Skip to content

თავშესაფარი

November 5, 2012

ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ პატარა ბიჭს შევხვდი.ვერც კი წარმოიდგენთ ისე გავდა პატარა უფლისწულს.დიდი,ლურჯი თვალებით მომჩერებოდა და ბოლოს გაბედა ეთქვა:

“დამიწერე რამეო..” – ცუდი მწერალი ვარ-მეთქი ვუპასუხე და მაინც თავისი არ დაიშალა.მომაჩეჩა ხელში პატარა,ყვითელი ფურცელი და მწვანე კალამი.მეც ღრმად ჩავისუნთქე და წერა დავიწყე.

მინდოდა მისთვის დამეწერა,რამე ფერადი და რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ასე დავიწყე:

“როცა ღამის წყვდიადი გაიფანტება და ღრუბლები ცას მოშორდებიან.სამყაროს ყველაზე ღრმა უფსკრულიდან ვებერთელა,ცეცლწაკიდებული ბურთი ამოჰყოფს თავს.. განათდება და გაფერადდება სამყარო.გათბებიან ღამის სიცივეში გათოშილი ცხოველები.მოწყენილი მცენარეები მსწრაფლ ცისკენ აღმართავენ თავებს.იცი მერედა,როგორ იზიდავს ეს ვებერთელა მცხუნვარე ბურთი ყველაფერს? დედამიწაზე მეტადაც კი.ეს ჩვენი დედამიწაც ისე მაგრად გვეჭიდება,რომ ერთხელაც დაიღლება.. მზესთან ბრძოლას წააგებს.ერთს შეისუნთქავს ბურთი და ბაჰ! ჩვენც მის გულში აღმოვჩნდებით.გავთბებით.

ვიცი,რომ გინახავს იგი ცაზე,მაგრამ ჩაგიხედავს მის გულში? მიპასუხებ ძალიან შორსააო,მაგრამ დამიჯერე იგია ყველაზე ახლოს ჩვენს გულებთან.გვითბობს ყოველ უმცირეს ნაწილაკს სხეულისას.გახსოვდეს ეს დედამიწა აქცევს მას ზურგს! ეჭვიანი დედამიწა.. სიცივესა და ყინვისკენ,რომ გვაბრუნებს.მათ ვისაც ვუყვარვართ ბოროტებისთვის არ გვიმეტებენ..”

ასე ვიყავი გართული წერაში,როცა შემაჩერა და გამიმხილა არც კითხვა ვიცი და არც წერაო.მაშინ გადავწყვიტე თვითონ წამეკითხა.

– ბრაზობ დედამიწაზე,როცა მზე არ იბრძვის ჩვენთვის? მგონია მთავარი ის კი არ არის,ვინ გვათბობს,არამედ ის ვინც ყველანაირად ცდილობს ჩვენს შენარჩუნებას.სწორედ ამაში ჩანს,რომ ვუყვარვართ.სწორედ ასე გვიმტკიცებს იგი რა ძვირფასი ვართ მისთვის.. განა მხოლოდ ჩვენ გვცივა,როცა მზეს ზურგს აქცევს იგი.მასაც სცივა ალბათ,თანაც ყველაზე მეტად.სცივა ჩვენი სიცივეც,რადგან ვუყვარვართ.

დიახ,მე ვხედავ მზის გულს! იგი თბილია,მაგრამ მატყუარა.. სულ ერთიანად ჩაგვყლაპავს და ფერფლად გვაქცევს..”

გაკვრივებული ვუსმენდი ამ პატარა ორატორს და გულში ვეთანხმებოდი კიდეც.არ დაგვაცადეს საუბარი..

“ჰეი,სწრაფად შენს ოთახში დაბრუნდიო!” – დაუძახა მკაცრად მაღალმა,გამხდარმა ქალმა ბიჭუნას.ისიც მომიბრუნდა,ერთი ეს მითხრა:

“მზეს ჰგავს დედაჩემიო” – და გაქრა.თან წაიღო ჩემი სულელური ჩანაწერი მზესა და მის სითბოზე.და მიტოვებდა დიდ გაურკვევლობას ამ სამ სიტყვაში გამოთქმულს.იქვე დიდი,ნაცრისფერი შენობის აბრაზე,რომ არ ამომეკითხა სიტყვა “თავშესაფარი.”

მთლიანად გავიყინე.მზე მცხუნვარედ ანათებდა,მაგრამ მანაც ვერ გამათბო..

გულმა არ მომითმინა და რამდენიმე დღის შემდეგ ამ შენობაშიც შევდგი ფეხი.შემხვედრს ბავშვი ავუღწერე,მაგრამ ვერაფრით მივახვედრე ვინ იყო.შემდეგ შევეცადე ის ქალი ამეღწერა,რომელმაც დაუძახა,მაგრამ ეგეთი ჩვენთან არავინ მუშაობსო პასუხად მივიღე.დიდი ხანი ვევედრებოდი ბავშვების ნახვის უფლება მომეცით-მეთქი,დავითანხმე მაგრამ სულ ტყუილად..

გარეთ წვიმდა.დედამიწას ზურგი შეექცია მზისთვის..

 

 

2 Comments leave one →
  1. marikaza permalink
    January 2, 2013 18:29

    ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, მადლობა შენ ასე კარგად რომ წერ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: