მინდოდა და სულ ბოლოს ჰოლმსობა :<3

    • February 2, 2013 19:25

      მეკობრეობაზე მეც მიფიქრია სხვათაშორის🙂 აი სათავგადასავლო ჟანრში, რომ ჩავყავი თავი მაშინ..
      ახალი თაობა,თაია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: