Skip to content

ფერადი სამყარო

December 11, 2012

სამი წლის წინ,ზუსტად ამ დღეს ქუჩის ლამპიონების ნათებაში ცხადად ჩანდა, როგორ დაფუსფუსებდა სიცივე ამ ქვეყნად. თან მსდევი ზამთრის სუსხი ამძაფრებდა ირგვლივ დასადგურებულ მელანქოლიას. მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა სურვილი შემძლებოდა ერთი ხელის აქნევით შავ-თეთრი ფერადად მექცია.. სევდა – ბედნიერებად. მაგრამ არ გაგიკვირდებათ და დღემდე ვერ ვახერხებ ამას..

ამიტომ, “ოზი” ჩემთვის იმ სამყაროდ იქცა, სადაც შესაძლებლობა მომეცა, გამეკეთებინა რამე მსგავსი ისევ ჩემი ხელებითა და თითებით.. ისევ ჩემი სურვილით დამენახა და მეჩვენებინა სხვებისთვის სამყარო მუდამ ფერადი.

შენს დაბადებას ვერავინ, რომ ვერ გაიგებს თვით დედაც კი, დაახლოებით ასე გაჩნდა “ოზი”, ერთი ჯოხის მოქნევითა და “ბიბიდი-ბაბიდის” თქმით. ასაკი არ ემატებაო მასზეა ნათქვამი, მაგრამ უხარია მაინც ეს დღე ყოველთვის, ისე თავისთავად. მხოლოდ ამ დღეს გრძნობდა, რომ მასში ყველაფერი ერთმანეთს იყო დაკავშირებული. ასევე ვგრძნობდი მეც.. ყოველი პოსტი მთავრდებოდა იმედით, რომლის გარეშეც მის ჯადოქარსაც არ შემეძლო ცხოვრება. აბა, განა რა იყო, ის სამყარო რომელშიც მაშინ ვცხოვრობდი?! რომელშიც დღესაც ბევრი თქვენგანი ცხოვრობს.. სევდისა და პიეროს სამყარო.

ოზში მხოლოდ მეამბოხე სულები ცხოვრობენ. აქ მუდამ იბრძვიან.. ებრძვიან ბოროტ ჯადოქარს სახელად – სევდასა და უიმედობას. ამ “მიწაზე”, ისე როგორც სხვაგან ყველგან სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს, მაგრამ ზღაპრებისგან განსხვავებით აქ ნამდვილად. განა ამ სამი წლის მანძილზე არაფერი გამოგვივიდა?!

ვწერ.. ხანდახან ვერც. მაგრამ იმით რაც უკვე დაიწერა ბევრი რამ გიამბეთ.. თუმცა ჩემთვის მთავარი ისაა, რომ თქვენ კითხულობთ და ხანდახან შეიძლება იღიმით კიდეც.. აი ეს ღიმილი მიღირს მთელ ამ სამყაროდ. ასე ძალიან რომ გვაკლია. ახლა ან სულ არ ვიღიმით, ანდაც ყველაფერზე 40 კბილი გვიჩანს.. არც ერთს ააქვს აზრი და არც მეორეს.

ყველას თავისებური გაგება აქვს ბედნიერების. ბენდიერება ყველაფერშია, გააჩნია როგორ ვეძებთ მას.. ხომ იცით, ვინც ეძებს ის პოულობს კიდეცო.. წერა ჩემი ბედნიერების შემადგენელი ნაწილია.

სამი წელი. შეცვლილი ხელწერა. და ღიმილიანი მე თქვენს გვერდით. ვიდრე ოზს სტუმრობთ ყველაფერს გიწილადებთ რაც გვაქვს.. ემოციებს გიწილადებთ. აქ ბევრი გვაქვს.

განათებულ ქუჩაში ისევ დაფუსფუსებს სიცივე და მელანქოლია. მხოლოდ გონებაში ვერა და ვერ აღწევს. მზეა მასში. მარადიული მზე ოპტიმიზმისა.

12 Comments leave one →
  1. December 11, 2012 21:34

    რა კარგია, რომ მოიცალე და ბლოგის დაბადების დღისთვის დაწერე❤

    მიყვარს მე აქაურობა. ნათელი, თბილი, საყვარელი და მყუდროა "ოზი".

    დიდხანს წერას, უამრავ მკითხველს და ერთი მეორეზე უკეთეს პოსტებს გისურვებ, ანა🙂

    • December 11, 2012 21:41

      მადლობ,მოლი❤
      მეც ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი ბლოგები🙂 ის კი არა მათ წასაკითხადაც კარგად,რომ ვეღარ ვიცლი ისე მწყდება გული უცებ,რომ მიწევს ჩაკითხვა.. მაგრამ მთავარია ჯერ კიდევ ვკითხულობ, ჯერ კიდევ ვახერხებ წერას და მიხარია ეს ამბავი. მიხარია,რომ შენი და კიდევ სხვების ბლოგები არსებობს,მათთან ერთად ჩემიც❤

  2. December 12, 2012 10:16

    3 წელი უკვე დიდი დროა🙂 დავეთანხმები მოლის და ვიტყვი რომ მეც ძალიან მიყვარს აქაურობა, აქ შემოსვლისას ყოველთვის ვიცი რომ ძალიან სასიამოვნო საკითხავი და კარგი მუსიკა დამხვდება❤

    გილოცავ ანა და ოზის დიდ წარმატებას ვუსურვებ🙂 წარმატება პირობითი ცნებაა და შენ უკეთესად გეცოდინება რა უნდა იგულისხმო ამაში🙂

    • December 12, 2012 18:40

      დიდი მადლობა!❤ და გადასარევია ის ფაქტი,რომ იგივეს თქმა შემიძლია შენს ბლოგზეც!

  3. December 12, 2012 16:06

    აჰჰ… როგორც კი ვნახე შენი ახალი პოსტი რიდერში თვალები გამინათდა და და შემოვვარდი აქ :დ
    ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ შენიშვნებზეც გამესვა ხაზი კომენტარებში.. მაგრამ რომ არ მაქვს ახლა არანაირი შენიშვნა რაღა ვქნა?
    მიხარია, ძალიან ძალიან, რომ ამდენი ხანია ბლოგერი ხარ და შენი ბლოგი არც კი ბერდება, ყოველთვის მიხარია აქ შემოსვლა.
    მადლობა❤

    • December 12, 2012 18:41

      მადლობა შენ,რომ ასეთი კარგი ხარ!❤

  4. December 12, 2012 20:24

    ვულოცავ ბლოგს დაბადების დღეს🙂 ბევრ პოსტს და მკითხველს ვუსურვებ🙂

    • December 12, 2012 23:11

      მადლობ,მადლობ🙂 შენს ბლოგსაც ასევე!

  5. December 13, 2012 17:28

    დაგვიანებით, მაგრამ ემც ვუერთდები სხვათა მოლოცვებს!

  6. December 16, 2012 22:03

    მართალია მე დროებით მივატოვე ბლოგი და ვეღარ ვწერ ვერაფერს იმიტორო სხვების გავლენის ქვეშ ექცევა ჩემი ანწერები, მაგრამ ეხლა ისე მომინდა რამის დაწერა❤ გამათბე შიგნით რაღაცნაირად და გამაფერადე!! ძალიან კარგი ხარ და მიყვარხარ!

    • December 19, 2012 23:54

      ნათი,მეც ეგრე ვარ..😦 სუ გადარბენაზე და ერთფეროვნებამაც წერაზე ხელი ამაღებინა.. მაგრამ ჰო იცი,როგორიც ვარ მაინც გავიძახი “ყველაფერი კარგად იქნება”-ს..❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: