Skip to content

დესერტი

November 10, 2012

რაზე დამწუხრებულხარ? ერთი ჩაი დამისხი გეთაყვა..

წავიდა? ვინ? … აჰმ,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ისინი მოდიან და შემდეგ მიდიან. გამომდინარე იქიდან,რომ ჩვენი მარშუტები უბრალოდ ერთმანეთს არ ემთხვევა. ქვეყნად ოთხი მხარეა და ამ ოთხიდან კიდევ ოთხის მიღება შეგვიძლია. რვით ერთად კი წრე იკვრება,რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს და შესაბამისად საბოლოოდ,მაინც წრეზე სიარულია მთელი ჩვენი მარშუტი. საიდანაც ვიწყებთ იქვე ვამთავრებთ. ახლა წარმოიდგინე რამდენი წრეა ამ ქვეყნად. ათასობით,ათიათასობით.. მართალია,ვერავინ დათვლის.

ამ წრით შემოსაზღვრული სივრცე,ბრძოლის მოედანს ჰგავს. ზოგი შემართებით იბრძვის გამარჯვებისთვის და ადვილად ჰპოვებს მას. ზოგსაც ძალიან უძნელდება და ბოლოს ნებდება.. რა ტკბილია,ეს შენი პუდინგი,შაქარს რომ ყრიდი რაზე ფიქრობდი? კარგი ახლა,თავს ნუ იმართლებ,გაფუჭებულ საქმეს მიზეზები არ სჭირდება,აღარაფერი გამოსწორდება.

ადრე თუ გვიან ყველა ბრძოლაში დამარცხება გვავიწყდება. ერთადერთი გვახსოვს მარად,საკუთარ თავთან წაგებული ბრძოლა. რა ვუყოთ თუ ერთდროულად გვინდა კიდეც და არც გვინდა.. რომ არ ვიცით რა გვინდა. რა ვუყოთ,რომ ერთდროულად გვიხარია და გვწყინს კიდეც.ზოგჯერ სადღაც ჭკუა ცდება,ზოგჯერ გონება.. ვინ ან რა გავამტყუვნოთ,რომ არ იციან. საკუთარ სხეულშიც გვყავს ორი რამ,მუდამ ერთმანეთს რომ ეჯიუტებიან. არ იცი ზუსტად,რომელს რა უნდა,მაგრამ აშკარად ვერ თანხმდებიან. ამას ვერაფრით ვასწორებთ და ვეგუებით. ვჩერდებით. ასევეა ჩვენს გზაზეც.. უბრალოდ მივყვებით. ასევეა დამარცხებაც,უბრალოდ ვივიწყებთ.

ჰოდა,არც ჰქონია აზრი ამ ყველაფერს.. თუ დამეთანხმეთ. ყოველთვის კარგად ამზადებდი,ახლა რა დაგემართა კი მაგრამ?! რა განწყობაც გაქვს ისეთივეა შენი დესერტიც,უგემური და უარესიც,ღმერთო ჩემო.

ჩემს ქუჩაზე ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს.ალცჰაიმერის დაავადება სჭირს.ო,ჩემო კარგო,რომ იცოდე რა ალალია მისთვის.. აბა მაგას ისეთი ცხოვრება აქვს გამომვლილი,რომ.. სჯობს კიდეც,რომ აღარ ახსოვს.შაქრის პუდრა კი კარგია,მაგრამ ჭამის დროს თითებზე,რომ გვეკვრის უსიამოვნო შეგრძნებაა ასე,რომ ესეც ვერ მოგიზომავს.

იცი.. ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები,რომლებსაც ძალიან უყვართ კანონების დარღვევა.იმ სასაცილო კანონების კი არა ფურცლებზე,რომ წერია.. დაუწერელი კანონების,როგორიცაა წრეზე სიარული.. ისინი გადააბიჯებენ წრეს და თავისუფლდებიან.შემდეგ სვლას განაგრძობენ.მათი გონება მეტად ფერადია.მათ მეტი უნახავთ.იღბლიანი ყოფილხარ თუ შენს წრეში შემოიჭრა და დაგეხმარა მიხვდე რა გინდა.ერთი ნაკლი აქვთ,ძალიან სწრაფად ბეზრდებათ ერთ ადგილას ყოფნა და ყველაფერი ისევე დამთავრდება,როგორც დაიწყო.. ერთხელ მოვიდა,მეორედ – წავა.

ამის შემდეგ ისევ ჩვენი წრის ფორმის გზა შეგვრჩება.რადგან ჩვენ არ გვიყვარს,როცა წესებს ვარღვევთ.ეგ არაფერი,განვაგრძოთ სიარული, გავიღიმოთ და ბევრი ტკბიელულობა ვჭამოთ.ადრე თუ გვიან ჩვენც ყველაფერი გვავიწყდება.

ჰო და კიდევ,ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს საყვედურებს გამასპინძლებასთან დაკავშირებით,სულ უგემური იყო,მაგრამ გამიხარდა,რომ არ დაიზარე და მაინც გამომიცხვე.ეს ერთი კარგი,რამ გვაქვს ადამიანებს,მიუხედავად იმისა,როგორ გამოგვდის,მაინც ვცდილობთ ჩვენ თუ არა სხვები მაინც იყვნენ ბედნიერნი..

4 Comments leave one →
  1. November 10, 2012 21:42

    მომეწონა🙂

  2. November 11, 2012 12:11

    აჰჰჰ.. მუსიკა როგორ გაკითხინებს, ლაღად და აი შეუმჩნევლად.
    მოკლედ ძალიან კარგი ხარ ანა, +მომწონს ყველა პოსტს მუსიკას რომ ურთავ, ამ ბოლო დროს მეც მოგპარე მუსიკის დართვა🙂

    • November 11, 2012 17:53

      მუსიკის გარეშე არაფერიც არ ვარგა🙂
      მადლობ ნაცი. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: