Skip to content

ერთადერთი

January 21, 2013

მე ვარ ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი უამბეს..

” უბრალო, ჩვეულებრივი დღე იყო, ამიტომ არავის დაამახსოვრდა, მაგრამ მე.. უჩვეულოდ მშვიდი იყო სამყარო დილიდან. ამინდის პროგნოზში თოვა გამოაცხადეს და რა თქმა უნდა საწინააღმდეგო გამართლდა: მზიანი დღე გათენდა. დღეს ცა არც ისე შორს იყო ჩვენგან, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. ისე ახლოს, ისე გვერდითაა ახლა იგი. შიგ გულში, კრიალა ცისფერია. აღარ ცხარობს, აღარ ბოროტობს.. გადაიფიქრა მოეთოვა. დაგვინდო. მაგრამ ჩვენ ხომ ისედაც შეჩვეულნი ვართ მწუხარებას. თუმც ხანდახან ეს ბარდნაც ისეთი ლამაზი და დროულია. შეხუთულ სულს გიგრილებს და გარწმუნებს, რომ ამ ქვეყნად ყოველმა იცის სად არის მისი ადგილი, მხოლოდ გულში.. სხვების გულებში. ზოგი მზედ ანათებს და ზოგიც წვიმად მოდის.. სწორედ ამ დღეს პირველად გავიფიქრე, ნეტავ ვის გულში ვარ მზე და ვისში წვიმა-მეთქი.. შევეცადე კიდეც გამომეცნო. მერე გული ავიცრუე, მივხვდი რომ ვერადროს მივხვდებოდი ამას.. თავადაც, რომ ეფიცათ ესა და ეს ხარ, ისეთი კარგი ხარო.. ყოველთვის ეჭვი შემეპარებოდა ამაში. ჰოდა დღემდე მეპარება კიდეც. ისეთი ადვილია ილაპარაკო, მაგრამ ძნელი – დაარწმუნო.

მერე ამ ყველაფერმა ისე გადაიარა, როგორც თოვამ იცის ხოლმე და ცა ისევ გაკრიალდა.. მე და თქვენ ვიღაცის გულში მზე ვართ, ვიღაცის – თოვა. რა მნიშვნელობა აქვს ვისია გული. ისე უხარიათ ამ გულებს ჩვენი არსებობა, როგორც კარლსონს მურაბისა და მგელს – კურდღლის. და ჩვენ უბრალოდ გვიყვარს იმიტომ, რომ გვიყვარს.”

ახლა თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი უამბეს.. და თუ ოდესმე გადაწყვეტთ სხვასაც უამბოთ, არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ ის არის ერთადერთი ვისაც ეს ამბავი უამბეს, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს როცა “ერთადერთი” ვართ.

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: