Skip to content

” რა საოცარია, რომ გნახე!.. “

January 2, 2013

როგორია, როცა ბებიის სახლისკენ, რომლის სახელიც გქვია მხოლოდ გაიხედავ და დროის არ ქონის გამო ვერ შეივლი. არადა, ისე გინდა მის ბიბლიოთეკას მტვერი მოაშორო. ხელით ფრთხილად გამოაცურო ვირჯინია ვულფი და გაყვითლებული, სიძველის სუნიანი ფურცლები მიყოლებით გადაშალო. გაიკვირვებდი, რით ვერ დაივიწყა მისის დოლოვეიმ პიტერი ამდენი ხნის შემდეგაცო.. “რა საოცარია, რომ გნახე! ..” ,  “რა საოცარია, რომ გნახე!” ?! – რა უცნაურია, გონება აგერევა..

სამზარეულოდან შემოსული ცხელი ფუნთუშების სურნელი იქითკენ გაგიტაცებს. ნელა, ფეხაკრებით შემოიპარება შენს გონებაში მისაღებში, პატეფონზე აჟღერებული ავსტრიული კლასიკა.

 პარამ.. პარამ.. პარამ..

როგორი მიტოვებულია სახლი. შენსავით. სხვებივით. გაანათებდი ჭაღებს და გაათბობდი გაყინულ კედლებს. ფანჯრებზე ფარდებს ფართოდ გადაწევდი. სუსტ მზის სხივებს შემოუშვებდი ოთახებში. ბებოს საქანელა სკამში ჩაეშვებოდი და დაგესიზმრებოდა.. თითქოს იასამნისფრად მოთოვა. თბილი თოვლი იდო დედამიწაზე. საშობაო საგალობლებს მღეროდნენ შოკოლადებით პირგამოტენილი ბავშვები. მათსავით ლამაზი ხმები ჰქონდათ. მოთხუპნული ლოყებითა და თითებით ჭმუჭნიდნენ და მალავდნენ ჯიბეებში შესაფუთ ქაღალდებს. ეს იყო ბედნიერება! ბედნიერება იყო მშობლები, რომლებიც მათ სიამაყით გასცქეროდნენ.. ბედნიერება იყო, კონცერტიდან ნაადრევად გაპარული წყვილი, ცარიელ ქუჩებში რომ მოდილიანი და ჟანასავით  ცეკვავდნენ..

“გყვარებიათ ისე, რომ საკუთარ თავს სამუდამო ჯოჯოხეთისთვის გაწირავდით? მე კი..” – იტყოდა ჟანა..

გაიღვიძე და თეთრად მოეთოვა. თოვლის სუნი ასდიოდა დედამიწას. მაგრამ შენ იასამნისფრად გეჩვენებოდა ყოველივე. თურმე თბილი გონების ბრალი იყო ყველაფერი..

ახალ წელს გილოცავთ!!!

დაე,თქვენი ფერადი ოცნებები ახდეს..

ანნა

8 Comments leave one →
  1. January 2, 2013 17:20

    გილოცავ! შენი ბლოგის ახალი მკითხველი ვარ! ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და ეგრე გააგრძელე, მთავარია წლების მომატებასთან ერთად არ დაკარგო ასეთი ბავშვურად ზღაპრული და თბილი ხედვა!❤❤🙂

    • January 2, 2013 17:25

      დიდი მადლობა! : )
      ისევ მესტუმრეთ.. <33

  2. ციცი permalink
    January 2, 2013 17:33

    მშვენიერი, დამათბო და ჩემი ბებო გამახსენდა…..

  3. January 2, 2013 18:13

    აუჰ, ისეთი თბილი, მუსიკასთან ერთად ჩასაკითხი რამ დაგიწერია.
    იასამნისფრად დამიდგა ყოველივე თვალში, განსაკუთრაბით პატარა ანგელოზები, შოკოლადში ამოთხუპნულები… და მათი გალობა<3

  4. January 2, 2013 21:02

    rom icode raoden sasiamovno wasakitxi iyoo. titqos mec iq viyavi aii chemi tkbili bebos saxshi , tbilad tovda da janasavit miyvarda..ooo ra sentimentaluri var.gilocav aarachveulebrivia<3

  5. January 4, 2013 09:52

    რა სასიამოვნო პოსტი იყო, ძალიან, ძალიან თბილ მუსიკასთან ერთად.

    გილოცავ🙂

  6. December 31, 2013 13:36

    wakitxvac ar iyo sachiro dasawyisshive igrdznoboda rom kargiiiaa.. yochag egre gaagrdzele..me sheni blogis axali mkitxveli var.. :Xx )) -_-

    • December 31, 2013 13:37

      wakitxvac ar iyo sachiro dasawyisshive igrdznoboda rom kargi nawarmoeba..yochag egre gaagrdzele..meee sheni blogis axali mkitxveli var.. :Xx )) -_- <333

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: