Skip to content

უშაქრო ჩაი

October 26, 2012

გაახილეთ თვალები! ფართოდ გაახილეთ..

ხედავთ ლიმნიდან და ფორთოხლიდან გადმოღვრილ ყვითელსა და ნარინჯისფერს მიწაზე?

ხედავთ სამყაროს თქვენი გულივით მშვიდსა და აღელვებულს?

გესმით ქარი როგორ ჩურჩულებს “შემოდგომა”-ს? როგორ მოაქვს თქვენამდე მეზობლის ფანჯრიდან გამოსული ცხელი ჩაის სურნელი? თქვენ,რატომ დაითხოვეთ ჩაიდანი სამსახურიდან? შეავსეთ წყლით,მხოლოდ ბოლომდე არა,არ გადმოიღვაროს და დაელოდეთ ვიდრე წამში ოთხი ბუშტი მაინც არ გასკდება მის ზედაპირზე.. გამხმარი,სურნელოვანი ჩაის ფოთლებით დაუფარეთ ჭიქას ძირი,აი იმას “მან” რომ გაჩუქათ წინა შობას.. შემდეგ მდუღარე წყალიც დაასხით და ჭიქას თითები შემოხვიეთ,თორემ სულ გაგყინვიათ.აჰ,ლიმნით,რომ გიყვართ აღარც მახსოვდა.

ჰო,როგორ დამავიწყდა.. თქვენი ნაცნობი ბეღურისთვის საკენკის დაყრა არ დაგავიწყდეთ ფანჯრის რაფაზე.ჯერ კიდევ სცხვენია,ვერ მოგეჩვიათ.მაგრამ სულ ცოტაც და გაგითამამდებათ.თავიდან ხომ ყველა ვუკადრისობთ ერთმანეთს.მაგრამ ვაი თუ შევეჩვიეთ..

ეგ იქით იყოს და მართლა გემრიელი გეჩვენებათ უშაქრო ჩაი თუ ასე გეშინიათ დიაბეტის? არც ტკბილეულობა გიყვართ.იმიტომაც ხართ მუდამ გაფითრებული.. და თანაც ყოველი ძვლის ფორმასა და ზომას შეისწავლიდა თქვენს სხეულზე ადამიანი.

ო,როგორ ამშვენებს თქვენს სხეულს “ენ” რაოდენობით ხალი.. იმ სურათს მაგონებს ცას,რომ ვარსკვლავები აყრია და ციმციმებენ.განსაკუთრებით მხრებზე.დაიფარეთ რამით ამ სიცივეში თორემ ლურჯი ფერის მეჩვენება.. რატომ მატრაკვეცობთ,ბიჭი ვარ და არ მცივაო.თქვენ გცივათ თუ გცივათ.. ხომ გრძნობთ რა მარტოსული ხართ?

შემოდგომა კარგია.შემოდგომა თქვენც გიყვართ და მეც.მხოლოდ იმიტომ,რომ მას ერთდროულად შეუძლია იყოს ცივიც და თბილიც.. ზამთარი მხოლოდ ცივ ადამიანებს უყვართ.ერთი ლამაზი სიმღერა ამბობს: “გარეთ ისე ცივა,ანგელოზებს ფრენა უჭირთო..” მაგრამ თუ ძალიან შეგაწუხოთ მარტოობამ,დაუძახეთ! მხოლოდ ხმამაღლა..

არადა,დათვებივით რომ შეგვეძლოს თვეობით ძილი.. დავიძინებდით მთელი ზამთარი.შემოდგომას მხოლოდ სილამაზისთვის ვერ დავთმობდით ალბათ.. მაინც ამ ყვითელსა და ნარინჯისფერში წითელიც,რომ გამოერევა ხოლმე.განა არსებობს ვინმე უფრო ნიჭიერი მხატვარი,ვიდრე ბუნების?

არ მინდოდა მეკითხა,მაგრამ ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს და კიდევ უფრო არ მომასვენებს შემდეგში,რომ არ ვიკითხო.. ჩემი ჭიქა ისევ არის თქვენს სამზარეულოში?  და ცხელი წყალი ჩაიდანში..

რატომ აგიჩქარდათ მაჯისცემა? რა ვიკითხე ასეთი..

ჰო,მე შევიცვალე.ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვლაპარაკობ,თქვენგან განსხვავებით.იმ დღეს გავიგონე ვიღაც “ალელუიას” მღეროდა და თქვენ გამახსენდით.. აღარ მღერით? ეს როგორ,სიმღერა არ ავიწყდებათ! ის,რომ დიდი ხანია აღარ გიმღერიათ არ ნიშნავს,რომ აღარ იცით.. გაიხსენებთ.

იცით,თქვენი ნაჩუქარი ზაზუნა მომიკვდა.. როგორც ჩანს ბევრი ვაჭამე.მე კიდევ მეშინოდა შიმშილით არ მომიკვდეს-მეთქი.

იცით,ხელები მეც სულ გამეყინა.. ისე სწრაფად გამოვედი სახლიდან,ხელთათმანები სულ გადამავიწყდა.თანაც თქვენამდე შორი იყო.. თქვენც ისევ გცივათ?

ჩაი არ დალიეთ?!

კარგით,ორი გააკეთეთ.. მეც უშაქროდ.

***

აკი დამავიწყდაო..

11 Comments leave one →
  1. October 26, 2012 22:34

    თქვენ,რატომ დაითხოვეთ ჩაიდანი სამსახურიდან? გამეღიმა🙂

    მაგრამ, მაინც დამასევდიანა❤

    • October 26, 2012 22:38

      არადა,სწორედ ახლა იწყება მათი აქტიურად მუშაობის სეზონი.🙂

  2. October 27, 2012 09:03

    ძალიან მიყვარს უშაქრო ჩაი, ოღოდ იმიტომ კიარა დიაბეტის მეშინოდეს.

    • October 27, 2012 19:53

      გასაგებია.გამიხარდა,რომ შემოიარე🙂

  3. October 27, 2012 12:46

    კარგია❤

  4. October 27, 2012 13:28

    უძლიერესი ხარ ანა, ხალებიანზე და მთლიანად პოსტზ ჩემი თავი გამახსენდა❤

    • October 27, 2012 19:54

      აი,ეს მიყვარს!❤ საკუთარ თავს,რომ იპოვნიან ხოლმე ჩემს პოსტში.მადლობ ნაცი.❤

    • October 27, 2012 22:33

      <33 არაფერს😉

  5. October 30, 2012 10:10

    შენნაირი თბილი და … მე სევდიანი არ მომეჩვენა.. არა ან, სევდიან-ღიმილიან-იმედიანია…….. გამათბო….. როგორ დამკლებია შენთან სტუმრობა, ახლა ყველგან შევიჭყიტები და გავთბები… ჩაი მეც მინდა, ტკბილი და ლიმნიანი❤❤❤

    • October 30, 2012 14:05

      რუსა,როგორ მიხარია შენი გამოჩენა!❤ და ასეთი ღიმილიანი კომენტარით.. : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: