Skip to content

ქუჩა

October 30, 2012

ქუჩაში ციოდა.გოგონას თბილი სვიტერი ეცვა,ყელზე მჭიდროდ მოეხვია კაშნე.მაღაზიაში თბილოდა,სასიამოვნო იყო იქ ყოფნა.თავის რიგს ელოდა,რომ დახლს მიახლოვებოდა.იცოდა,ჯერ მის წინ შემოსული მყიდველები უნდა გასულიყვნენ და არ ჩქარობდა.მისი რიგი,რომ დადგა სახე გაებადრა.გამყიდველმა ხურდა ჩაუთვალა.”გმადლობთ”-ო ერთი ეს თქვა და მაღაზიიდან გავიდა.

კარი,რომ გააღო სახეში ცივმა ქარმა დაუბერა.საბედნიეროდ კაფე,რომლელსაც ხშირად სტუმრობდა იქვე მდებარეობდა და სწრაფი ნაბიჯით მისი კარიც შეაღო.ზოგადად უყვარდა ადგილების ამოჩემება.დღეს მისი საყვარელი ადგილი დაკავებული დახვდა.ეს ადგილი ფანჯარასთან ახლოს იყო,საშუალებას იძლეოდა მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ქუჩისთვის გეცქირა და იქ მცხოვრებისა თუ გამვლელ-გამომვლელისთვის თვალი გედევნებინა.როგორც ჩანს დაავიწყდა,რომ ასეთი პირდაპირობა არ სჩვეოდა..

– გთხოვთ,დამითმეთ ეს ადგილი.. – თქვა და თავი დახარა.შერცხვა.

– შეგიძლიათ შემომიერთდეთ.

– არა,მე მარტო მინდა.. – თავიც არ აუწევია,ისე გასცა სწრაფად პასუხი.

– მაგრამ კაფე სულ ცარიელია,რად გინდათ მაინც და მაინც ჩემი ადგილი.

– თქვენი არა.ეს ჩემი ადგილია. – მოსაუბრისთვის არ შეუხედავს,მაგრამ იგრძნო,რომ იღიმოდა.

– როგორ არის ადგილი თქვენი,როცა კაფე ჩემია.. დიდი ხანია გაკვირდებით.დღეს დააგვიანეთ.. – გოგონამ თავი ასწია და გაფართოებული თვალებით ათასი რამ იკითხა,მაგრამ არაფერი უთქვამს.

– მაღაზიაში ბევრი მყიდველი იყო.. კარგით,მე წავალ.

არავინ შეაჩერა.არადა ელოდა,რომ შეაჩერებდნენ.რა უცნაური გრძნობაა,როცა ჩვენი მოლოდინი არ მართლდება.ვბრაზდებით და არ ვიცით ვისზე უფრო,საკუთარ თავზე თუ სხვაზე.ალბათ უფრო საკუთარ თავზე.

არადა უნდოდა ჩაი დაელია,ნამცხვარი ეჭამა.ნაყიდი წიგნი გადაეშალა და კითხვა დაეწყო.თვალები,რომ დაეღლებოდა ფანჯარაში გაეხედა,იმ ყვავილების გამყიდველი ქალისთვის.ვარდების ვედრო,რომ თითქმის ყოველთვის ცარიელდებოდა.. მინდვრის ყვავილებისა კი,სულ სავსე ჰქონდა.უკვირდა იმიტომ,რომ თვითონ თვლიდა მინდვრის ყვავილები უფრო ლამაზი იყო.. ათასი ფერი და სურნელი არეული ერთმანეთში.ვარდები კიდევ სულ ერთი ფერისა და სურნელის.. ძალიან ერთფეროვან და უშნო ყვავილად ეჩვენებოდა.მასთან კიდევ მოდიოდნენ და ყიდულობდნენ წითელსა და ვარდისფერ ვარდებს..

მერე კითხვას განაგრძობდა.ნამცხვარსა და ჩაის დააგემოვნებდა.ამ დროს ქუჩის მუსიკოსის მოსვლის დროც მოვიდოდა.აახმაურებდა გიტარის სიმებს იგი და გოგონაც კითხვას წყვეტდა.გახედავდა მას და ისიც განაგრძობდა ყოველთვის საუკეთესო მუსიკის დაკვრას.გაიღიმებდა,როცა ხურდებს ყუთში ჩაუყრიდნენ და ისევ აგრძელებდა საქმიანობას.. დღის ბოლოს შეგროვებული თანხით,მხოლოდ იგი ყიდულობდა მინდვრის ყვავილებს.გოგონას ძალიან სწყდებოდა გული,რომ ვერ გებულობდა ვისთვის..

მთელი ქუჩა სცნობდა დედა-შვილს.. უფრო სწორედ ხმაურიან დედა-შვილს ამავე დროს მამასა და ვაჟიშვილს.. სკოლიდან,რომ შინ ბრუნდებოდნენ.გოგონა მუდამ ეწუწუნებოდა დედას,თუ როგორ დასცინოდნენ თანაკლასელები სიმსუქნის გამო.დედა კიდევ შოკოლადში ამოსვრილი თეთრი პერანგისთვის კიცხავდა..

პატარა ბიჭი,უყვებოდა მამას თუ როგორ უნდოდა დაეცვა თანაკლასელი გოგონა მისივე თანაკლასელებისგან,მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ და ვერაფერს ხდებოდა.მაშინ მამამ უთხრა:”უბრალოდ გოგონას უთხარი,რომ ლამაზია ისეთი როგორიც არის და ესეც საკმარისი იქნება..”

ფანჯრის მიღმა გაიღიმეს და ნამცხვარი ჩანგლით ჩამოჭრეს.

ასე იქნებოდა დღესაც.იქნებოდა რამე ნაცნობი და ღიმილის მომგვრელი სიტუაცია ქუჩაში.იქნებოდა გადაკითხული წიგნი და დაცლილი ფინჯანი მაგიდაზე.გათოშილი სხეული,მაგრამ გამთბარი გული.

რა საშინელებაა,როცა რაღაც რაც გიყვარს სხვისი საკუთრებაა..

13 Comments leave one →
  1. October 30, 2012 21:22

    გამეღიმა🙂 მაინც თბილი პოსტი იყო.

  2. November 1, 2012 22:44

    და ძალიან მოუხდა მუსიკალური გაფორმებაც : )

  3. November 2, 2012 17:05

    .”ვარდების ვედრო,რომ თითქმის ყოველთვის ცარიელდებოდა.. მინდვრის ყვავილებისა კი,სულ სავსე ჰქონდა.უკვირდა იმიტომ,რომ თვითონ თვლიდა მინდვრის ყვავილები უფრო ლამაზი იყო.. ათასი ფერი და სურნელი არეული ერთმანეთში.ვარდები კიდევ სულ ერთი ფერისა და სურნელის.. ძალიან ერთფეროვან და უშნო ყვავილად ეჩვენებოდა.მასთან კიდევ მოდიოდნენ და ყიდულობდნენ წითელსა და ვარდისფერ ვარდებს..”- მეც ყოველთვის მიკვირს რატომ ამჯობინებენ ვარდებს მინდვრის ყვავილებს…ძალიან მომეწონა პოსტი:)

  4. November 4, 2012 21:31

    ვაიჰ! ანაა რა საყვარელი ხარ რაა❤ ძალიან მომწონხარ❤ ხო მართლა ანა რომანის წერას მალე მოვრჩებიო თქვი და მე კიდევ უიმედოდ ველი და ველიი😀 შეგიძლია წამაკითხო თუ დაამთვარე??

    • November 5, 2012 20:19

      დიდი მადლობა❤ მეც ასევე!🙂 ოჰ,არც კი მეგონა ვინმეს,თ ახსოვდა და ერთ-ერთ ხარ ვინ უკვე შემახსენ..
      უბრალოდ,რაღაც მომენტშ გადავწყვიტე,რომ არ ღირდა გაგრძელება და არ ვიცი,მოკლედ ვეღარ დავამთავრე..🙂

  5. November 4, 2012 22:01

    მომეწონა!❤
    გამომიარე ^_^

  6. marikaza permalink
    January 3, 2013 00:50

    ისეთი კარგია შენი პოსტები არ მინდა დამთავრება, ერთი ამოსუნთქვით იკითხება🙂

    • January 13, 2013 17:29

      როგორ მიხარია ხოლმე ასეთი კომენტარები.❤

  7. Annie permalink
    January 13, 2013 16:12

    პუნქტუაცია! პუნქტუაცია!😦
    კარგად წერ და გამართულადაც რომ წერო, უკეთესი იქნება.
    პ.ს. “რომ”-ის წინ ყოველთვის არ იწერება მძიმე.
    “მისი რიგი,რომ დადგა”? მართლა?😦

    • January 13, 2013 17:26

      პუნქტუაციის გარდა, კიდევ ბევრი რამ აკლია ჩემს პოსტებს.🙂 მაგას არაუშავს..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: